ECN ბროკერები

ECN ბროკერები

ECN ბროკერები – საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება პრინციპით – გახსნილი ორდერი თავად პოულობს ყიდვის ან გაყიდვის გარიგებას. ეს სისტემა სრულად გამორიცხავს გარე ფაქტორების გავლენას ვაჭრობის პროცესზე.

თავისი არსით სისტემა წარმოადგენს დიდ შიდა სავაჭრო მოედანს, რომელსაც ქმნიან მსხვილი ბანკები და კომპანიები. ვაჭრობის ასეთი ორგანიზაცია პრაქტიკულად მთლიანად გამორიცხავს გარე ფაქტორების ზეგავლენას, მაგალითად არაზუსტი კოტირებები და ა.შ.

ECN ბროკერებს ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე გასვლის საშუალება გააჩნიათ, რითიც იქმნება სავაჭრო ინსტრუმენტების მაქსიმალური ლიკვიდურობა.

ECN – იშიფრება როგორც ელექტრონული სავაჭრო სისტემები. სახელწოდება თავად მიუთითებს სისტემის არსზე. ბროკერები, რომლებიც ვაჭრობენ ამ სისტემით არ ერევიან სავაჭრო პროცესში, ყველა ოპერაცია ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში. სხვაგვარად ასეთ ვაჭრობას შესაძლებელია ვუწოდოთ – ვაჭრობა შუამავლის გარეშე, ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა მიმდინარეობს სწორედ რომ საბაზრო სავალუტო კურსით.

ფორექსის ბაზარზე ECN ბროკერების რაოდენობა არც თუ ისე დიდია. დამწყები ტრეიდერების წინაშე ყოველთვის დგას ბროკერის არჩევის საკითხი. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს უმთავრეს პირობას რომელიც უნდა ახასიათებდეს სავაჭრო მოედანს – მაქსიმალური ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ გაყიდვის ორდერი ყოველთვის უნდა დაკმაყოფილდეს საპირისპირო – ყიდვის ორდერით.

რაც უფრო მსხვილია საბროკერო კომპანია, მით უფრო სოლიდური პარტნიორები ჰყავს, რომლებიც უზრუნველყოფენ გარიგებების ლიკვიდურობას. როგორც წესი ასეთ პარტნიორებად გვევლინებიან მსხვილი ბანკები, რომელთაც გააჩნიათ დიდ რაოდენობის ფულადი რესურსები. მეორე უმთავრესი პირობაა სპრედის ოდენობა, როგორც წესი იგი არ უნდა აღემატებოდეს 1-1,5 პუნქტს ყველაზე ლიკვიდურ სავალუტო წყვილებზე.

ECN ბროკერების ვაჭრობის ირგანიზაცია

სავაჭრო ტერმინალში გარიგების ბრძანების გადაცემისთანავე, პირველ რიგში ხდება საპირისპირო გარიგების მოძიება თავად კომპანიის შიგნით, მის კლიენტებს შორის. იმ შემთხვევაში თუ ასეთი გარიგება ვერ მოიძებნა შიდა სავაჭრო მოედანზე, მაშინ ორდერი გადის გარე/საერთო/გლობალურ მოედანზე, სადაც მილოინობით კლიენტი ვაჭრობს, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება უპირატესად დაბალლიკვიდური, ეგზოტიკური/იშვიათი სავალუტო წყვილების შემთხვევაში.

ბროკერები, რომლებიც იყენებენ ECN სისტემას არასოდეს ვაჭრობენ საკუთარი კლიენტების საწინააღმდეგოდ, ისინი არ ახდენენ ბაზრის თვითნებურ რეგულირებას, ისე როგორც ამას მარკეტმეიკერები ახდენენ. ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ საბაზრო კურსით. ამის შემოწმება შესაძლებელია ინფორმაციის სხვა/გარე წყაროებიდან

აღსანიშნავია, რომ ECN სისტემაში გამორიცხულია ისეთი მოვლენები, როგორებიცაა “გაცურება” და “რეკვოტი”, რაც ზოგიერთი სტრატეგიებით ვაჭრობის დროს საკმაოდ დიდი პლიუსია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …