Dealing Desk – არის ფორექსის ბაზრის სავაჭრო სისტემა, რომლის დროსაც ბროკერი ხსნის საკუთარი ინვესტორების საწინააღმდეგო თავის ორდერებს და იღებს მოგებას კლიენტების წაგების ხარჯზე.
Dealing Desk ერთგვარად საკუთარ კარებში თამაშს ჰგავს, რომლის დროსაც ბროკერი ძალღონეს არ იშურებს, რათა კლიენტმა წააგოს. ასეთ კომპანიებს, არაკეთილსინდისიერი საქმიანობისა და კლიენტებისადმი ამგვარი არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, ჟარგონზე ფორექს სამზარეულოებს უწოდებენ.
მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ პატიოსანი სავაჭრო მოედნებიც, რომლებიც სარგებლობენ ზემოთაღნიშნული სისტემით. ძირითადად ესენი მსხვილი საბროკერო კომპანიებია, რომელთაც დიდი რაოდენობის კლიენტები ჰყავთ, რაც საშუალებას აძლევს მათ ლიკვიდური გახადონ სავაჭრო ინსტრუმენტები. ასეთი შემთხვევაში ჩვენს ოპონენტებად გვევლინებიან ჩვენნაირი ტრეიდერები, რომლებიც ჩვენს საპირისპირო მიმართულების ორდერებს ხსნიან.
ფორექს სამზარეულო თავად ქმნის ბაზარს და არის მარკეტმეიკერი ამ ცნების ვიწრო, დამახინჯებული გაგებით. კომპანიის საქმიანობა მდგომარეობს იმაში რომ, როდესაც ტრეიდერი ხსნის ყიდვის ან გაყიდვის ორდერს, საპირისპირო მხარედ თავად ბროკერი გვევლინება, რის შემდეგადაც, იგი მის ხელთარსებული ყველა საშუალებით ცდილობს რათა ტრეიდერმა წარმატებით არ დაასრულოს საკუთრი სავაჭრო ოპერაცია. ასეთი საშუალებების არსენალშია: ტერმინალთან კავშირის წყვეტა, ორდერების შესრულების დაყოვნება, გადადებული ორდერების არშესრულება, ფასის გაცურება და არასწორი კოტირება.
თავისი არსით ასეთი კომპანიების კლიენტები “ბნელ ოთახში” თამაშობენ და წარმოდგენა არ აქვთ ვალუტების რეალური კურსებისა და ფორექსის ბირჟაზე არსებული სიტუაციის შესახებ.
როდესაც Dealing Desk სისტემით მუშაობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგეა ბროკერი, რომელიც აკონტროლებს კლიენტის ყველა ოპერაციას. ძალიან ხშირად, იმიჯის შესანარჩუნებლად სადილინგო ცენტრები იყენებენ კლიენტების წარმატებულ და წარუმატებელ ტრეიდერებად დაყოფის პრაქტიკას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია დეპოზიტის თანხა და წარმატებული ოპერაციების პროცენტული მაჩვენებელი. თუ მოხვდით მეორე ჯგუფში, მაშინ თქვენი ვაჭრობა საკმაოდ მალე დასრულდება დეპოზიტს სრული დაკარგავით.
თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ ისეთი ფორექს სამზარეულოებიც, რომლებიც ხელოვნურ ბარიერებს არ უქმნიან ტრეიდერებს და ძირითად შემოსავალს/მოგებას იღებენ სპრედიდან და სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის დარიცხული საკომისიო გადასახადიდან.
რეზიუმეს სახით მინდა ავღნიშნო, რომ – როდესაც წააწყდებით ისეთ ბროკერს, რომელიც ვაჭრობას გთვაზობთ სპრედისა და საკმისიოს გარეშე, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა – საიდან იღებს ასეთი ბროკერი შემოსავალს?
Dealing Desk არის ვაჭრობის დახურული სისტემა, რომელიც მიმდინარეობს თავად ბროკერის შიდა სავაჭრო მოედანზე, ამიტომ ცალკეული ტრეიდერების შემოსავლიანობა მთლიანად დამოკიდებულია ასეთი ფორექს ბროკერების პატიოსნებაზე. ხოლო სადაც ფულია იქ პატიოსნებაზე საუბარი საკმაოდ რთული კატეგორიაა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით