ფორექსზე ვაჭრობა უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ბევრ ტრეიდერს წარმოუდგენია.
გარდა სავალუტო წყვილებისა არსებობს არანაკლებ საინტერესო და მომგებიანი სავაჭრო ინსტრუმენტები. თუმცა მათზე ვაჭრობა არა ფორექსზე არამედ სხვა სავაჭრო მოედნებზე მიმდინარეობს, მაგრამ პროგრამულად ეს პროცესი იმავე სავაჭრო ტერმინალში მიმდინარეობს, ამიტომ რაიმე სახის განსხვავებას ტრეიდერი პრაქტიკულად ვერ ამჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტით ვაჭრობა შედარებით ნაკლებად რისკიანია და უფრო პროგნოზირებადია ვიდრე ვალუტები. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ ინსტრუმენტებზე ვაჭრობა მიმდინარეობს სავაჭრო ტერმინალში Meta Trader, სადაც მათი არჩევა შესაძლებელია შესაბამის ჩანართზე გადასვლის შემდეგ.
ფორექსის ინსტრუმენტები იყოფა რამდენიმე ძირითად კატეგორიად:
- ვალუტები;
- საქონელი (დერივატივები);
- ფასიანი ქაღალდები;
- სახაზინო ვალდებულებები;
- ფორექსის ინსტრუმენტები
ფორექსის ინსტრუმენტები
- სავალუტო წყვილები – ნებისმიერი ბროკერის ტერმინალში შესაძლებელია ვნახოთ არანაკლებ 50 სავალუტო წყვილი. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ხიბლი და საკუთარი სავაჭრო თავისებურებები. მათ შორის უნდა გამოვყოთ ე.წ. საუკეთესო სავალუტო წყვილები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი შემოსავლიანობით და კარგი პროგნოზირებადობით. მათი ხიბლიანობის მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ დინამიურობა (ვოლატილობა), პროგნოზირებადობა და სპრედის სიდიდე (ყიდვის და გაყიდვს ფასებს შორის სხვაობა). სწორედ ამ თვისებებზეა დამოკიდებული მოგების რაოდენობა, რომლის მიღებაც შესაძლებელია ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში;
- მეტალები – ყველაზე პოპულარულია ოქრო XAU/USD და ვერცხლი XAG/USD, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ოქრო. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ უფრო ადვილია ოქროს ფასის და აშშ დოლარის ურთიერთკავშირის კანონზომიერებებისადმი თვალყურის დევნა, რომელიც მსოფლიოში საერთო ეკონომიკურ სიტუაციასთან მჭიდრო კავშირშია. როგორც წესი ოქრო კარგად რეაგირებს გლუბალურ მოვლენებზე – კატასტროფებზე, ეკონომიკურ აღმავლობაზე ან კრიზისზე. როგორც ავღნიშნე ოქროთი ვაჭრობა შესაძლებელია სავაჭრო ტერმინალში Meta Trader, აგრეთვე სხვა ტერმინალებში;
გარდა ძირითადი მეტალებისა, მრავალი საბროკერო კომპანია ტრეიდერებს აძლევს წვდომის საშუალებას ფერადი მეტალების ბირჟასთან, სადაც ოპერაციები ხორციელდება სპილენძზე, ალუმინზე, ნიკელზე და სხვა მეტალებზე.
- ინდექსები – ასევე პოპულარული სავაჭრო ინსტრუმენტია. სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება ისეთ ცნობილ ინდექსებზე, როგორებიცაა Dow Jones, DAX, NIKKEI, FTSE100 და ა.შ. თავისი არსით ინსტრუმენტების ეს კატეგორია ასახავს ყველაზე მნიშვნელოვანი აქციების პაკეტების ღირებულებას, რომლებიც კოტირებულია ბაზარზე. ტრეიდინგი ძირითადად მიმდინარეობს ფუნდამენტალური ანალიზის საფუძველზე და გააჩნია საკუთარი თავისებურებები;
- აქციები – აქციებით ვაჭრობა მიმდინარეობს საფონდო ბირჟაზე, თუმცა სავაჭრო ტერმინალში ეს ინსტრუმენტიც ხელმისაწვდომია. ოპერაციების ეს სახეობა ნაკლებად დინამიურია, ვიდრე ვალუტებზე და ძვირფას მეტალებზე ვაჭრობა. ტრეიდინგი საჭიროებს საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს და ცოდნას;
მიუხედავად იმისა, რომ ფორექს ტრეიდინგი კლასიკური გაგებით გულისხმობს მხოლოდ ვალუტის ყიდვას და გაყიდვას, საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების დონის ზრდისა და გამძაფრებული კონკურენციის გამო საბროკერო კომპანიები ტრეიდერებს სთავაზობენ მრავალი სახის ალტერნატიულ ინსტრუმენტებს. ამიტომ ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე არაორდინალური და მოულოდნელი ინსტრუმენტი შესაძლებელია თქვენთვის გახდეს შემოსავლის ძირითადი წყარო და მასზე ვაჭრობით ჩამოყალიბდეთ პროფესიონალ ტრეიდერად.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით