სარჩევი
ბროკერის არჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან ნორმალური სადილინგო ცენტრი არის, ფორექსზე წარმატებული ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, ამიტომ ამ საქმეს მოეკიდეთ პასუხისმგებლობით, მაშინაც კი თუ თქვენ ვაჭრობას მცირე თანხებით იწყებთ.
ბროკერის ძირითადი მახასიათებლები:
- სავალუტო ბაზარზე ბროკერის მუშაობის ხანგრძლივობა – ბევრი დამწყები კომპანია, იმისათვის, რომ მიიზიდოს კლიენტები, ტრეიდერებს სთავაზობს ზღაპრულ პირობებს, მაგრამ რეზულტატში თქვენ მიიღებთ სავაჭრო ტერმინალის მუშაობის არასტაბილურობას და ორდერების შესრულების შეფერხებებს. ეს ხდება იმ მიზეზით, რომ დამწყები ბროკერების ტექნიკური აღჭურვილობა ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე და საჭიროებს შესაბამის დამუშავებას. ტექნიკური შემადგენელის უმრავლესი შეცდომების გასწორება კი პრექტიკული მუშაობის პროცესში ხდება, შესაბამისად თქვენ, როგორც ტრეიდერი, ხდებით დამწყები ბროკერის შეცდომების გასწორების მომსწრენი ონლაინ რეჟიმში, რაც თავის მხრივ ვაჭრობის ხარისხზე მოქმედებს. ამიტომ სასურველია ითანამშრომლოთ ისეთ სადილინგო ცენტრებთან, რომლებიც ბაზარზე უკვე ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობენ;
- სავაჭრო პლატფორმა – ამა თუ იმ ბროკერმა, რაც არ უნდა შეაქოს და დადებითად დაახასიათოს საკუთარი, ექსკლუზიური სავაჭრო ტერმინალი, მაინც ყველაზე მოთხოვნადი სავაჭრო ტერმინალია მეტატრეიდერი. სწორედ მეტადრეიდერისთვის არის დაწერილი უამრავი პროგრამა, ინდიკატორი და სტრატეგია. ასევე ამ ტერმინალით შესაძლებელია რობოტებით (ავტომატური სავაჭრო სისტემებით) ვაჭრობა;
- ტრეიდერების ნდობა – ინტერნეტში უამრავ გამოხმაურებასა და კომენტარს ნახავთ ამა თუ იმ ბროკერის შესახებ. ბევრ მათგანს თვით ამ კომპანიების თანამშრომლები აქვეყნებენ, ზოგიერთი კი კონკურენტი კომპანიების თანამშრომლების ნახელავია, მაგრამ საერთო მასიდან ყოველთვის შესაძლებელია საერთო სურათის შექმნა სადილინგო ცენტრის შესახებ;
- ორდერების შესრულების ხანგრძლივობა – ორდერის მომენტალური შესრულება შესაძლებლობას იძლევა ოპერაცია განახორციელოთ იმ ფასით, რასაც ეკრანზე ხედავთ, ხოლო რამდენიმე წამიანმა დაყოვნებამ შესაძლებელია 5-10 პუნქტი დაგვაკარგვინოს. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ბროკერის მუშაობის აღნიშნულ მახასიათებელს;
- სპრედის რაოდენობა – რაც უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებთ სავაჭრო ოპერაციიდან. სპრედი არსებობს ორი სახის – ფიქსირებული და მცოცავი. ფიქსირებული სპრედი საშუალებას იძლევა ყოველთვის ვიცოდეთ მისი რაოდენობა, ხოლო მცურავი სპრედის შემთხვევაში იგი ზოგჯერ მცირეა, თუმცა ხან დაბალია, ხან კი მაღალი, ამიტომ ამ შემთხვევაში საჭიროა მუდმივად ვაკონტროლოთ სიტუაცია სპრედის ზომის თვალსაზრისით;
- ბროკერის კომისია – აღნიშნული ფაქტორსაც შეხვდებით საბროკერო კომპანიებში. ძირითად ეს არის გადასახადი ღია პოზიციის მომდევნო დღეს გადატანისთვის ან გადასახადი უსპრედო ვაჭრობისათვის. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ბოკერი იღებს გარკვეულ პროცენტს ყოველი ლოტიდან;
- გამომუშავებული თანხის გამოტანის ვარიანტები და ხანგრძლივობა – ფული ყოველთვის საჭიროა და ზოგჯერ სასწრაფოდ, ამიტომ ანგარიშის გახსნამდე ბროკერის საიტზე გაეცანით, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი თქვენს მიერ გამომუშავებული თანხების გამოტანა თქვენივე ანგარიშიდან და რა დროა ამისთვის საჭირო;
- მხარდაჭერა – აქ გასათვალისწინებელია, არა მარტო ბროკერისადმი თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროულობა, არამედ ინტერქტიული მხარდაჭერისთვის საკონტაქტო საშუალებები. კარგი ვარიანტია თუ ბროკერს კავშირისთვის აქვს სამივე ვარიანტი – ჩატი, ფოსტა და ტელეფონი. განსაკუთრებით online ჩატი;
- ანალიტიკა – ბევრი ბროკერი თავის კლიენტებს სთავაზობს ყოველდღიურ ანალიტიკურ მიმოხილვას და მომდევნო დღის პროგნოზს, ზოგჯერ ეს საშუალებას იძლევა ავირჩიოთ ვაჭრობის სწორი სტრატეგია;
ზემოთ აღნიშნული მახასიათებლების ანალიზი საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ბროკერი, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო, ნერვები და თავიდან აიცილოთ მცდარი არჩევანი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით