ბონუსი ფორექსის ანგარიშზე

ბონუსი ფორექსის ანგარიშზე

თითქმის ყველა ბროკერი თავის კლიენტს სთავაზობს ბონუსის პროგრამას. ამ პროგრამების პირობები სხვადასხვაა, თუმცა ძირითადი პრინციპი ერთი და იგივეა.

ბონუსი არის თანხა, რომელსაც საბროკერო კომპანია სთავაზობს თავის კლიენტს არსებულ, ან არ არსებულ დეპოზიტზე – თანხობრივი დანამატის სახით.

ბონუსის პროგრამების ზოგადი პირობები
  • ბონუსი ანგარიშს ერიცხება ერთჯერადად ანგარიშის გახსნისთანავე დეპოზიტის შევსების გარეშე;
  • ბონუსი ანგარიშს ერიცხება ერთჯერადად ანგარიშის გახსნისთანავე დეპოზიტის შევსების შემდეგ;
  • ბონუსი ანგარიშს ერიცხება მის ყოველ შევსებაზე;
  • ბონუსი ანგარიშს ერიცხება დეპოზიტზე ჩარიცხული თანხის პროცენტის სახით, ან ფიქსირებულად;
  • ბონუსი ანგარიშს ერიცხება განხორციელებული ოპერაციების სავაჭრო მოცულობიდან გამომდინარე;
  • ბონუსი ანგარიშებს ერიცხება ბროკერის მიერ რაიმე აქციის და საკონკურსო განაცხადის ფარგლებში;
  • რეალური ბონუსის მიღება რეალურ ანგარიშზე შესაძლებელია ბროკერის მიერ, დემო ანგარიშებზე ჩატარებულ კონურსებში მონაწილეობისა და საპრიზო ადგილზე გასვლის შედეგად;
  • ბონუსის თანხით შესაძლებელია მხოლოდ სავაჭრო ოპერაციების განხორციელება, მისი გამოტანა შეუძლებელია;
  • ბონუსის მიღება ხდება როგორც ავტომატურად, ასევე შესაბამისი ველის მონიშვნის/შევსების შემდეგ;
  • ბონუსის საპროცენტო მოცულობის ამორჩევა შესაძლებელია თავად ტრეიდერის მიერ;
  • ბონუსის საპროცენტო მოცულობა ვარირებს 10%-დან 60%-მდე;
  • ბონუსის საპროცენტო მოცულობა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს დეპოზიტზე შეტანილი თანხის რაოდენობაზე;
  • ბონუსები არსებობს ვადიანი და უვადო;

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ბონუსების სისტემის ზოგადი პრინციპები ყველგან ერთნაირია, თუმცა დამატებითი ნიუანსების გაგებისათვის სჭიროა გაეცნოთ შესაბამისი ბროკერის შესაბამისი ბონუსური პროგრამების სპეციფიკაციას, რომელსაც სადილინგო ცენტრის საიტზე იხილავთ.

ბონუსის გამოყენება საკმაოდ გამართლებული პრაქტიკაა. ტრეიდერს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი სასტარტო კაპიტალი გაზარდოს ზედმეტი რისკის გარეშე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …