ოფციონით ვაჭრობა

ოფციონით ვაჭრობა

სარჩევი

კერძო ინვესტორებს შორის ოფციონები საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს დერატივები საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ მათზე ვაჭრობა საჭიროებს კარგი მომზადება/სწავლების პროცესს.

ოფციონი

ოფციონი – არის ორ მხარეს შორის კონტრაქტის სახით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას იყიდოს (გაყიდოს) ფინანსური აქტივების გარკვეული რაოდენობა (აქციები, ვალუტა და ა.შ.) დროის გარკვეულ მომენტში, მითითებულ ფასად. ამასთან ერთად, ყიდვის უფლება არ ითვლება ვალდებულებად, როგორც ეს ფიუჩერსების შემთხვევაშია. ოფციონებით ვაჭრობა გულისხმობს კონტრაქტის დადებას, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გაყიდოს (იყიდოს) აქტივების მითითებული რაოდენობა, წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ოფციონებით ვაჭრობისას ოფციონის მყიდველი მხარე, უხდის გამყიდველს პრემიას უფლებისთვის იყიდოს ან არ იყიდოს (გაყიდოს ან არ გაყიდოს) საბაზო აქტივი თავისი შეხედულებისამებრ.

ოფციონი “კოლ” (call) – მფლობელს აძლევს უფლებას იყიდოს საბაზო აქტივი მითითებულ ფასად დროის ფიქსირებულ მონაკვეთში. ამ შემთხვევაში კოლ ოფციონის გამყიდველი ვალდებულია მიჰყიდოს ოფციონის მფლობელს საბაზო პროდუქტი.

ოფციონი “ფუთ” (put) – მფლობელს აძლევს უფლებას გაყიდოს საბაზო აქტივი მითითებულ ფასად (სტრაიკი) დროის ფიქსირებულ მონაკვეთში. ამ შემთხვევაში პუტ ოფციონის გამყიდველი ვალდებულია იყიდოს საბაზო აქტივი.

მესმის რომ, ჯერ რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა სხვა სტატიებში უფრო ნათელს მოვფენთ ამ სისტემას.

როგორც ზემოთ ითქვა, მყიდველი, ოფციური ვაჭრობის დროს გამყიდველს უხდის გარკვეულ ფასს, რომლითაც ხდება ოფციონის შეძენა, მას ეწოდება ოფციონის პრემია. პრემია არის გადასახადი უფლებისათვის ოფციონში მითითებული დროის მონაკვეთში გარიგების განხორციელების შესაძლებლობისათვის.

არსებობს ოფციონის ორი სტილიევროპული და ამერიკული.

  • ევროპული ოფციონი შესაძლებელია შესრულდეს მხოლოდ და მხოლოდ მასში მითითებულ დროს (ესპირაციის თარიღი).
  • ამერიკული ოფციონი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერ დროს, საბოლოო ვადის ამოწურვამდე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

როგორც უკვე ვიცით აქციებში ინვესტირება დაკავშირებულია მოგების მიღებასთან, მაგრამ ყველა შემოსავალი იბეგრება და შემოსავლის ეს …