სარჩევი
პოზიციების ჰეჯირება არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი ზარალის შემცირებისათვის, რომელიც შესაძლებელია გაჩნდეს არასწორი სავაჭრო პოზიციის გახსნის შედეგად.
პოზიციების ჰეჯირება შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორ ვარიანტში
- ორდერების გახსნამდე;
- პირველი ორდერის დადების შემდეგ.
არსებობს, ჰეჯირების მეთოდის, უამრავი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე. თანაც ორივე მხარეს გააჩნია საკუთარი, მყარი არგუმენტები.
მარტივად რომ ვთქვათ, ჰეჯირება არის ერთი და იმავე ვალუტაზე, ერთდროულად (ან თითქმის ერთდროულად) ორივე მიმართულებით, ერთნაირი მოცულობის პოზიციების გახსნის მეთოდი. მაგალითად, გავხსენით ერთი ლოტის მოცულობის, ერთი ყიდვის ორდერი სავალუტო წყვილზე EUR/JPY, ხოლო მეორე გავხსენით ორდერი იგივე პარამეტრებით. რეზულტატად კი მივიღებთ, იმას რომ საითაც არ უნდა წავიდეს ფასი, საფინანსო რეზულტატი იქნება ნულის ტოლი.
ეს მომენტი, წინასწარი შესყიდვის/გაყიდვის ორდერების სავაჭრო რისკებისაგან დაცვისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
ფორექსზე ჰეჯირება გამოიყენება იმისათვის, რომ ავირჩიოთ გდადებული გარიგების ყველაზე მომგებიანი მიმართულება, ან გამოვასწოროთ არასწორი სავაჭრო ოპერაციების შედეგები.
მაგალითად, გავხსენით ყიდვის ორდერი, მაგრამ ფასი ქვემოთკენ წამოვიდა და წაგებამ 10 პუნქტს მიაღწია, მაშინ, ამ შემთხვევაში ვხსნით გაყიდვის ორდერს. მაშასადამე, ამის შემდეგ საითაც არ უნდა წავიდეს ფასი, ზარალი მხოლოდ 10 პუნქტი იქნება. რაღაცა პერიოდეის შემდეგ ზარალიანი ორდერი იხურება.
სხვა ტიპის სავაჭრო მოედნებზე, ჰეჯირება ხორციელდება სპეციალური კონტრაქტების მეშვეობით, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან დროის გარკვეული მომენტის დადგომის შემდეგ ავირჩიოთ, სავაჭრო ოპერაციის მომგებიანი მიმართულება, ან საპირისპირო მიმართულების ოპერაციის განხორციელებით დავფაროთ შესაძლო წაგება.
პოზიციების ჰეჯირების განხორციელების ინსტრუმენტები
განხორციელებული სავაჭრო გარიგებების ვარიანტებიდან გამომდინარე, ჰეჯირება შესაძლებელია განხორციელდეს საბირჟო ან არა საბირჟო ინსტრუმენტების მეშვეობით.
- საბირჟო ინსტრუმენტები – ოფციონები და ფიუჩერსები, სპეციალური კონტრაქტები, რომლებშიც მოლაპარაკებულია თარიღი, მოცულობა ან გარკვეული აქტივის მიწოდება. კონტრაქტების გაფორმება ხდება ბირჟის, როგორც შუამავლის, მონაწილეობით.
- არა საბირჟო ინსტრუმენტები – სვოპ და ფორვარდული გარიგებები, ამ შემთხვევაში გარიგებების დადება ხდება უშუალოდ (პირდაპირ) ორი კონტრაგენტის მიერ, რაც შესაბამისად ამცირებს საშუამავლო ხარჯებს.
ოფციონების, ფიუჩერსების, სვოპების და ფორვარდების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში – სავალუტო ოპერაციების სახეობები.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით