როგორ მუშაობს ინტუიცია ფორექსზე ვაჭრობის დროს

ფორექსზე ხშირად გაიგებთ გამოთქმას - ინტუიციური ტრეიდინგი, ინტუიციით ვაჭრობა.

ინტუიცია - არის პრობლემის გადაჭრის გზების არაცნობიერად მოძებნის უნარი, რომლის დროსაც არ გამოიყენება სხვადასხვა ფაქტორებზე დამყარებული ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვი. ინტუიციური გადაწყვეტილებები ფაქტიურად მომენტალურად მიიღება.

ჩვენ თემასთან მიმართებაში კი უნდა ითქვას, რომ ფორექს ინტუიცია, იგივე ინტუიცია ფორექსზე, ძირითადად არის ვაჭრობა ტექნიკური ანალიზის და ფუნდამენტალური ანალიზის გამოყენების გარეშე. ტრეიდერი ვაჭრობს მხოლოდ საკუთარი ინტუიციაზე დაყრდნობით და შემთხვევითობისა, იღბალის და გამართლების ამარა.

ინტუიციურ ვაჭრობას საფუძვლად უდევს სამი ფუნდამენტური ფაქტორი - ინსტიქტი, ინტელექტი და რა თქმა უნდა თავად ინტუიცია.

  • ინსტიქტი - ეფუძნება შემოსავლის (მოგების) მიღების სურვილს, მისი წყალობით ტრეიდერი ვაჭრობს;
  • ინტელექტი - შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერს, პრაქტიკულად მომენტალურად შეაფასოს ბაზარზე არსებული სიტიაცია და მიიღოს ინტუიტიური გადაწყვეტილება პოზიციის გახსნის მიმართულების შესახებ;
  • ინტუიცია – არსებობს მოსაზრება, რომ ეს ფაქტორი მუშაობს მხოლოდ დაგროვილი გამოცდილების შედეგად. თითქოს, ერთი შეხედვით ჩანს, რომ გადაწყვეტილება მიიღება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სინამდვილეში რამდენიმე წამის განმავლობაში ხდება სიტუაციის შეფასება, ტრეიდერი ქვეცნობიერად აანალიზებს რიგ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ტრენდის მოძრაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას;

სწორედ ამიტომაც, ინტუიციის განვითარებას ხელს უწყობს ფორექსზე პრაქტიკული ტრეიდინგის გამოცდილება, ასევე პროგნოზირების ვიზუალური მეთოდების შესწავლა - გრაფიკული ფიგურები, იაპონური სანთლები და ა. შ.

ინტუიციის პრაქტიკული გამოყენების ზოგადი არსი:

სანამ ინტუიციურ ტრეიდინგზე გადახვიდოდეთ, უნდა შეამოწმოთ, რამდენად ძლიერად გაქვთ განვითარებული ინტუიცია. ასეთი ტესტი საკმაოდ მარტივად ტარდება და მისი განხორციელება შესაძლებელი და აუცილებელია სავაჭრო ტერმინალში, დემო, ან საუკეთესო ვარიანტია - ცენტურ ანგარიშზე.

მაგალითად:

  • აირჩიეთ თხუთმეტწუთიანი М15 ტაიმფრეიმი და გახსენით ორდერი, ნებისმიერი იმ მიმართულებით საითაც, თქვენი აზრით, უახლოეს პერიოდში წავა ფასი;
  • დააყენეთ ორივე სტოპ ორდერი - ტეიკ პროფიტი და სტოპ ლოსი, გახსნის ფასიდან თითოეული 10-10 პუნქტის მოშორებით;
  • დაელოდეთ ორდერის ამუშავებას, რეზულტატი კი ჩაიწერეთ ბლოკნოტში. ტესტი გაიმეორეთ კიდევ 9-ჯერ;

ტესტის დასრულების შემდეგ, ბლოკნოტის ჩანაწერებიდან მიიღებთ იმ რეზულტატს, რომლის მიხედვითც შესაძლებლობა მოგეცემათ დაასკვნათ, თუ რა დონეზე გაქვთ განვითრებული ფორექს ინტუიცია.

  • წარმატებული ორდერების რაოდენობა 0-დან 6-მდე - მიუთითებს ინტუიციის დაბალ მაჩვენებელზე;
  • წარმატებული ორდერების რაოდენობა 7-დან 10-მდე - მიუთითებს ინტუიციის მაღალ მაჩვენებელზე;

აღწერილი ტესტი გაიმეორეთ რამდენიმე ათეულჯერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუ ფორექს ინტუიციის ჯამური მაჩვენებელი სტაბილურად მაღალი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მისი გამოყენება რეალური ვაჭრობის დროს.

ვაჭრობის დროს აუცილებლად დააყენეთ სტოპ ორდერები, რომლებიც დაგიცავენ მკვეთრი და უნებლიე მოქმედებებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ფორექსზე ამ მეთოდით ვაჭრობს ზოგიერთი ტრეიდერი და თან წარმატებულადაც, მიმაჩნია, რომ სუფთა სახით, ვაჭრობის მხოლოდ ამ მეთოდის გამოყენება მეტად საფრთხილო, სარისკო და საზიანოა.

ჩემი აზრით, ინტუიცია არის ბოლო აკორდი, უკვე კარგად დამუშვებული და პროგნოზირებული ორდერის გახსნამდე. ანუ სტრატეგიის/სისტემის სიგნალებმა შესაძლებელია აჩვენოს ორდერის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ინტუიციამ გვიკარნახოს, რომ სავაჭრო პოზიციის გახსნა მცდარი იქნება, ან პირიქით, სიგნალების კრებულიდან რომელიმე არ გვაძლევს სავაჭრო პოზიციის გახსნის უფლებას, მაგრამ ინტუიცია გვკარნახობს, რომ სწორედ ეხლაა საჭირო ორდერის გახსნა.

ყველა შემთხვევაში, ინტუიცია მოდის გამოცდილებასა და ცოდნასთნ ერთად.GeoForex.info

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top