პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-27.03-31.03-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average 200 – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: –;
პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: დაღმავალი პინბარის დამადასტურებელი კომბინაცია (აღმავალი სანთელი + პინბარი + დაღმავალი სანთელი);

პროგნოზი EUR/USD

  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

ტრეიდერის აღსარება 🙂

პროგნოზი EUR/USD – რამ იმუშავა:

რა შევუკვეთე

პროგნოზი EUR/USD

რა ჩამოვიდა

პროგნოზი EUR/USD

  • 20 მარტი ორშაბათი: H1 -ზე სუსტად, მაგრამ მაინც მინიმალურად იმუშავა ვულფის ტალღამ sell პოზიციისთვის.

რა შევუკვეთე

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-2023

რა ჩამოვიდა

პროგნოზი EUR/USD

  •  გასულ კვირაში W1 თაიმ-ფრეიმზე ჩამოყალიბდა თავისი არსით კარგი, კლასიკური აღმავალი პინბარი აღმავალი ტენდენციით. ტენდენციამ იმუშავა.

რა შევუკვეთე

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-2023

რა ჩამოვიდა

პროგნოზი EUR/USD

  • D1 გრაფიკზე 2, 3 და 6 თებერვალს წარმოიშვა ე.წ. იმბალანსის ზონა, მანამდე 1 და 2 თებერვლის სანთლებმა შექმნეს ორდერ ბლოკი + გასული ორი თვის ორდერ ბლოკის ზონიდან ასხლეტა. პროგნოზით: დაღმავალი ტენდენცია ამ ზონაში.

რა შევუკვეთე (იმბალანსი + ორდერბლოკი)

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-202

რა ჩამოვიდა (იმბალანსი + ორდერბლოკი)

პროგნოზი EUR/USD

1) ფასი მიცურავდა “ფიბონაჩის გაფართოების” წრფეების გასწვრივ. 2) რეაგირებდა ინდიკატორებზე Moving Average  პერიოდებით 100 და 42)  H1; H4 და D1 თაიმ ფრეიმებზე.

რა შევუკვეთე D1-ზე

პროგნოზი EUR/USD

რა ჩამოვიდა D1-ზე

პროგნოზი EUR/USD

რა შევუკვეთე W1-ზე

პროგნოზი EUR/USD

რა ჩამოვიდა W1-ზე

პროგნოზი EUR/USD

რა შევუკვეთე H4-ზე

პროგნოზი EUR/USD

რა ჩამოვიდა H4-ზე

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – რამ არ იმუშავა
  • გასული კვირის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, პირიქით. თუმცა, დასანანია, რომ ასეთი ნორმალური საპროგნოზო მიზნების რეალიზება არც თუ ისე ხშირად ხდება.
პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • W1 თაიმ-ფრეიმზე გასული კვირის მსგავსად თავისი არსით კარგი, კლასიკური, მაგრამ უკვე დაღმავალი პინბარია, თუმცა მდებარეობით ამ პინბარსაც შეზღუდული აქვს პინბარისთვის დამახასიათებელი სამოძრაო მუხტი. თუმცა, მისი კუდი ურტყამს 2, 3 და 6 თებერვლის იმბალანსის ზონას + თვის ორდერ ბლოკის ფასს 1.0860, ასევე ამ სანთლის ტანის ზედა ნაწილი ებჯინება დღიური წინააღმდეგობის ფასს 1.0750. ორივე დონე ზამბარასავით კუმშავს ფასურ მოძრაობას, ასე რომ, იმპულსურ გასროლას ველოდები. ამასთან ერთად, ფასს ქვემოთ აქვს მიზიდულიბის ზონები – ფასური დონეები 1.0540 და 1.0480 და  რაც მთავარია Moving Average 42. რა თქმა უნდა ეს მუვინგი ცხვირს წამოწევს ზემოთ და უფრო მაღლა დახვდება ფასს და ქვედა მოძრაობის გაგრძელებისთვის წინააღმდეგობას გაუწევს.
  • D1 თაიმ ფრეიმზე ოთხშაბათის (აღმავალი სანთელი) ხუთშაბათის (დაღმავალი პინბარი) და პარასკევის (დაღმავალი სანთელი) სანთლების მიერ, ჩამოყალიბდა დაღმავალი პინბარის სავაჭრო კომბინაცია. თეორიაში სწორედ ამგვარადაა აღწერილი პინბარზე ვაჭრობის სწორი ალგორითმი. ანუ როცა პინბარებზე ვვაჭრობთ, ნებისმიერ თაიმფრეიმზე სწორედ ასეთ კომბინაციას უნდა დაველოდოთ ხოლმე და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ ბაზარზე პინბარის (კომბინაციაში შუა სანთლის) ტენდენციის მიმართულებით.
  • D1 თაიმ ფრეიმზე ასევე გველოდება უკვე აღმავალი მოძრაობის ტრიგერი – იმბალანსის ზონა, რომელიც მოქცეულია ნულოვანი დონეების 1.0600 და 1.0700 შუალედში, იგივე Moving Average 42-სა და  Moving Average 100 შორის;
  • სავაჭრო გეგმა 1: ზოგად პრიორიტეტად მაქვს გაყიდვები. უფრო კონკრეტულად კი – ზემოთაღნიშნული მოსაზრებების პროექციები გადამაქვს H4 (პიველ რიგში) და H1 (სათადარიგო/დასაზუსტებელ) თაიმფრეიმებზე და: კვირის დასაწყისში – ფასის მიერ ფასური დონის 1.0750-ის, იგივე დაღმავალი წყვეტილი შავი ფიბონაჩის 23%-ის, იგივე resistance D1-ის ზემოთ გარღვევის შემდეგ განვიხილავ ფასის შესვლას imbalance H4-ის ზონაში სადაც ფასს ხვდება ნულოვანი დონე 1.0800 და დაღმავალი წყვეტილი შავი ფიბონაჩის 50% და 61%. აქედან დავეშვები ქვემოთ მიზნით imbalance D1 ზონამდე, საიდანაც განვიხილავ უკვე ყიდვებს.
  • სავაჭრო გეგმა 2: ფასის მიერ ფასური დონის 1.0750 ვერ გარღვევის შემთხვევაში, ფასთან ერთად დავეშვები ქვემოთ  მიზნამდე – აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23% + H4 – Moving 200,100. აქ გადავიყვან ლოტს უზარალობაში და დაველოდები ფასის შესვლას imbalance D1 ზონაში მიზნამდე დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38% + ნულოვან დონემდე 1.0600.
  • ყველა ლოტი დაიყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილებს დავაფიქსირებ თეიქ პროფიტებით მინიმალურ მიზნებზე. ლოტების მეორე ნაწილებს დავაფიქსირებ უზარალობაში და გარიგებებს გავუშვებ თავისუფალ ცურვაში.
  • დაღმავალ პრიორიტეტს აძლიერებს დოლარის ინდექსის ქცევავაც. DAX -ის  D1 გრაფიკზე წარმოიშვა აღმავალი პინბარის კომბინაცია: დაღმავალი სანთელი + აღმავალი პინბარი + აღმავალი სანთელი. როგორც ზემოთაც დავწერე, თეორიაში პინბარზე ვაჭრობის ყველაზე გამართლებული  კომბინაცია სწორედ ეს არის. ცნობისათვის, მასაც ზემოთ წინააღმდეგობად ელოდება Moving Average 42. როგორც ვიცით, როცა DAX აღმავალია დოლარი მყარდება, ანუ EUR/USD ფასის მიმრთულება დაღმავალი ტენდენციისაა. (ასევე როგორც იცით, დოლარის ინდექსზე ვაჭრობა კვალიფიციურ ბირჟაზე არ წარმოებს. ეს ჩვეულებრივი საინფრმაციო ინსტრუმენტია).

პროგნოზი EUR/USD-27.03-31.03-2023 • GeoForex.info

  • ფუნდამენტალური თვალსაზრისით, როგორც ჩანს საბანკო კრიზისი იმპულსს იღებს ევროზონაშიც. თუ ის დინამიკა, რაც შევამჩნიე Deutsche Bank-ის მიმდინარე და Credit Suisse-ის გაკოტრების წინა გრაფიკებზე, სწორია და თვალი არ მატყუებს, მაშინ უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ  Deutsche Bank-ის კრიზისსაც (მეშინია სიტყვა “გაკოტრება” გამოვიყენო), რაც თავის მხრივ ევროს ვარდნას გამოიწვევს. ამ ინსტიტუციონალური საბანკო რყევის ლაკმუსად ჩავთვლი ორშაბათს ბაზრის გახსნისას გეპის არსებობა-არარსებობას. იქნება გეპი ე.ი. საბანკო სისტემა დაბნეულია. არ იქნება გეპი – ე.ი. ფინანსური ინსტიტუტები კონსოლიდირებულნი არიან და ფლობენ სიტუაციას.

Credit Suisse

Credit Suisse

Deutsche Bank

Deutsche Bank

D1 Analytics

პროგნოზი EUR/USD

W1 Analytics

პროგნოზი EUR/USD

MN Analytics

პროგნოზი EUR/USD

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პროგნოზი EUR/USD – პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • ნულოვანი დონე 1.0800;
  • დაღმავალი შავი წყვეტილი ფიბონაჩის 61% + imbalance H4 + წინააღმდეგობის დონე 1.0860
  • ნულოვანი დონე 1.0900;
  • დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 50 %;
  • ნულოვანი და ფსიქოლოგიური დონე 1.1000
პროგნოზი EUR/USD – პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23 % , ზონა H4 – ზე Moving 200,100
  • დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.0600;
  • ფასური დონე 1.0540 (support D1 + H4);
  • ფასური დონე 1.0515 (support D1 + H4) + აღმავალი ყავისფერი არხის ქვედა საზღვარი;
  • ფასური დონე 1.0480 (support D1) + აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 38% ;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1 

პროგნოზი EUR/USD

W1 

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …