როგორც უკვე ვიცით აქციებში ინვესტირება დაკავშირებულია მოგების მიღებასთან, მაგრამ ყველა შემოსავალი იბეგრება და შემოსავლის ეს წყაროც ხვდება საგადასახადო დაბეგვრის სფეროში.
ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ფასიანი ქაღალდებით მიღებული შემოსავლების დაბეგვრა ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობის და “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე – ზოგიერთი ამონარიდი (2020 წლის მდგომარეობით):
- სახელმწიფო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება;
- საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0 პროცენტიანი განაკვეთით;
- “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდები, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;
ზემოთ ჩამოთვლილია საკანონმდებლო ბაზის ძირითადი კონტექსტი თუმცა ამ საკითხის უფროს ღრმად გასაცნობად უნდა წაიკითხოთ საგადასახადო კოდექსი, და “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონი, რომელიც ამ საიტის თემატიკას არ წარმოადგენს და ამდენად მათ შესახებ საუბარი არ მექნება და ამიტომ ძალიან მარტივად განვმარტავ თუ რა სახის გადასახადებთან გვაქვს საქმე საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დროს.
საკითხის სიმარტივე იმითიც არის განპირობებული, რომ ბროკერები თავად არიან საგადასახადო აგენტები და ისინი თავად ამოიღებენ ჩვენგან ბეგარას და რიცხავენ ბიუჯეტში. ეს ხდება საფინანსო წლის მითითებულ პერიოდში ან ანგარიშიდან ფულის მოხსნის მომენტში.
საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დროს არსებობს კიდევ ორი სახის გადასახადი:
- საბროკერო ანგარიშის სააბონენტო გადასახადი. გადასახადი დამოკიდებულია არჩეული ბროკერის სპეციფიკაციაზე. უნდა ითქვას, რომ სააბონენტო გადასახადი ყოველთვიურია, ან განხორციელებულ ოპერაციაზე დაირიცხება ან საერთოდ არ არის, თუმცა პირველ ორ ვარიანტში გადასახდელი თანხა, როგორც წესი სულ რაღაც რამდენიმე აშშ დოლარის ოდენობისაა;
- ბრუნვის გადასახადი, რომელიც როგორც წესი, ბროკერების უმრავლესობასთან 0,1%-ს არ აღემატება. ანუ ყოველი ინვესტირებული 100 აშშ დოლარიდან 10 ცენტი, თანაც არ აქვს მნიშვნელობა ოპერაციის სახეობას – ვყიდულობთ თუ ვყიდით. იმის გათვალისწინებით, რომ ტრეიდერები ვართ და საათში რამდენიმე სავაჭრო ოპერაციას ვახორციელებთ, არა მგონია ეს გადასახადი კრიტიკულად აისახოს ჩვენს შემოსავალზე;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით