პრაქტიკული ფსიქოლოგიური ასპექტები

ფორექსზე ვაჭრობის პრაქტიკული ფსიქოლოგიური ასპექტები

ფორექსზე ვაჭრობის პრაქტიკულ ფსიქოლოგიურ ასპექტებ ზოგიერთი ტრეიდერი უგულვებელჰყოფს, სინამდვილეში კი სწორედ ამგვარ იგნორირებას მივყავართ მაქსიმალურ ფინანსურ დანაკარგებამდე.

ფორექსის ფსიქოლოგია – შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ მოვლენების არსი, რომელიც მიმდინარე მომენტშია, იგი გვიხსნის წარმოშობილ სიტუაციებს. ამ ფაქტორის ჩაწვდომით შესაძლებლობა გვეძლევა, ალბათობის საკმაო დიდი დოზით, გავაკეთოთ პროგნოზი იმისა, თუ როგორ მოიქცევა ბაზარი ამა, თუ იმ მოვლენის შემდეგ.

ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ვაჭრობს ბაზარზე, მოქმედებს სამი ემოციური ფაქტორი:

  • იმედი;
  • სიხარბე;
  • შიში;

მხოლოდ მასის ქცევის ანალიზი და საკუთარი ნაკლოვანებების ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას წარმატებას მივაღწიოთ საბაზრო ვაჭრობის დროს.

სიხარბე ფორექსზე – მისი თვისებები და ბრძოლა მასთან

ნებისმიერ ტრეიდერს, რომელიც დაკავებულია სპეკულაციური საქმიანობით ფორექსზე, გარკვეული დოზით აქვს სიხარბის გრძნობა. მოგების წყურვილი არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვაიძულებს ვიმუშავოთ ბაზარზე. ამასთან, ხასიათის სწორედ ეს თვისება პირდაპირ კავშირშია განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების რაოდენობასა და რისკიანობასთან.

როგორც წესი, ხარბი ტრეიდერები არიან უფრო მეტად რისკიანები და აზარტულები, ამიტომ სწორედ ისინი უნდა მიუდგნენ სიფრთხილით ფორექსზე ვაჭრობას.

და პირიქით, თუ სიხარბის გრძნობა არასაკმარისად არის განვითარებული ტრეიდერში, მაშინ სახეზეა საპირისპირო ვითარება, სავაჭრო ოპერაციების მინიმალური რაოდენობა – შესაბამისად მიღებული შემოსავალი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ფუჭად დახარჯული დრო, ენერგია და მიუღებელი მატერიალური სარგებელი, ვინაიდან, როგორც ავღნიშნე, სიხარბე და აზარტი არის სავაჭრო ოპერაციების განხორციელების მთავარი მოტივატორი.

სიხარბის ძირითადი გამოვლინება

სავაჭრო ოპერაციების გახსნა კურსის მკვეთრი ცვლილების (ნახტომის) დროს, რაც თავის მხრივ მხარდაჭერილია ტენდენციით. ტრეიდერს უძნელდება თავშეკავება, როდესაც ხედავს, რომ კურსი დინამიურად მოძრაობს ერთი მიმართულებით. ამ შემთხვევაში მთავარი შეცდომა უბრალოდ ორდერის გახსნა კი არ არის, არამედ სავაჭრო მოცულობის პერმანენტული ზრდა. ტრეიდერი, იმავე მიმართულებით, ზედიზედ ხსნის ახალ და ახალ ორდერებს იმ მოტივით, რომ ადრე გახსნილ პოზიციებს უკვე მოაქვთ მოგება.

ძალიან ხშირად ასეთ ემოციურ ქმედებებს მივყევართ ზარალამდე, ამიტომ, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი შეცდომები – უნდა ვივაჭროთ არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით.

მოგების მიღების იმედი

ერთი შეხედვით, ასეთი სასიამოვნო სიტყვა, როგორიცაა “იმედი” არ უნდა იყოს უსიამოვნებების მიზეზი, თუმცა სავაჭრო პრაქტიკაში შესაძლებელია, სწორედ “იმედი” გახდეს დეპოზიტის სრული გასხმის ძირითადი მიზეზი.

წარუმატებელი მიმართულებით პოზიციის გახსნის შემდეგ, თქვენ გაქვთ იმედი იმისა, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება უკეთესობისკენ და ამ იმედს კვებავთ ფასის მოძრაობის თავისებურებებით. როგორც ვიცით ტრენდი ფორექსზე ერთი მიმართულებით, სწორხაზოვნად არასოდეს მოძრაობს, იგი ზიგზაგისებურია და ყოველი ახალი უკუსვლის შედეგად თქვენ ფიქრობთ, რომ ფასი დაბრუნდება თქვენთვის სასურველ კალაპოტში.

მაგალითად, გახსენით ყიდვის ორდერი, ხოლო კურსი წავიდა ქვემოთა მიმართულებით, თქვენი ზარალია 10 პუნქტი, ფასმა დაიწყო კორექცია თქვენი მიმართულებით, შესაბამისად თქვენი ზარალი 5 პუნქტია, შემდეგ ისევ წავიდა ქვემოთკენ და თქვენი ზარალი 15 პუნქტია, შემდეგ ისევ უკუსვლა და ზარალი უკვე 9 პუნქტია. და ესე გაგრძელდება მანამდე, სანამ მთლიანად არ გაანულებთ დეპოზიტს. ამიტომ თუ თქვენ ვერ გამოიცანით ტრენდის მიმართულება, იმის მაგივრად, რომ იკვებოთ ცრუ იმედებით, უმჯობესია დახუროთ ორდერი მინიმალური დანაკარგით და გახსნათ ახალი პოზიცია საპირისპირო, მომგებიანი მიმართულებით.

ზარალის მიღების შიში და მასთან ბრძოლა
ფორექსზე ვაჭრობის დაწყებისთანავე უნდა შეეგუოთ აზრს, რომ ზარალის გარეშე ვერ ივაჭრებთ. უბრალოდ საჭიროა მათი მინიმიზაცია. იმისათვის, რომ შიშმა არ შებოჭოს თქვენი მოქმედებები გამოიყენეთ სტოპ ორდერები, მხოლოდ ეს ნაბიჯი მოგცემთ შესაძლებლობას აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ივაჭროთ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

შეეგუეთ იმ აზრს, რომ ერთი პოზიციიდან 2%-იანი ზარალი – ეს არის ნორმალური. და მთელი თქვენი ძალღონე იქითკენ, უნდა მიმართოთ რომ გაზარდოთ მოგება და შიშისგან არ იკანკალოთ ყოველი ორდერის გახსნისას.

ისარგებლეთ ფორექსის ფსიქოლოგიით და გაითვალისწინეთ, რომ ტრეიდერების უმრავლესობაზე გავლენას ახდენენ ემოციები – თქვენ კი გირჩევთ ითამაშოთ ამ (სხვა ტრეიდერების) ემოციებზე საკუთარი მიზნების მიღწევისათვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით