სარჩევი
წუთში ასობით და ათასობით ოპერაცია ხორციელდება ლურჯ ფიშკებზე. ეს ნიშნავს, რომ ასეთი აქციების ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში, იმის შიშის გარეშე, რომ ისინი (აქციები) უმოძრაო ბალასტი გახდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის მიხევით, მეორე და მესამე ეშელონის აქციებზე ოპერაციები ხორციელდება კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად, ხოლო მათ შორის ყველაზე ლიკვიდურ აქციებზე ოპერაციები ხორციელდება დღეში, ან საათში ერთხელ.
კრიტერიუმს, რომელიც განსაზღვრავს ლიკვიდურობას, ეწოდება სპრედი (ეს არ არის ერთადერთი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია). სპრედი – არის ბირჟაზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა. ლურჯი ფიშკებისათვის სპრედი შეადგენს პროცენტის მეათედ ნაწილს, მაშინ როცა მეორე და მესამე ეშელონის აქციებისათვის ეს მაჩვენებელი შესაძლებელია 100%-იც კი იყოს. აქედან გამომდინარე, ლურჯ ფიშკებზე განხორციელებულ ოპერაციეზე, სპრედის თვალსაზრისით გამოწვეული დანაკარგები ფაქტიურად შეუმჩნეველია.
ლურჯი ფიშკების კიდევ ერთი საინტერესო დეტალია – გამჭირვალობა, რადგან ემიტენტი კომპანიების საფინანსო/საანგარიშო დოკუმენტაცია ფორმირდება მსოფლიო დონის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
კაპიტალიზაცია
ლურჯი ფიშკები არიან უმსხვილესი კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია შეადგენს რამდენიმე ათეულ და ასეულ მილიარდ აშშ დოლარს, თანაც ეს ციფრი ხშირ შემთხვევაში მუდმივად მზარდია.
ფიშკების შემადგენლობა მუდმივად ცვალებადია. არსებობს კომპანიები, რომლებიც დაარსებისთანავე პირველ ეშელონში ხვდებიან, მაშასდამე ლურჯ ფიშკად გვევლინებიან.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით