რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი წარმოადგენს ფორექსზე მოვაჭრე ყველა ტრეიდერის მუშაობის საფუძველს.

სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა პრინციპში აგებულია ტრეიდერების ემოციებზე და ერთგვარად ქაოტურია, ამიტომ რისკ მენეჯმენტი მოწოდებულია გამორიცხოს ემოციური ფაქტორები და პროცესს მისცეს უფრო დალაგებული სახე.

ზემოთ ხსენებულის მიღწევა შესაძლებელია ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით და ბაზარზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების შეფასებისადმი სწორი მიდგომით.

რისკ მენეჯმენტის განხორციელების ძირითადი პრინციპები

 

  • ემოციებზე უარის თქმა – იმისათვის, რომ წარმატებულად ვიმუშავოთ ფორექსზე, პირველ რიგში უნდა უგულვებელყოთ/გამოვრიცხოთ საკუთარი ემოციები. ანუ, უნდა ვისწავლოთ მათი შეკავება. ფორექსზე ვაჭრობის დროს ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდ ცივი გონებით პრაგმატულ გათვლებს, რომლებიც ეფუძნება ტექნიკურ ანალიზს. მრავალწლიანი გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ყველაზე ნაკლებ ზარალს განიცდიან ის ტრეიდერები, რომლებიც ვაჭრობაში სავალუტო ბაზრის ტექნიკურ ანალიზს ეყრდნობიან;
  • ინვესტიციების დივერსიფიკაცია – არ შეიძლება დავაბანდოთ მთლიანი თანხა მხოლოდ ერთ გარიგებაში, უნდა ვეცადოთ, რომ დეპოზიტი მინიმუმ სამ ნაწილად იქნას დაყოფილი, რომელთა შორისაც ერთი უნდა წარმოადგენდეს შესაძლო ზარალის დაზღვევას, ხოლო დანარჩენი ორი ნაწილი უნდა მუშაობდეს სხვადასხვა ვალუტებზე, ან სხვადასხვა მიმართულებების მქონე გარიგებებზე/ორდერებზე ( ორდერების მიმართულებები უნდა იყოს გააზრებული და არა ზერელე, ხოლო ვალუტები – თვისობრივად შესწავლილი);
  • გონივრული საკრედიტო მხარი – ვაჭრობისას შერჩეული უნდა იქნას გონივრული/ოპტიმალური საკრედიტო მხარი (პირადად მე ვსარგებლობ საკრედიტო მხრით 1:200, ან 1:500 – გააჩნია სტრატეგიას). შემოსავლის ზრდა მიღწეული უნდა იქნას გახსნილი ორდერების მრავალრიცხოვნობის, და არა ერთი მაღალმხრიანი და დიდლოტიანი გარიგების ხარჯზე;
  • გონივრული ლოტი – მიმაჩნია რომ, პრინციპში მიმაჩნია კი არა ამაზე მათემატიკური გათვლები მეტყველებენ, რომ გარიგების/ორდერის შემოსავლიანობასა და ზარალზე, საკრედიტო მხარის სიდიდეზე მეტად – ორდერის ლოტს/სავაჭრო მოცულობას აქვს უფრო მეტი გავლენა. მაგალითად 1 000 აშშ დოლარიან დეპოზიტზე, კლასიკურ ანგარიშზე 1 ლოტით ვაჭრობა დიდი რისკის ქვეშ აყენებს დეპოზიტს. ვინაიდან, ამ შემთხვევაში 1 პუნქტის ღირებულება საშუალოდ 10 დოლარს შეადგენს, ამასთან ერთად სადაზღვევო დეპოზიტი საშუალოდ 200 აშშ დოლარი იქნება, ანუ თუ ფასი, დაგეგმილი მიმართულების საპირისპიროდ წავიდა (რაც არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა), მაშინ დაახლოვებით 75-80 პუნქტში მარჯინ ქოლი დადგება;
  • სტოპ ლოსი – ეცადეთ ყოველთვის დააყენოთ სტოპ ლოსი გონივრულ სიდიდეზე და შესაძლო ზარალი შემოფარგლეთ დეპოზიტის თნხის 10-15 პროცენტით. გახსოვდეთ, თუ გლობალური ტრენდი წავიდა თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ, როგორც წესი ტრენდი ამ მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას. ამიტომ ჯობია დაიხუროს ორდერი მინიმალური დანაკარგით და გაიხსნას სხვა სავაჭრო პოზიცია;
  • ელექტრონული სისტემების დუბლირება – ნებისმიერი ელექტრონული სისტემა დროდადრო მწყობრიდან გამოდის, ამიტომ გამოიყენეთ დუბლირებული ვარიანტები და ორდერების დახურვის ალტერნატიული გზები. ამ შემთხვევაშიც, ფორექსის რისკ მენეჯმენტის ეფექტურობა უფრო მეტად გაიზრდება;
  • ლიკვიდურობა – ივაჭრეთ მხოლოდ ლიკვიდურ სავალუტო წყვილებზე;
რისკ მენეჯმენტის განხორციელება ფორექსზე

 

რისკების კონტროლი არის ფორექსზე ვაჭრობის ქვაკუთხედი. მისი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაძლო ზარალი, რადგან წაგების გარეშე ვაჭრობას ვერცერთი ტრეიდერი ვერ შეძლებს. სტატისტიკის მიხედვით, როგორც წესი, გამოცდილი ტრეიდერის წაგებისა და მოგების თნაფარდობა შეადგენს 3 – 7-თან და მომგებიანი ორდერების მოგება, ფარავს წაგებას.

რისკების მართვა წარმოადგენს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სავაჭრო ტაქტიკის შემადგენელ ნაწილს – სკურპულოზურად შედგენილ გეგმას, რომლის მიხედვითაც ტრეიდერი იმოქმედებს ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში. პრაქტიკაში ასეთი გეგმა, ზოგადად გამოიყურება შემდეგნაირად – სტოპ ლოსის დაყენება, თქვენი დეპოზიტის 5,10 ან 15 პროცენტის დონეზე, ტეიკ პროფიტის დონის განსაზღვრა მოსალოდნელი მოგების დონეზე, ლოტის ზომის განსაზღვრა. ამის შემდეგ გეგმაში მითითებული უნდა იქნას ტრეიდერის მოქნედებების ქრონოლოგია ბაზარზე შესვლის შემდეგ. რას მოიმოქმედებს იგი იმ შემთხვევაში, თუ ფასი საპირისპირო მიმართულებით წავა, ანუ თუ ფასი საპირისპირო მიმართულებით წავიდა, გასაგებია, რომ ორდერი დაიხურება სტოპ ლოსით, მაგრამ გეგმაში აღწერილი უნდა იქნას ორდერის შემოტრიალების, ან ახალი საპირისპირო ორდერის გახსნის ალგორითმი. ხოლო თუ ტრენდი სასურველი მიმართულებით წავა, მაშინ გეგმაში უნდა გაიწეროს ორდერის დევნის და სტოპ ლოსის უზარალობის პოზიციებზე გადაჩოჩების ალგორითმიც. რისკების მართვის ზემოთ აღწერილი გეგმა არის, ფორექსზე ვაჭრობის რისკ მენეჯმენტის ყველაზე მარტივი და ზოგადი მეთოდი, რომელსაც კარგი შედეგი მოაქვს და იძლევა ზარალის მინიმიზაციის კარგ რეზულტატებს. ნებისმიერ ტრეიდერს აქვს რისკების მართვის თავისი გეგმა, თუმცა მათი ძირითადი შემადგენელი ზემოთ არის აღწერილი.

დასკვნა იმის შესახებ თუ, ძირითადში, რა არის რისკ მენეჯმენტი

 

  • ფორექსზე ვაჭრობისათვის სანდო ბროკერის არჩევა;
  • საკრედიო მხარის სწორი არჩევა;
  • სავაჭრო მოცულობის/ლოტის სწორი არჩევა;
  • ბაზარზე არსებული სიტუაციის წინასწარი ანალიზი;
  • განუხრელად მოქმედება მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით;
თავისი არსით ფორექსის რისკ მენეჯმენტი არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ზარალის მინიმიზაციისათვის.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პანიკის რისკი

პანიკის რისკი ფორექსზე

ფორექსზე პანიკის რისკს აგრეთვე ქცევით რისკსაც უწოდებენ. ამის მიზეზი საკმაოდ მრავალი, როგორც გარე, ასევე შიდა …