ფორექს კონკურსები დემო ანგარიშებზე

ფორექს კონკურსები დემო ანგარიშებზე

დემონსტრაციულ ანგარიშებზე ვაჭრობა წარმოადგენს არა მარტო ფორექსზე მუშაობის სწავლების უფასო საშუალებას, არამედ ზოგიერთ შემთხვევებში კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ გამოვიმუშაოთ რეალური ფული.

ესეთი რამ ხდება შესაბამისი საბროკერო კომპანიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების გზით, რომლებიც ცხადდება კონკრეტულად დემონსტრაციული ანგარიშებისათვის.

კონკურსში გამარჯვებულთათვის წესდება პრიზები, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ ფულს და მათი მოგების შემთხვევაში ტრეიდერს შეუძლია გამოიყენოს იგი თავისი შეხედულებისამებრ – გაანაღდოს იგი, ან ჩარიცხოს თავისივე რეალურ ფორექს ანგარიშზე, რათა შემდეგ, რეალური ფულით გააგრძელოს ვაჭრობა ფორექსის სავალუტო ბირჟაზე.

ფორექს კონკურსების პირობები
  • გამოცხადების პერიოდულობა – ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად, ზოგიერთი ბროკერი ამგვარ კონკურსებს აცხადებს რეგულარულად;
  • საპრიზო ფონდი – 1 000 აშშ დოლარი ან მეტი, რომელიც გადანაწილდება საპრიზო ადგილებზე გასულ ტრეიდერებზე. ძირითადად სამი საპრიზო ადგილია, თუმცა ეს ციფრი არ არის დოგმა და ზოგიერთი კონკურსისათვის საპრიზო ადგილების რაოდენობა ათსაც აღწევს. ამასათან ერთად შესაძლებელია, რომ გამარჯვებულისათვის დაწესდეს დამატებითი პრემია, რომელიც შესაძლებელია 500 აშშ დოლარი და მეტი იყოს;
  • კონკურსის ვადა – 1 კვირიდან ერთ თვემდე;
  • საკრედიტო მხარი – მითითებულია კონკურსის სპეციფიკაციაში;
  • სასტარტო კაპიტალი – მითითებულია კონკურსის სპეციფიკაციაში, ზოგადად 100 000 ვირტუალური ფულის ერთეული;

დემონსტრაციულ ანგარიშებზე კონურსებში მონაწილეობის მიღებამდე, ტრეიდერი უნდა დარეგისტრირდეს კონკრეტული კონკურსის აპლიკაციაში. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა გაეცნოთ კონკურსის პირობებს, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაა. აღსანიშნავია, რომ ყველა ბროკერი არ იძლევა მოგებული ფულადი პრიზის განაღდების საშუალებას, მაგრამ ყველა მათგანი იძლევა შესაძლებლობას, რომ იგი ჩარიცხოს თავად ტრეიდერის რეალურ ანგარიშზე. ამასთან ერთად, კონკურსებს გააჩნიათ უამრავი სხვა პირობები, რომელთა გაცნობა აუცილებელია მონაწილეობის მსურველთათვის, რათა რაიმე პირობა შემდგომში უსიამოვნო სიურპრიზად არ იქცეს.

კონკურსების ანონსები როგორც წესი იგზავნება ბროკერების მიერ, მათთან დარეგისტრირებული ტრეიდერების ელექტრონულ საფოსტო მისამართებზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …