ფორექსის სავალუტო ბირჟაზე მუშაობას გააჩნია უამრავი ნიუანსი, რომელთა გაგება, შეგრძნება, ასე ვთქვათ “დამუღამება” შესაძლებელია მხოლოდ რეალურ ანგარიშზე ვაჭრობის დროს.
იმის გამო, რომ დამწყები ტრეიდერისათვის ფორექსზე ვაჭრობა შეიცავს ძალიან დიდ რისკს, ამიტომ როგორც კი დემონსტრაციულ ანგარიშზე შეისწავლით უმარტივეს უნარ-ჩვევებს, შეგიძლიათ/გირჩევთ გახსნათ ცენტური ანგარიში. ცენტურ ანგარიშზე მუშაობასა და ერთეულ სავალუტო ანგარიშზე მუშაობას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს გარდა ერთისა – ვალუტის ერთეულად გვევლინება ცენტი.
ცენტურ ანგარიშზე 1 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ, სავაჭრო ტერმინალის დეპოზიტის ბალანსის ველში დაფიქსირდება ციფრი – 100, ხოლო 1 ლოტის და შესაბამისად ერთი პუნქტის სტანდარტული ღირებულება დაახლოებით 1 ცენტი იქნება. ანუ ისეთი შეგრძნება წარმოგექმნებათ, თითქოს დეპოზიტზე გაქვთ 100 აშშ დოლარი.
მერწმუნეთ, ასეთი ვაჭრობა მოგცემთ რეალიზმის განცდას და ფასდაუდებელ გამოცდილებას. ივაჭრებთ რეალურ ბაზარზე განსაკუთრებული რისკის გარეშე. ცენტურ ანგარიშზე რეალური სწავლება-ვაჭრობის პროცესში არაერთხელ დაკარგავთ დეპოზიტს, მაგრამ არა 1000 აშშ დოლარს, არამედ 10 დოლარს – ხოლო მიღებული გამოცდილება, დაკარგულ თანხაზე ბევრად მეტი ეღირება.
ქვემოთ წარმოდგენილ თითქმის ყველა ბროკერს გააჩნია ცენტური ანგარიში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით