სარჩევი
ჩვენ უკვე განვიხილეთ ფუნდამენტალური ანალიზის ცნება და კრიტერიუმები, რომლებსაც იყენებენ პროფესიონალური ანალიტიკოსები და ტრეიდერები საკუთარი საინვესტიციო პორტფელების ფორმირებისას.
ვაგრძელებთ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განხილვას და გავეცნობით მათ როლს სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პრაქტიკაში, კერძო ინვესტორები არ მიმართავენ მაჩვენებლების კვლევებსა და გამოთვლებს. ამის ნაცვლად ისინი იყენებენ მზა მონაცემებს, რომელთა მიღება შესაძლებელია სპეციალიზირებული მედია საშუალებებიდან. მაგრამ ასეთი ინფორმაცია ტრეიდერს არ გამოადგება, თუ არ იცის მაჩვენებლების არსი, რაზეც ბაზირდება ზემოთხსენებული ინფორმაციები.
ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის და მსოფლიო ეკონომიკაში მისი როლის კვლევისათვის გამოიყენება ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ანალიზი, რომელიც ეფუძნება ამ ინდიკატორების კვლევებს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში.
საპროცენტო განაკვეთი (Rate of Discount, რეფინანსირების განაკვეთი)
საპროცენტო განაკვეთი (Rate of Discount, რეფინანსირების განაკვეთი) – არის ერთ-ერთი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი. ინფლაციის მაღალი დონე არის საპროცენტო განაკვეთის ზრდის ძირითადი მიზეზი. მისი გაზრდა აძვირებს კრედიტებს და იწვევს ეკონომიკურ უძრაობას. ნაციონალური ბანკები საპროცენტო განაკვეთის ზრდას იყენებენ ინფლაციასთან ბრძოლისათვის. მისი შემცირებით ხდება ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება, თუმცა ამას ვალუტის შესუსტებისაკენ მივყევართ. რეფინანსირების დაბალი დონე ვალუტას აიაფებს და იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. ამის მიზეზია დაბალი ინფლაცია და საქმიანი აქტიურობის კლება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: საპროცენტო განაკვეთის დონე უნდა იყოს საშუალო, თანაც ყველა ცალკეული ქვეყნისათვის უნიკალური.
უმუშევრობის დონე (Unemployment)
უმუშევრობის დონე (Unemployment) – არის ერთ-ერთი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი. დაუსაქმებელი მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი გვიჩვენებს, თუ რამდენი მოქალაქე ეძებს სამუშაოს, მაგრამ ვერ პოულობს მას. ყველა ქვეყანა თავისთვის აწესებს უმუშევრობის დასაშვებ დონეს. სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, უმუშევრობის ოპტიმალური დონეა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის კომპრომისული ვარიანტი. როგორც წესი უმუშევრობის ზრდა იწვევს საერთო სიტუაციის გაუარსებას სახელმწიფოში, რაც ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება საფონდო ბაზარზე.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ , gross domestic product, GDP)
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ , gross domestic product, GDP) – არის უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი. იგი ასახავს ქვეყნის ეკონომიკის მუშაობის წლიურ რეზულტატს. მშპ გამოითვლება ყველა სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების საფუძველზე, რომელიც წარმოებული/შექმნილი იქნა სახელმწიფოში განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. იგი გვიჩვენებს ნაციონალური ეკონომიკის განვითარების დინამიკას. მშპ ჩამომრჩენი ინდიკატორია, რადგან გამოყვეყნებული ანგარიშები მოიცავს განვლილი წლის პერიოდის ინფორმაციას. ზრდადი მშპ მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, რაც თავის მხრივ აძლიერებს საფონდო ბაზარს, ხოლო კლებადი მშპ ამცირებს ფასიანი ქაღალდების ფასს.
საბიუჯეტო დეფიციტი (budget gap)
საბიუჯეტო დეფიციტი (budget gap) – არის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ანალიტიკოსების მიერ ფასდება სხვა ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთობლიობაში. ეს ინდიკატორი გვიჩვენებს საბიუჯეტო ხარჯების გადამეტებაზე, რეალურ საბიუჯეტო შემოსავლებთან შედარებით. როდესაც საბიუჯეტო დეფიციტი მაღალია – იზრდება სახელმწიფო ვალი, რამაც მთლიანობაში შესაძლებელია ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს. საბიუჯეტო დეფიციტის მიზეზი შესაძლებელია გახდეს, როგორც დაბალი საბიუჯეტო შემოსავლები, ისევე შედარებით დიდი ხარჯები. ამრიგად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება შესაძლებელია ხარჯების შემცირებით და შემოსავლების ზრდით. მაგრამ დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი ან მისი საერთოდ არ არსებობა ხშირ შემთხვევაში მიუთითებს, რომ ქვეყანაში მაღალი გადასახადები და ძალიან დაბალი საბიუჯეტო დანახარჯებია. ეფექტური საბიუჯეტო დეფიციტის წინაპირობაა ყველა მხარის ინტერესების დაცვა/გათვალისწინება და ზომიერი ინფლაცია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით