რისკისა და მოგების ოპტიმალური ბალანსი

ფორექსზე ვაჭრობისას რისკისა და მოგების ოპტიმალური ბალანსი

ფორექსზე ვაჭრობისას რისკისა და მოგების ოპტიმალური ბალანსის დაცვა ის ოქროს შუალედია, რომელიც ნებისმიერმა ტრეიდერმა უნდა დაიცვას. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ პოტენციალური ტრეიდერების უმრავლესობა ირჩევს ფორექსზე ვაჭრობას – არის მოგების პოტენციალურად დიდი თანხა. რომლის მიღებაც შესაძლებელია ტრეიდინგის მეშვეობით.

სწორედ ფორექსი იძლევა, არა თუ ბევრი ფულის, არამედ ძალიან ბევრი ფულის მოგების შესაძლებლობას. ფულის მოგების ძირითადი საიდუმლო იმალება საკრედიტო მხარის რაოდენობაში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას არსებული კაპიტალი გაიზარდოს ათეულჯერ, სურვილის შემთხვევაში ასჯერაც კი.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს, რაც უფრო მეტია საკრედიტო მხარი, მით უფრო მეტი სავაჭრო კაპიტალი არის თქვენს განკარგულებაში, მაგრამ ასეთი თეორია პრაქტიკაში ყოველთვის არ დასტურდება.

სავალუტო წყვილის კურსი არასდროს მოძრაობს მკაცრად სწორხაზოვნი მიმართულებით ძირითადი ტენდენციის თანხვედრილად.

ტრენდის მიმართულებით რამდენიმე პუნქტიანი მოძრაობის შემდეგ ყოველთვის ხდება რამდენიმე პუნქტიანი კორექცია. მართალია ამ კანონზომიერებასაც ახასიათებს თავისი გამონაკლისები, მაგრამ იმიტომაც ჰქვიათ გამონაკლისები, რომ მათზე ორიენტირება არ ღირს.

სწორედ ამ მიზეზით არის რომ, პოზიცია გახსნისთანავე იშვიათად გადადის მოგებაში და დადებით ფინანსურ რეზულტატს ინარჩუნებს არსებობის მთელ მანძილზე.

მაგალითად, თქვენ გახსენით ყიდვის ორდერი, თანაც სწორად განსაზღვრეთ ტრენდის მიმართულება, ასეთ შემთხვევაში ფასი მოგების მიმართულებით გაივლის 5-10 პუნქტს, ხოლო შემდეგ ხდება შესაბამისი ზომის კორექცია. კორექციის დროს პრაქტიკულად ნებისმიერ სავაჭრო ოპერაციაში არსებობს პერიოდები, როდესაც პოზიცია გადადის მინუსში, რაც უფრო მეტია გახსნილი ორდერის არსებობის პერიოდი, შესაძლებელია მით უფრო დიდი იყოს ზარალის (მინუსუს) რაოდენობა.

მინუსის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის რაოდენობას, სწორედ ამიტომ, პერსპექტივაში დიდი მოგების იმედად, არ არის რეკომენდებული მაქსიმალურად მაღალი საკრედიტო მხარის არჩევა.

რისკისა და მოგების ოპტიმალური ბალანსი

რისკი, მოგება და საკრედიტო მხარი – ეს არის სამი ურთიერთდაკავშირებული ცნება. რაც უფრო დიდია საკრედიტო მხარი მით უფრო მაღალია სავაჭრო პოზიციის რისკი, თუმცა მით უფრო მეტ მოგებას მიიღებთ ერთი პუნქტიდან. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ ამ სამი მაჩვენებლის ოპტიმალური თანაფარდობა.

არსებობს საკრედიტო მხარის გამოთვლის უამრავი ვარიანტი და უამრავი პირადად ვსარგებლობ საკრედიტო მხარით 1:200, ან 1:500 გააჩნია რომელ ანგარიშზე რა თანხა დევს, მაგრამ მათ კომპენსირებას ვახდენ აუცილებლად დაბალი სავაჭრო მოცულობით. მოყვანილი საკრედიტო მხრები გამოდგება, როგორც სკალპინგისთვის (რომელსაც იშვიათად მივმართავ), აგრეთვე შიდადღიური ვაჭრობისთვის, რომელი სტილითაც პირადად ვვაჭრობ.

სტანდარტული მოცულობის შემთხვევაში, ანუ 1 ლოტი, საკრედიტო მხარი 1:1000 მიმაჩნია ძალიან სარისკოდ, თუმცა ცენტური ანგარიშისთვის სავსებით გამოდგება.

შედარებით დიდი დეპოზიტების (მინიმუმ 5000 აშშ დოლარი) შემთხვევაში გირჩევთ 1:50, ან 1:100 საკრედიტო მხარს – მიმაჩნია ოქროს შუალედად რისკისა და მოგების თანაფარდობის თვალსაზრისით. 1:10, 1:50 – ეს უკვე ის საკრედიტო მხრებია, რომლის შემთხვევაში დეპოზიტი 10 000 აშშ დოლარი და ზემოთ უნდა იყოს – იმისათვის რომ მივიღოთ ნორმალური, საგრძნობი შემოსავალი.

საბოლოო ჯამში დამოუკიდებლად უნდა აირჩიოთ რისკისა და მოგების თქვენთვის სასურველი თანაფარდობა, რომლის საფუძველზეც იმუშავებთ ფორექსზე. დაიმახსოვრეთ, რომ საკრედიტო მხარით ვაჭრობისას დიდ როლს თამაშობს კაპიტალის საერთო რაოდენობა და სავაჭრო მოცულობა. რჩევის სახით გეტყვით – როდესაც მილიონს იშოვით საერთოდ უარი თქვით მარჯინალურ ვაჭრობაზე. და ივაჭრეთ პირდაპირ 1:1 საკრედიტო მხრით. ეს ისე ნახევრად ხუმრობის სახით…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პანიკის რისკი

პანიკის რისკი ფორექსზე

ფორექსზე პანიკის რისკს აგრეთვე ქცევით რისკსაც უწოდებენ. ამის მიზეზი საკმაოდ მრავალი, როგორც გარე, ასევე შიდა …