ფორექს სტრატეგია “PRESS” არის საავტორო, სკალპინგური სტრატეგია ტრეიდერის, რომელიც ცნობილია ნიკით “PRESS”.
- ტაიმ ფრეიმი: M5 (5 წუთიანი);
- სავალუტო წყვილი: GBP/USD;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- მარტივი მცოცავი საშუალი SMA (8), Close;
- ინდიკატორი MACD (5, 8, 9);
- ინდიკატორი PSAR (0.1, 0.11);
- ინდიკატორი PSAR (0.1, 0.11) – ყენდება ინდიკატორი MACD-ის ფანჯარაში გადაფარვის მეთოდით;
ფორექს სტრატეგია “PRESS” – ალგორითმი
ვაჭრობისათვის საჭიროა ყველაზე აქტიური სავაჭრო პერიოდები – ნიუ იორკის და ლონდონის სავაჭრო სესიები.
ყიდვა:
- დახურული ხუთწუთიანი სანთლის უმეტესი ნაწილი იმყოფება მცოცავი საშუალოს ზემოთ;
- ინდიკატორი PSAR-ის წერტილი, როგორც ფასურ გრაფიკზე, ასევე ინდიკატორი MACD-ის ფანჯარაში იმყოფებიან ფასის ქვემოთ;
- ინდიკატორი MACD-ის სვეტები იმყოფებიან საკუთარი ნულოვანი დონის ზემოთ, მათ შორის თავად MACD-ის მრუდიც;
- თავდაპირველ სტოპ ლოსს ვაყენებთ, ბაზარზე შესვლის წერტილიდან 20 პუნქტის დაცილებით, ან ინდიკატორი PSAR-ის ბოლო წერტილიდან მეორე წერტილის ზემოთ (ეს პირობა ძალიან ჩახლართულია, ამიტომ გამოცდილებიდან გირჩევთ აიღოთ, ან ფიქსირებული სტოპი, ან გამოიყენოთ სტოპი მცოცავის საშუალოს მდებარეობიდან გამომდინარე “პლიუს-მინუს” რამდენიმე პუნქტის ლუფტით);
- ტეიკ პროფიტი არ დგება. პოზიციიდან გამოვდივართ დადებითი ან უარყოფითი სტოპ ლოსით;
- მას შემდე, რაც პროფიტი შეადგენს 15-20 პუნქტს, სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში, ნაწილს ვხურავთ, ხოლო დარჩენილს ვატრეილინგებთ ხელით, ინდიკატორი PSAR-ის წერტილების თანხვედრილად. თუ PSAR-ის წერტილი ახტა ფასის ზემოთა ჰორიზონტზე და ჩვენი სტოპ ლოსი იმ მომენტში არ ამოქმედდა, მაშინ ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას, ან სტოპის ამუშავებას, ან თუ ინდიკატორი PSAR-ის წერტილი ისევ გადმოხტა ფასის ქვემოთ ჰორიზონტში – ვაგრძელებთ პოსიციის ტრეილინგს PSAR-ის წერტილების მიხედვით;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვებისთვის სარკისებურად ანალოგიური სიგნალები.
გაყიდვის მაგალითი:
დამატებითი პირობა: სტრატეგიით ვაჭრობა არ არის რეკომენდებული !!! მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლეების გამოყვეყნების წინ.
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით