დეპოზიტების დაზღვევა ფორექსზე

ფორექსზე ვაჭრობა არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და ამავე დროს ყველაზე რისკიანი ბიზნესის, ანუ კაპიტალის დაბანდების სახეობა, ამიტომაც, როგორც ყველა სერიოზულ ბიზნესში, ფორექსზეც აქტუალურია დეპოზიტების დაზღვევის საკითხი.

ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიას რომ მიმართოთ ფორექს დეპოზიტის დაზღვევის თემით, რა თქმა უნდა მიიღებთ უარს, ხოლო საქართველში მთელ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საერთოდ ვერ გაგიგონ თუ რაზე ესაუბრებით. ასეთი მომსახურების გაწევა შეუძლია მხოლიდ თავად ფორექსის საბროკერო კომპანიებს.

არ არსებობს ტრეიდერი, რომელსაც ერთხელ მაინც (თუ მეტჯერ არა) არ ჰქონდეს დაკარგული სრული დეპოზიტი. ამის მიზეზი მრავალია, ხოლო ფორექსზე ვაჭრობის განახლების გარეშე დეპოზიტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნების ერთი საშუალება არსებობს - ეს არის სავაჭრო ოპერაციის ჩატარებამდე დაზღვევის გამოყენება.

ასეთ, ჩემი აზრით უნიკალურ შანსს ყველა ბროკერი არ იძლევა, ამიტომ სადილინგო კომპანიაში რეგისტრაციამდე, სავაჭრო სპეციფიკაციაში უნდა მოიძიოთ ინფორმაცია დეპოზიტის დაზღვევის შესახებ. ასეთი ოფციის არსებობის შემთხვევაში ტრეიდერს შეუძლია 10-დან 100 პროცენტამდე დაიბრუნოს დაკარგული დეპოზიტის თანხა. ობიექტურები რომ ვიყოთ ეს არის ერთადერთი შანსი იმისა, რომ თითქმის მომენტალურად აღვადგინოთ დაკარგული თანხა.

ქვემოთ საუბარი მექნება დეპოზიტის დაზღვევის ზოგადი სქემის შესახებ. ასეთი სავაჭრო სპეციფიკაციის მქონე ბროკერებთან, სქემა ერთნაირია, თუმცა ზოგიერთი ნიუანსური განსხვავებებით, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე თავად უნდა გაეცნოთ ბროკერის საიტზე შესაბამის რუბრიკაში.

დაზღვევის პირობები:

სადაზღვევო შენატანი უნდა გადაიხადოთ საკუთარი სახსრებიდან, სადაზღვევო გადასახადი ტრეიდერის ანგარიშიდან ჩამოიჭრება საკომისიო დანარიცხის სახით ყოველ ნავაჭრ ლოტზე, ანუ რაც უფრო მეტს ივაჭრებთ, მით უფრო მალე დაფარავთ დაზღვევის გადასახადს.

როგორც წესი, სადაზღვევო შესატანი ერთ ლოტზე 10 აშშ დოლარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავალუტო წყვილზე EUR/USD სტანდარტული ერთი ლოტით ვაჭრობის დროს 1 პუნქტის ღირებულება 10 აშშ დოლარია, მაშინ გამოდის, რომ დაზღვევის თანხა სულაც არ არის დიდი ოდენობის, მით უმეტეს, რომ ნორმალურ ბროკერებთან ამ წყვილზე თავად სპრედის რაოდენობა 0,5-2 პუნქტის ფარგლებშია.

ლოტების საერთო რაოდენობა, რომლითაც უნდა ივაჭროთ დამოკიდებულია თანხაზე, რომლის დაზღვევასაც აპირებთ. ასევე ითვალისწინებენ ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც ტრეიდერი ვარაუდობს სადაზღვევო კომპენსაციის მიღებას. რაც უფრო დიდია პერიოდი, მით უფრო ნაკლებია დაზღვევის საკომისიო გადასახადი, ამასთან ერთად, ტრეიდერს შეუძლია დააზღვიოს, როგორც მთლიანი დეპოზიტი, ასევე მისი გარკვეული ნაწილი - 10%, 50% და ა.შ.

როგორც წესი, დასაზღვევი მინიმალური თანხა 100 აშშ დოლარია (მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს). იმისათვის, რომ აღნიშნული თანხა დააზღვიოთ, როგორც წესი 10 ლოტის საერთო რაოდენობით უნდა ივაჭროთ. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი დაზღვეული კაპიტალის მოცულობის ზრდა.

ვაჭრობისადმი ასეთი მიდგომის დადებითი მხარეა ის, რომ ტრეიდერს არ სჭირდება მოიზიდოს დამატებითი თანხა დაზღვევის განხორციელებისათვის. მცირე რაოდენობის საკომისიო შენატანი, ვაჭრობის პროცესში პრაქტიკულად შეუმჩნეველს ხდის გადახდილ სადაზღვევო თანხას, მოხსნილია ტრეიდერზე მოქმედი ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ზოგიერთ სადილინგო კომპანიაში დაზღვევის ღირებულება საერთო თანხის პროცენტულ მაჩვენებელში გამოიხატება, რომელიც დაზღვეული თანხის 1%-დან 5%-მდე მერყეობს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top