სარჩევი
კომპანიის ფინანსური ანალიზის ძირითადი მაჩვენებლებია:
- TAT (Total Assets Turnover, აქტივების ბრუნვადობა);
- EPS (Earnings Per Share, აქციების შემოსავლიანობა);
- P/E (Price/Earnings Per Share, აქციაზე საბაზრო ფასის და შემოსავლიანობის თანაფარდობა);
- ROA (Return On Assets, კომპანიის აქციების შემოსავლიანობა);
- P/CFPS (Price/Cash Flow Per Share ფულადი ნაკაადის მაჩვენებელია);
- ROE (Return On Equity, საკუთარი კაპიტალის შემოსავლიანობა);
- P/D (Price/Dividend Per Share, დივიდენდური შემოსავლიანობის ნორმა);
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი TAT
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი TAT (Total Assets Turnover) გვიჩვენებს აქტივების ბრუნვადობას. ფინანსური ანალიზის ეს მაჩვენებელი ახასიათებს ინტენსივობას, რომლითაც ხდება კომპანიის ყველა აქტივის ექსპლუატირება. ამ ფინანსური მაჩვენებლის გამოყენებით, ინვესტორს შესაძლებლობა ეძლევა გაიგოს, გაყიდვების მოცულობის პოზიცების თვალსაზრისით, კომპანიის მიერ რამდენად ეფექტურად გამოიყენება აქტივები.
TAT გამოითვლება გაყიდვებიდან მიღებული სუფთა მოგების გაყოფით აქტივების საშუალო (წლიურ) ღირებულებაზე. TAT მაჩვენებლის ზრდა, როგორც კომპანიისათვის ასევე საერთოდ მთლიანი დარგისთვის, მიუთითებს კომპანიის საბრუნავი საშუალებების ბრუნვის აჩქარებაზე, რაც დადებითად ახასიათებს ინვესტირების პოტენციალურ ობიექტის.
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი EPS
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი EPS (Earnings Per Share) განსაზღვრავს აქციების შემოსავლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელსაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. სწორედ იგი გვაძლევს საშუალებას მიახლოებით შევაფასოთ კომპანია-ემიტენტის აქციების პოტენციური შემოსავლიანობა. რაში მდგომარეობის მისი არსი: როგორც წესი, დივიდენდების გადახდისათვის კომპანიები მთლიან წლიურ მოგებას არ ხარჯავენ. აქციონერებს დივიდენდების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გადახდილია ყველა ხარჯი, საგადასახადო გადასახადები, პროცენტები კრედიტებზე და ა.შ. შესაბამისად ინვესტორებისათვის უფრო მნიშვნელოვანია კომპანიის მოგების შეფასება ყველა სახის გადასახადის გადახდის შემდეგ. სწორედ ეს პარამეტრი გამოიხატება აქციის შემოსავლიანობის მაჩვენებლით – EPS.
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/E
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/E (Price/Earnings Per Share) განსაზღვრავს აქციის საბაზრო ღირებულების და აქციის შემოსავლიანობის თანაფარდობას. კომპანიის საქმიანობის შეფასებისთვის ფუნდამენტალური ანალიზის გამოყენების დროს, აღნიშნული კოეფიცენტი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს. იგი გამოითვლება როგორც: აქციების საბაზრო ღირებულება შეფარდებული ერთი აქციის შემოსავლიანობასთან. შემოსავლიანობაში იგულისხმება სუფთა მოგების რაოდენობა, რომელიც მოაქვს ერთ ჩვეულებრივ აქციას. შემოსავალი აღებულია – დივიდენდების გადახდის, საგადასახადო და სხვა სახის გადასახადების გათვალისწინების გარეშე. მთლიანობაში P/E მაჩვენებელი გვიჩვენებს თუ რამდენი წელი სჭირდება კომპანიას (მოგების სტაბილური რაოდენობის პირობებში), იმისათვის, რომ გადაფაროს საკუთარი აქციების ფასი. თუ ყველა დანარჩენი პარამეტრი და პირობა თანაბარი იქნება, მაშინ ინვესტირებისათვის უნდა შეირჩეს კომპანიები, რომელთაც ფინანსური ანალიზის ეს მაჩვენებელი დაბალი აქვთ. თუ მაჩვენებელი P/E შედარებით დიდია, მაშინაც არის მიზანშეწონილი ამ კომპანიის აქციების ყიდვა, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიის მოგების ზრდის წინაპირობები უნდა არსებობდეს.
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი ROA
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი ROA (Return On Assets) გამოხატვს კომპანიის აქტივების შემოსავლიანობას. ამ ფინანსური მაჩვენებლის მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ ემიტენტის შემოსავლიანობის სიდიდე. აქტივების შემოსავლიანობა არის კომპანიის რენტაბელობის მაჩვენებელი საზომი საშუალება. იგი წლიური შემოსავლის რაოდენობის (სუფთა მოგება) და სააქციო კაპიტალის შეფარდების ტოლია. ფაქტობრივად ROA საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რა ეფექტურობით ხდება კომპანიის ხელთარსებული აქტივების გამოყენება. თუ აღნიშნული მაჩვენებლის დინამიკა დადებითია, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქტივები რაციონალურად გამოიყენება. ინვესტირებისათვის აირჩიეთ ის ემიტენტები, რომელთაც აქტივების შემოსავლიანობის მაჩვენებელი, დარგის მიხედვით, საშუალო დონეზე მაღალია.
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/CFPS
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/CFPS (Price/Cash Flow Per Share) არის ფინანსური ნაკადის მაჩვენებელი. იგი წარმოადგენს კომპანიის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს, რომელიც გამოიყენება აქციების ბაზარზე. იგი, ჩვეულებრივი აქციის საბაზრო ფასის და ერთ ჩვეულებრივ აქციაზე განხორციელებული ფულადი ნაკადის შეფარდების ტოლია. იმისათვის, რომ გამოვითვალოთ ფულადი ნაკადები, საჭიროა წვდომა გვქონდეს კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციასთან. როგორც წესი, გამოთვლისთვის გამოიყენება საკასო ჟურნალი. იგი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ კომპანიაში შემოსული ფინანსების წყაროები და ობიექტები რომლებშიც ჩაიდო/დაბანდდა ისინი.
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი ROE
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი ROE (Return On Equity) განსაზღვრავს კომპანიის საკუთარი კაპიტალის შემოსავლიანობას (სააქციო კაპიტალი წლიურ პროცენტებში). იგი საკმაოდ გავრცელებული პარამეტრია, რომელიც გამოიყენება ინვესტორების მიერ ინვესტიციების შემოსავლიანობის შეფასებისთვის, რომელსაც აქციონერები აბანდებენ კომპანიაში. ამ შემთხვევაში, კომპანიის საკუთარ კაპიტალად გვევლინება აქტივებსა და კომპანიის ყველა ვალდებულებებს შორის სხვაობა.
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/D
ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/D (Price/Dividend Per Share) არის სადივიდენდო შემოსავლების ნორმა. იგი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ეს ნორმა და გამოხატავს აქციების საბაზრო ფასის შეფარდებას დივიდენდებთან, რომელიც გადაიხდება ერთ ჩვეულებრივ აქციაზე. ფინანსური ანალიზის მაჩვენებელი P/D ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, როდესაც შემოსავალს იღებთ დივიდენდების სახით, რადგან იგი გვიჩვენებს კომპანიის უნარს გადაიხადოს ისინი. ახალგაზრდა კომპანიების ანალიზირებისას ხშირად შევამჩნევთ, რომ დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი არ იზრდება. ეს შესაძლებელია ავხსნათ იმით, რომ მოგების ძირითადი ნაწილი იხარჯება არა დივიდენდების გადახდისათვის, არამედ კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით