No Dealing Desk

No Dealing Desk (NDD)

No Dealing Desk (ვაჭრობა შუამავლის გარეშე) – წარმოადგენს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ყველაზე საუკეთესო ვარიანტს.

თუ ფორექს ბროკერი იძლევა ამ სისტემის გამოყენების საშუალებას, მაშინ კლიენტს აქვს პირდაპირი/უშუალო წვდომა სავალუტო ბაზართან, შუამავლების გამოყენების გარეშე.

სისტემის გამოყენებისას თავიდან აცილებული იქნება არაზუსტი კოტირებები, ბრძანებების შესრულების შეფერხებები და სხვა უარყოფითი ნიუანსები.

No Dealing Desk სისტემის გამოყენებისათვის კლიენტს ერიცხება დამატებითი გადასახადი საკომისიოს სახით, ან იზრდება სპრედის განაკვეთი. ბროკერები, რომლებიც ასეთ სისტემაზე წვდომის საშუალებას იძლევიან, პრაქტიკულად ყოველთვის არიცხავენ კლიენტებს ზემოთაღნიშნულ დამატებით გადასახადს.

No Dealing Desk ბროკერების ტიპები

STP (Straight Through Processing) – ასეთი ბროკერი უშუალოდ არ მონაწილეობს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობაში. იგი კლიენტების ბრძანებებს აგზავნის ფორექსის ბაზრის საკუთარ კონტრაგენტებთან – ბანკებთან ან საფინანსო ჯგუფებთან. ასეთი პრინციპით ვაჭრობა მას არასანდოდ არ ხდის, ვინაიდან შუამავლების როლში გვევლინებიან ფორექსის ბაზრის მყარი დადებითი რეპუტაციის მოთამაშეები, ხოლო ორდერების შესრულება, კავშირის თანამედროვე საშუალებების წყალობით, ხდება პრაქტიკულად მომენტალურად.

ECN (Electronic Communications Network) – სანდოობის თვალსაზრისით შედარებით დაბალი ხარისხის მქონე ვაჭრობის ვარიანტია. ასეთ შემთხვევაში ბროკერი თავად ქმნის სავაჭრო მოედანს, სადაც ხორციელდება ვალუტის ყიდვასა და გაყიდვისთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ასეთი ოპერაციების მონაწილეები არიან ბანკები, კომპანიები და ცალკეული ტრეიდერები. ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ხორციელდება საბაზრო ფასით, რომელიც ფორმირდება მასზე მოთხოვნისა და მიწოდების გათვალისწინებით. ძალიან ხშირად ეს ფასები სინქრონიზირებულია ფორექსის ზოგად ფასებთან.

ECN სისტემის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ისინი ძალიან ხშირად მუშაობენ დასვენების და სადღესასწაულო დღეებშიც კი, მაშინ როცა სხვა საფინანსო ბაზრებზე მუშაობა შეჩერებულია. ასეთი მიდგომა, სავაჭრო მოედნების მონაწილეებს საშუალებას აძლევს ზემოთ აღნიშნულ დღეებში, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელონ სავალუტო ოპერაციები. ECN ბროკერებთან ყოველთვის არის საკომისიო გადასახადი, რომელიც ტრეიდერს ერიცხება სავალუტო ოპერაციის განხორციელების დროს, სწორედ საკომისიო გადასახადი წარმოადგენს ასეთი ბროკერების შემოსავალს.

No Dealing Desk – სისტემით ვაჭრობა, ბროკერთან ურთიერთობის თვალსაზრისით, პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე სახის რისკს და ტრეიდერის შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ მის პროფესიონალიზმზე.

ამ სისტემის უპირატესობაა – განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების სრული გამჭირვალობა (ოპერაციები ხორციელდება რეალური კურსით), ანონიმურობა (არ არის საჭირო კლიენტის დამატებითი იდენტიფიკაცია), ბრძანებების შესრულების მომენტალურობა (წამების მეასედი), გარიგებების პირდაპირი განხორციელება (ბროკერის მხრიდან კონტროლის გარეშე).

იმის გასაგებად, თუ რომელი სისტემით ხდება ვაჭრობა ამა თუ იმ ბროკერთან, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ რეკომენდებული ფორექს ბროკერების გვერდზე, სადაც მითითებულია, ჩემი აზრით სანდო ბროკერების მუშაობის სხვადასხვა პარამეტრები, ან უშუალოდ თქვენი ბროკერის საიტზე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …