სარჩევი
ფორექს ბროკერის არჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია და მასზეა დამოკიდებული თქვენი ფინანსური მდგომარეობა და წარმატება ფორექსის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის დროს.
თანაც სწორი არჩევანის შემთხვევაში, ჩათვალეთ რომ საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულია, მეორე ნახევარი კი მხოლოდ თქვენს უნარ-ჩვევებზე და იღბალზეა დამოკიდებული. კითხვაზე – როგორ ავირჩიოთ ფორექსის ბროკერი, პასუხისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის შემდეგაც უნდა შეფასდეს თვით ბროკერი.
ბროკერის არჩევა – ძირითადი მომენტები:
- პირველი კრიტერიუმი არის დეპოზიტის მინიმალური რაოდენობა. ანუ რამდენი თანხაა საჭირო, იმისათვის, რო დაიწყოთ ვაჭრობა. ამ საკითხს უნდა მიუდგეთ სამაოდ სერიოზულად. თუ ხართ დაწყები ტრეიდერი, მაშინ შესაძლებელია მოსინჯოთ ძალები ცენტურ ანგარიშზე. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მინიმალური თანხა შეადგენს 1 აშშ დოლარს. ცენტური დეპოზიტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ვაჭრობის დროს ფულთან მიმართებაში გექნებათ რეალური განცდები, თუმცა დეპოზიტის სრულად წაგების შემთხვევაშიც კი დიდი დანაკარგი არ მიადგება თქვენს ბიუჯეტს, სამაგიეროდ საკმაოდ კარგ გაკვეთილს მიიღებთ;
მას შემდეგ რაც, შეიძენთ სავაჭრო ტერმინალთან ურთიერთობის ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, შესაძლებელია გადახვიდეთ შედარებით სერიოზული თანხებით ვაჭრობაზე, ამისათვის უნდა გადახვიდეთ კლასიკურ ანგარიშებზე. ამის გაკეთება აუცილებელია, იმიტომაც, რომ ცენტური ანგარიშების მომსახურება ხდება უკანასკნელ რიგში.
- ორდერების შესრულების სისწრაფე – დეპოზიტის თანხის მინიმალური რაოდენობის შემდეგ, ბროკერის შეფასების კრიტერიუმის თვალსაზრისით, დგას მეორე ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბროკერმა თქვენი ორდერი შეასრულოს მომენტალურად, რადგან რამდენიმე წუთში ან თუნდაც წამში ბაზარზე სიტუაცია შესაძლებელია კარდინალურად შეიცვალოს. როგორც წესი ორდერების შესრულებას ერთ წამზე ნაკლები დრო სჭირდება. გამონაკლისია ცენტური ანგარიშები, რომელთა შესრულებას ზოგჯერ 2-10 წამიც კი სჭირდება. როგორც წესი ბროკერი თავისი მომსახურების აღწერაში მიუთითებს ორდერების შესრულების სისტემის შესახებ;
- ბროკერების საიმედობა – განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმით: ფორექსის ბაზარზე მოღვაწეობის ხანგრძლივობა, ვინ არის კომპანიის დამფუძნებელი, ლიცენზიის არსებობა და რა თქმა უნდა გამოცდილი ტრეიდერების აზრი მის შესახებ;[/list_item] [list_item]საკრედიტო მხარის სიდიდე – პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თქვენს მოგებასა და წაგებაზე. როგორც წესი საკრედიტო მხარი აირჩევა 1:10-დან 1:1000-მდე დიაპაზონში. როგორც წესი, რაც უფრო დიდია თანხა, მით უფრო ნაკლები საკრედიტო მხარი უნდა შეირჩეს, რადგან რაც უფრო დიდია საკრედიტო მხარი მით მეტია სავაჭრო რისკი. დამწყები ტრეიდერისთვის რეკომენდებული სავაჭრო მხარი 1:50 -1:200 ფარგლებშია, რომელსაც ნებისმიერი ბროკერი შემოგთავაზებთ;
- სპრედი – სასურველია, რომ იგი იყოს დაბალი და ფიქსირებული. სპრედი არის ყიდვის და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა და წარმოადგენს ბროკერის ერთგვარ საკომისიო გადასახადს თითოეულ გახსნილ ორდერზე. არაეგზოტიკური ვალუტების სპრედი 1-დან 15 პუნქტამდე მერყეობს (ეგზოტიკური ვალუტებისთვის სპრედის ზომა 150 პუნქტამდეც კი აღწევს);
- ტექნიკური და საკლიენტო მხარდაჭერა, რომლის შეფასებაც შესაძლებელია უშუალოდ ბროკერთან მუშაობის პროცესში, ან სხვა კლიენტების მიერ, ბროკერის შესახებ გამოთქმული პოზიტიური ან ნეგატიური შეფასებების მიხედვით;
გარდა ამისა არსებობს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზედაც, ბროკერის არჩევის პროცესში, უნდა გამახვილდეს ყურადღება, ესენია: განხორციელებულ სავაჭრო ოპერაციაზე საკომისიო დანარიცხი (სპრედში არ აგერიოთ), ვალუტების სახეობები, რომლებზედაც ხდება მოცემულ ბროკერთან ვაჭრობა, ანგარიშიდან ფულის გამოტანის სისწრაფე და სხვა ასპექტები. მაგრამ მთავარი კრიტერიუმები მაინც – მინიმალური დეპოზიტის რაოდენობა და ორდერების შესრულების სისწრაფეა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით