ლურჯი ფიშკები ("ჩიპები")

ლურჯი ფიშკები (“ჩიპები”)

ადამიანები, რომლებიც ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი, ხშირად შეხვედრიან ტერმინს “ლურჯი ფიშკა”. (“ფიშკა”-ს ქართული შესატყვისი ვერ მოვძებნე, ამიტომ სტატიაში დავტოვე ეს ტერმინი, პრინციპში შესაძლებელია “ჩიპები”-ც ვუწოდოთ).

სტატიაში შევეცდები გავარკვიო რას წარმოადგენს ეს ფიშკები და რატომ ეძახიან მათ ლურჯს და არა მწვანეს და თუნდაც ყვითელს. ვინაიდან ვსაუბრობთ აქციებზე, ამიტომ შეგახსენებთ, რომ კომპანიების აქციები ემსახურებიან ორ ძირითად ამოცანას:

  • ისინი, სამუშაო პროცესში იზიდავენ დამატებით ფინანსებს;
  • ისინი კომპანიას უზრუნველყოფენ სასტარტო კაპიტალით;

როგორც ვიცით, აქციები იყოფა სხვადასხვა ტიპების და სახეობების მიხედვით. თუმცა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა – ლიკვიდურობა, ანუ აქციების მოთხოვნადობა. ლიკვიდურობის თვალსაზრისით აქციები იყოფა ეშელონების მიხედვით: პირველი, მეორე და მესამე. “ლურჯს” უწოდებენ იმ აქციებს, რომლებიც მიეკუთვნებიან პირველ ეშელონს. “ლურჯი ფიშკები” (blue chips) – არის აქციები, რომლებიც ემიტირებულნი არიან ყველა ცნობილი კომპანიების მიერ. მათ აქვთ ბევრი დადებითი ფაქტორი, რომელთა შორისაც არის დივიდენდების გადახდის სტაბილურობა. ეს კომპანიები აქციონერებს დივიდენდებს უხდიან სტაბილურად, მრავალი წლის განმავლობაში, თანაც ამას აკეთებენ მიუხედავად იმისა იყო თუ არა საფინანსო წელი წარმატებული თუ წარუმატებელი.

როგორც ვიცით, მედალს ორი მხარე აქვს. ხშირად საფონდო ბაზარზე უსაფრთხოება და შემოსავლიანობა არის სწორედ ამ მედლის სხვადასხვა მხარეები. ანუ, რაც უფრო რისკიანია აქციაში ინვესტირება, მით უფრო მაღალია შემოსავლიანობის პოტენციალი. თუ ვსაუბრობთ ხანგრძლივვადიან ინვესტირებაზე, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთხსენებული “ლურჯი ფიშკებისთვისაც” არსებობს “კრიზისის” ცნება. მაგრამ მათთვის იგი არც თუ ისე კრიტიკულია, ვიდრე მეორე და მესამე ეშელონების კომპანიებისათვის. გასაგები მომენტია, რომ თავად სტატუსი არ წარმოადგენს აბსოლუტურ გარანტიას და დაცვას, მაგრამ საკუთარ დარგებში ლიდერის პოზიციებზე მყოფი კომპანიები უფრო იოლად გადიან ვარდნის პერიოდებს. მაშინ როდესაც ბოლო ეშელონების აქციების მქონე კომპანიები კრიზისების ტალღამ შესაძლებელია მთლიანად დაანგრიოს.

კრიზისების პერიოდში იშვიათობაა, როდესაც ლურჯი ფიშკების ვარდნა 30-50 პროცენტზე მეტია (თუმცა გამონაკლისებიც არსებობს), მაშინ როცა მეორე და მესამე ეშელონების აქციების ვარდნა 90 პროცენტსაც კი აღწევს. ამიტომაც, ლურჯ ფიშკებში გრძელვადიანი ინვესრირება შედარებით დაბალრისიკიანი ბიზნესია. ამასთან ერთად, ლურჯი ფიშკები, პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო სწრაფად იღდგენენ საკუთარ პოზიციებს, ვიდრე სხა ეშელონების აქციები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

როგორც უკვე ვიცით აქციებში ინვესტირება დაკავშირებულია მოგების მიღებასთან, მაგრამ ყველა შემოსავალი იბეგრება და შემოსავლის ეს …