უდეპოზიტო ბონუსი

უდეპოზიტო ბონუსი ფორექსზე ვაჭრობისათვის

ნებისმიერ დამწყებ ტრეიდერს თავდაპირველად ეშინია დეპოზიტის შევსება რამდენადმე სოლიდური თანხით, ზოგს საერთოდ არ გააჩნია თანხა. ამიტომ მათთვის საბროკერო კომპანიებში არსებობს უდეპოზიტი ბონუსების სისტემა.

უდეპოზიტო ბონუსების სისტემა გულისხმობს შემდეგს: საბროკერო კომპანიაში ანგარიშის გახსნისთანავე ტრეიდერს დეპოზიტზე ერიცხება რეალური თანხა. მისი რაოდენობა არ არის დიდი, ზოგან 8 აშშ დოლარი, ზოგან 100 აშშ დოლარიც კი. ეს სისტემა საშუალებას იძლევა დამწყებმა ტრეიდერმა (და არა მარტო დამწყებმა) ივაჭროს რეალურ ანგარიშზე რეალური ფულით, თანაც არავითარი რისკი არ ადგება ტრეიდერის პირად ფულად სახსრებს.

ამ თანხის გამოტანისთვის საჭიროა, რომ ტრეიდერმა განახორციელოს სავაჭრო ოპერაციების გარკვეული რაოდნობა, რომელიც მითითებულია ბონუსების სპეციფიკაციაში. მხოლოდ ამის შემდეგ იგი შეძლებს ანგარიშიდან როგორც გამომუშავებული თანხის, ასევე ბონუსის გამოტანასაც.

უდეპოზიტო ბონუსების სისტემის ძირითადი დანიშნულებაა – ტრეიდერმა მიიღოს ფორექსზე ვაჭრობის რეალური გამოცდილება, მოსინჯოს საკუთარი ძალები რისკისა და საკუთარი სახსრების დაბანდების გარეშე და რა თქმა უნდა შეაფასოს არჩეული ბროკერის მუშაობის სპეციფიკა, რათა შემდეგ მასთან გააგრძელოს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა სარეკლამო ფანდია, მაგრამ დამეთანხმებით – სასიამოვნო.

მესმის, რომ ზოგიერთისთვის 10-15 აშშ დოლარი არავითარი მნიშვნელობის თანხას არ წარმოადგენს. ზოგისთვის ეს ერთი კვირის სამყოფი სიგარეტის ფულიც კი არ არის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 15 აშშ დოლარით დაწყებული წარმატებული ვაჭრობის შედეგად თვის ბოლოს ანგარიშზე შესაძლებელია მივიღოთ 150 დოლარის ოდენობის და მეტი თანხა, მაშინ დამერწმუნებით რომ შეხედულება ამ უდეპოზიტო ბონუსის შესახებ კარდინალურად შეგვეცვლება.

გარდა ამისა არსებობს ბონუსების სხვა სისტემა რომელიც გულისხმობს ანგარიშზე ბონუსის დარიცხვას ტრეიდერის მიერ დეპოზიტის რეალური თანხით შევსების შემდეგ. მისი ოდენობა შესაძლებელია შეტანილი თანხის 70% – 100% – 250% და მეტ პროცენტსაც კი შეადგენდეს, ანუ ვთქვათ ანგარიშზე შეგვაქვს 100 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად დეპოზიტზე დაგვიჯდება 170 აშშ დოლარი (70%-იანი ბონუსის შემთხვევაში) ან უფრო მეტი. ამ თემის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში – ბონუსების სისტემა ფორექსზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …