პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – “9 +” ოქტომბერი

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


* გათვალისწინებულია:

გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average (MA) 200  – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average (MA) 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average (MA) 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;

ფასური ნიშნულები ინდიკატორის Moving Average-სთან ფასის მიახლოების სავარაუდო ნიშნულები.

  • ლურჯი – (MA) W1 თაიმ-ფრეიმის ფასური ნიშნულები;
  • წითელი- (MA) D1 თაიმ-ფრეიმის ფასური ნიშნულები;
  • მწვანე – (MA) h4 თაიმ-ფრეიმის ფასური ნიშნულები;

* განმარტება:

ეს ნიშნულები იგივე წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეებია. ამ სამი პარამეტრით ინდიკატორის კომბინაციას ხმარობს მსოფლიოში ტრეიდერებისა და მარკეტმეიკერების ძალიან დიდი რაოდენობა, მაშასადამე საყურადღებოა, რომ ამ დონეებთან ფასის მიახლოებას ელოდება მილიონობით ტრეიდერი, მაშასადამე ეგ მიახლოებები წარმოადგენენ მილიონობით ტრეიდერებისათვის გარკვეული მოქმედებების ტრიგერს.

თანაც, ინდიკატორები ეს არის მათემატიკური გამოთვლების შედეგი. ხოლო მათემატიკა – ეს არის სერიოზული მეცნიერება, რომელზეც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – აგებულია სამყარო.

ჩემს გრაფიკზე ნიშნულებები დამრგვალებულია უახლოეს მთელ რიცხვამდე, ჩემს მიერ ფიქსირებულია ადგილები, სადაც ველოდები მათ მისვლას, ხოლო აუცილებელი დინამიური ცდომილება გამოწვეული იქნება ინდიკატორის მრუდის მოძრაობით.

პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის (MN)/კვირის (W1)/დღის (D1) სანთლის ფორმის მიხედვით:

* განმარტება:

პარასკევის დღის სანთლის ფორმას, იშვიათად ხუთშაბათი-პარასკევის სანთლების კომბინაციას გასათვალისწინებელი მნიშვნელობა აქვს ახალი კვირის დასაწყისის – მინიმუმ ორშაბათის ტენდენციისთვის.

დახურული კვირის სანთლის ფორმას და გასული ორი კვირის სანთლების კომბინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალი კვირის დასაწყისის ტრენდის ფორმირებისათვის. რაც უფრო გამოკვეთილი ტენდენციისაა და მკვეთრია დახურული კვირის სანთლის ფორმა, მით უფრო მაღალია მომავალი კვირის ტენდენციის ალბათობა.

მაგალითად: თუ კვირა დაიხურა მძლავრი აღმავალი კლასიკური წესების დაცვის მქონე პინბარით, მაშინ ახალ კვირაში უნდა ველოდოთ აღმავალი ტრენდის ჩამოყალიბებას, ყოველ შემთხვევაში კორექციას მაინც დაბალ თაიმ-ფრეიმებზე.

დახურული თვის სანთლის ფორმას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა თუ იგი მკვეთრად და კლასიკურად გამოხატულია. მაგალითად: მკვეთრი და კლასიკური პინბარი, მკვეთრი და კლასიკური შთანთქმა და ა.შ.

  • W1: აღმავალი პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

  • D1: აღმავალი პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

  • H4: პარასკევის ორდერბლოკი;

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

* განმარტება:

მარტივად – დივერგენცია არის ტერმინალის (სავაჭრო ვებ პლატფორმის) ქვედა ფანჯარაში ინდიკატორის ან/და ოსცილატორის მრუდის/ჰისტოგრამების ექსტრემუმებზე გავლებული მონაკვეთის მიმართულების განსხვავება, ტერმინალის ფასურ ფანჯარაში გამოსახულ სარკისებურად ანალოგიურ ექსტრემუმებზე გავლებული მონაკვეთის მიმართულებასთან.

მაგალითად: თუ ფასი მიემართება სამხრეთ მიმართულებით, ანუ ფასური ექსტრემუმები დაღმავალია, ხოლო ინდიკატორის/ოსცილატორის ჰისტოგრამების/მრუდის უკანასკნელ ორ ექსტრემალურ წერტილზე გავლებული მონაკვეთი მიმართულია ჩრდილოეთისკენ, მაშინ არსებობს იმის ალბათობა, რომ ფასის მიმართულებაც შეიცვლება ჩრდილოეთის მიმართულებით.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ეს არის დამხმარე, მესამე კატეგორიის სიგნალი და არავითარ შემთხვევაში არა სამოქმედო სიგნალი პოზიციის გახსნისთვის.

  • გამოკვეთილი არ არის;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:

* განმარტება:

ვულფის ტალღა უმნიშვნელოვანესი გრაფიკული ფიგურაა, ჩნდება ყველა თაიმფრეიმზე, საკმაოდ კარგი სიხშირით D1 თაიმ-ფრეიმამდე. იშვიათდ “D1 +” თაიმ-ფრეიმებზე. რაც უფრო მაღალია თაიმ-ფრეიმი მით უფრო მაღალია ამ შესანიშნავი გრაფიკული ფორმაციის სრულყოფილად მუშაობის ალბათობა.

  • D1: დაღმავალი ვულფის ტალღა;

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები

* განმარტება:

გრაფიკული ფიგურები გამოხატავენ მილიონობით ტრეიდერის და მარკეტმეიკერების ფასური ტენდენციის განწყობის ვიზუალურ გამოხატულბას. მაგალითად, თუ წარმოიქმნა აღმავალი პინბარი, მაშასადამე მილიონობით ტრეიდერმა ამ პინბარის ქვედა წერტილში (პინბარის კუდში):

1) დახურეს გაყიდვის პოზიციები;

ან

2) გახსნეს ყიდვის პოზიციები;

ან

3) მარკეტმეიკერებმა ქვედა ცრუ გარღვევით აკრიფეს მილიონობით ტრეიდერის სტოპ-ლოსები, რითიც წარმოქმნეს აქტივის ლიკვიდურობა.

  • მნიშვნელოვანი ფორმაცია არ არის;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

* განმარტება:

არსებობს ერთი ლათინური ანდაზა/ფრაზა: “Homo proponit, sed Deus disponit”.

რუსულად ჟღერს: “Человек предполагает, а Бог располагает”.

მსგავსი ფრაზა/ანდაზა არსებობს ქართულშიც: “კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო”.

თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა ამ ლათინური ფრაზის შემდეგნაირი თარგმანი: “ადამიანი ვარაუდობს, ხოლო ღმერთი განკარგავს”.

არ ვიცი ფუნდამენტალურ ანალიზსა და ტექნიკურ ანალიზებს შორის, რომელია ღმერთი და რომელია ადამიანი, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ მათ შორის რომელიღაც არის ღმერთი ხოლო მეორე ადამიანი, მაგრამ ყველა ვარიანტში მონაცვლეობით.

და რას ნიშნავს ეს:

მაგალითად: როდესაც ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ყველა პარამეტრით ფინანსური აქტივის ტენდენცია უნდა იყოს აღმავალი, რაღაც მომენტში ქვეყნდება რაიმე სახის, თუნდაც “ჭ” კლასის ფუნდამენტალური სიახლე და სრულად ანგრევს ტექანალიზით აწყობილ ნალოლიავებ სქემას. ამ შემთხვევაში ფუნდამენტალური ანალიზი არის ღმერთი, ხოლო ტექნიკური ანალიზი არის ადამიანი.

არის აუამრავი შემთხვევა, როდესაც აქტივის ფასი მიდის ტექნიკური ანალიზის კანონების მიხედვით, მაგრამ ამ მომენტში ქვეყნდება უმაღლესი კატეგორიის ფუნდამენტალური სიახლე, ბომბივით სკდება, ბაზარი პანიკაშია, თუმცა ფასისთვის ვითომც არაფერი – ისევ იგივე მიმართულებით მიდის. ამ შემთხვევაში ღმერთი – ტექნიკური ანალიზია.

ასევე უამრავი შემთხვევაა, როდესაც ფორმირების პროცესშია მაგალითად გრაფიკული ფიგურა  “თავი და მხრები”. ხედავ თვალნათლივ გრაფიკზე, თუმცა გრძნობ, რომ აი რაღაც აკლია, ვერ რისკავ ამ ფორმაციის მიხედვით ბაზარზე შესვლას, ამ დროს “ბაც” და თითქოს შეკვეთილად ქვეყნდება ფუნდამენტალური სიახლე, რომელიც აი იმ რაღაცას ამატებს ტექანალიზს და ფასიც ფუნდამენტალურად გამყარებული ტექანალიზის მიხედვით მიემართება. ამ შემთხვევაში ტექნიკურიც და ფუნდამენტალურიც ერთნაირად ღმერთები არიან.

ასე, რომ ვაჭრობს თუ არა ტრეიდერი ცალკე ტექნიკური ანალიზით, ან ცალკე ფუნდამენტალური ანალიზით, მან წარმატებისთვის, სიღრმისეულად თუ არა, ნიუანსურად მაინც უნდა გაითვალისწინოს მომიჯნავე ანალიზის სახეობა.

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

პროგნოზი EUR/USD – აშშ დოლარის DXY ინდექსი

* განმარტება:

აშშ დოლარის ინდექსი DXY გვიჩვენებს, თუ როგორ ღირებულებით  დამოკიდებულებაშია აშშ დოლარი სხვა მსოფლიო ვალუტებთან: ევროსთან, იაპონურ იენასთან, ბრიტანულ ფუნტთან, კანადურ დოლართან, შვედურ კრონასთნ და შვეიცარიულ ფრანკთან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, DXY – არის აშშ დოლარის ძალისა და სისუსტის გამოვლენის მეთოდი. ინდექსი უშუალოდ არ გამოხატავს აშშ დოლარის ფასს.

პროგნოზსა და ანალიზში  DXY-ს ვიყენებ იმისთვის, რომ დავადასტურო ამა თუ იმ სავალუტო წყვილზე ჩემი პროგნოზირებული მიმართულება, ვინაიდან პირდაპირი კოტირების სავალუტო წყვილებში, სადაც ნაციონალური ვალუტა კოტირებაში პირველ ადგილზეა და მისი ღირებულება გამოხატულია აშშ დოლარში, მაგალითად EUR/USD, AUD/USD და ა.შ., ეს წყვილები საპირისპირ კორელაციაში არიან DXY ინდექსთან. ანუ თუ DXY ინდექსი მიემართება ჩრდილოეთისკენ, მაშინ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ EUR/USD-ს მიმართულება იყოს სამხრეთისკენ.

DXY-ს ვიყენებ იმ შემთხვევებშიც როცა მაგალითად EUR/USD-ზე ვერ ვხედავ მკვეთრად გამოხატულ სიგნალს, ხოლო DXY ინდექსის გრაფიკზე მკვეთრად გამოხატულია ტენდენცია.

მაგალითად: DXY გრაფიკზე ჩანს მკვეთრად გამოხატული აღმავალი პინბარი, ხოლო EUR/USD-ზე არავითარი გრაფიკული ფორმაცია არ ჩანს. ამ შემთხვევაში საპროროგნოზო პალიტრად ვიყენებ  DXY გრაფიკს.

  • W1: დაღმავალი პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი

* განმარტება:

პროგნოზი (სავაჭრო სცენარი) არ არის ვინმესთვის სავაჭრო რეკომენდაცია/სავაჭრო სიგნალი. ეს არის სავაჭრო გეგმა მხოლოდ ჩემთვის, რისთვისაც რისკს ვწევ საკუთარი ფულადი სახსრებით. ხოლო ვაქვეყნებ იმიტომ, რომ შესაძლოა ვინმეს დასჭირდეს/გამოიყენოს საკუთარი სავაჭრო პერსპექტივის ანალიზისთვის.

  • D1 თაიმ ფრეიმზე 18 ივლისის ვულფის ტალღა კვლავ მუშაობს მისი იგნორირება ჯერ არ შეიძლება, სანამ ღრმა აღმავალი კორექცია არ გამოიკვეთება;
  • W1 თაიმ ფრეიმზე გასული კვირის სანთელი მყარი აღმავალი პინბარია;
  • D1 თაიმ ფრეიმზე პარასკევის სანთლი აღმავალი პინბარია;
  • DXY -ის W1 გრაფიკზე მყარი დაღმავალი პინბარია.
  • ზემოთხსენებული პარამეტრის შერწყმის შედეგად EUR/USD აღმავალი კორექცია მიმაჩნია პრიორიტეტულად.

* განმარტება:

კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს. იგივე შესძლებელია ითქვას ინდიკატორის Moving Average ფასურ ნიშნულებთან დაკავშირებით, რომლებიც გრაფიზე მაქვს დატანილი. ლურჯი ფერით – H4 თაიმ ფრეიმის მნიშვნელობით, წითელი ფერით – D1 თაიმ ფრეიმის მნიშვნელობით.

პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის კვირის დახურვის ზემოთ
  • ნულოვანი დონე 1.0600 + აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 38%;
  • დაღმავალი მწვანე ფიბონაჩის 23%;
  • ნულოვანი დონე 1.0700;
  • D1 გრაფიკზე Moving Average 42 ზონა (ვარირებული ფასი 1.0730);
  • დაღმავალი მწვანე ფიბონაჩის 38%;
  • ნულოვანი დონე 1.0800 + W1 გრაფიკზე Moving Average 42 ზონა (ვარირებული ფასი 1.0800);
პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის კვირის დახურვის ქვემოთ
  • კორექციული ზონა – H1 გრაფიკზე აღმავალი იმბალანსის ზონა (1.05750 – 1.05360 ინტერვალი) + H4 გრაფიკზე Moving Average 42 ზონა (ვარირებული ფასი 1.0530);
  • ნულოვანი დონე 1.0500;
  • მხარდაჭერის დონე 1.04474;
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 50%  + ნულოვანი დონე 1.0400;
  • ნულოვანი დონე 1.0300;
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 61%;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1

პროგნოზი EUR/USD

H4

პროგნოზი EUR/USD

D1

პროგნოზი EUR/USD

W1

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-29.05-02.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …