პანიკის რისკი ფორექსზე

ფორექსზე პანიკის რისკს აგრეთვე ქცევით რისკსაც უწოდებენ. ამის მიზეზი საკმაოდ მრავალი, როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორია.

ფორექსი, ისევე, როგორც მრავალი სხვა ტიპის ბაზარი, ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს სხვადასხვაგვარი ფაქტორების გავლენაზე. ასეთები შესაძლებელია იყოს, როგორც ეკონომიკური და ფინანსური სიახლეები, ასევე ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ქცევები. ზოგჯერ, აქტიური მოქმედებების მიზეზად შესაძლებელია უბრალოდ ჭორი აღმოჩნდეს, რომელსაც სულაც არ გააჩნია რეალური საფუძველი.

გარე ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ ბაზრის აქტიურ მოქმედებებს, მიეკუთვნებიან სიახლეები. როგორც წესი ისინი გვამცნობენ საქმიან ვითარებას ამა, თუ იმ ქვეყანაში, რომლის ვალუტა არის თავისუფლად კონვერტირებადი და მონაწილეობს ვაჭრობაში სავალუტო ბირჟზე. ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე განსაკუთრებით მძლავრად მოქმედებენ სიახლეები, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და ნაციონალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების შესახებ. ასევე, მძლავრი გავლენა გააჩნიათ სიახლეებს, რომლებიც გვამცნობენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური კურსის კორექტირება/ცვლილებას. იმის გათვალისწინებით, თუ რა ნიშანი აქვს სიახლეს (დადებითი ან უარყოფითი, ანუ ნეგატიური თუ პოზიტიური) ხდება ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდა ან კლება.

შიდა ფაქტორებს განეკუთვნებიან ფორექსის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების მოქმედებები, როგორც წესი ეს მოთამაშეები არიან განვითარებული ქვეყნების ნაციონალური და მძლავრი კომერციული ბანკები, ჰეჯ, სატრასტო, საფინანსო, საპენსიო ფონდები და ტრანსნაციონალური ფინანსური ჯგუფები. მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, ვალუტის დიდი მოცულობით ყიდვის ან გაყიდვის გზით. ბანკების მხრიდან წარმოებული ორივე ოპერაცია, ვალუტის ყიდვაც და გაყიდვაც ძირითადად შესაძლებელია განპირობებული იყოს სავალუტო რეზერვების შევსების, დივერსიფიკაციის, ან ვალუტის კურსის კორექციისთვის. როგორც ცნობილია, ფორექსზე მოქმედებენ ჩვეულებრივი საბაზრო კანონები, ამიტომაც რომელიმე ვალუტაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა იწვევს მისი კურსის ზრდას და პირიქით დიდი მოცულობით ვალუტის მიწოდება - იწვევს ამ ვალუტის კურსის კლებას.

ფორექსის ბაზარზე უამრავი სუბიექტი მონაწილეობს. მათი გარკვეული ნაწილი გარიგებებს ახორციელებენ პირდაპირი გზით, ხოლო უმრავლესობა შუამავლების მეშვეობით. ყველა მონაწილე/მოთამაშე განიცდის/ექვემდებარება პანიკური ემოციების და განწყობილებების ზემოქმედებას, ამიტომ კურსის მკვეთრი ცვლილების დროს, გაურკვევლობის თავიდან აცილებისა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვების მიზნით ტაიმ აუტის აღებისათვის, ცდილობს გარიგებების დახურვას, რაც თავის მხრივ უფრო მეტად ამცირებს ან ზრდის ვალუტის ფასს.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პანიკის რისკი, უნდა გამოვიმუშავოთ, ბაზარზე ქცევის საკუთარი სისტემა და მკაცრად და განუხრელად დავიცვათ იგი. სისტემა უნდა შეიცავდეს შემდეგ წესებს.

  • სავაჭრო პოზიციები არ უნდა გავხსნათ მნიშვნელოვანი სიახლეების გამოყვეყნებამდე;
  • სკურპულოზურად უნდა გავაანალიზოთ ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია ტრენდის მოძრაობა, ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ გარიგებების მოცულობები;
  • უნდა გამოვიყენოთ ისეთი სადაზღვევო ინსტრუმენტები, როგორებიცაა სტოპ ლოსი და ტრეილინგ სტოპი;

ვაჭრობისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, ფორექსის ბაზარზე პანიკის წარმოშობის დროს, შესაძლებელია არა მარტო ზარალის თავიდან აცილება, არამედ საკმაოდ საგრძნობი მოგების მიღებაც კი. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და მას განვიხილავთ საიტის სხვა სტატიებში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top