პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.
ტრენდული პრიორიტეტები:
გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:
- MN:–;
გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:
- W1: არაკლასიკური პინბარი;
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:
- D1:–;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:
(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)
- H4: –;
- D1: –;
- W1:–;
- MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;
ვულფის ტალღები:
- H1: –;
- H4: დაღმავალი ვულფის ტალღა;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
- H1: გრაფიკული ფიგურა “ორი მწვერვალი” (H4 თაიმფრეიმის პროექცია H1-ზე);
- H4: გრაფიკული ფიგურა “ორი მწვერვალი” (H1 თაიმფრეიმის პროექცია H4 -ზე);
- D1: სამი სანთლის დაღმავალი ტენდენციის კომბინაცია;
- W1: –;
- MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:
სამშაბათი 16 აგვისტო
- 13:00 – ეკონომიკური განწყობების ინდექსი (ZEW) (გერმანია, ევროზონა);
- 16:30 – მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა (აშშ);
ოთხშაბათი 17 აგვისტო
- 16:30 – საცალო გაყიდვების საბაზო ინდექსი (აშშ);
- 16:30 – საცალო გაყიდვების მოცულობა (აშშ);
- 18:30 – ნედლი ნავთობის მარაგი (აშშ);
- 22:00 – ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის სხდომის ოქმი (FOMC) (აშშ);
ხუთშაბათი 18 აგვისტო
- 16:30 – უმუშევრობის შემწეობის მიღებისათვის პირველადი განაცხადების რაოდენობა (აშშ);
- 16:30 – სამრეწველო აქტიურობის ინდექსი ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემების მიხედვით (აშშ);
- 18:00 – საცხოვრებელი ფართების მეორად ბაზარზე გაყიდვების რაოდენობა (აშშ);
Geoforex.info პრიორიტეტი:
- H4 თაიმფრეიმზე ჯერ-ჯერობით კარგად მუშაობს ვულფის ტალღა, რომლის მინიმალური პოტენციალი სამხრეთის მიმართულებით 60-70 პუნქტის ფარგლებშია. ამასთან ერთად, ვულფის ტალღის ზედა ზღვარი მიბჯენილია ზედ წინააღმდეგობის დონეზე 1.0360, რომელიც გვქონდა აღნიშნული წინა პროგნოზებშიც. 1.0360 ფასი ორჯერ დაიტესტა, ბაზარზე ამ ფასის ზემოთ ევროს მყიდველი არავინ აღმოჩნდა და შედეგად მივიღეთ უკუსვლა სამხრეთისკენ (H1 და H4 თაიმფრეიმზე არსებული ორმაგი მწვერვალი, ეს ისე, დანამატია, “სემიჩკებია” სხვა სიგნალების სიძლიერესთან შედარებით.);
- დღიურ გრაფიკზე სამი სანთლის კომბინაციის მსგავსი მოდელია. რა თქმა უნდა არაკლასიკური, ვინაიდან პირველ აღმავალ და მესამე დაღმავალ სანთლებს შორის, წესით მათ ზემოთ მდგომი, კარგად გამოხატული პინბარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იდეალური ამქვეყნად არაფერია და ამიტომ პირადად მე ვთვლი, რომ ამ სანთლურ მოდელს აქვს უფლება ეწოდოს “სამი სანთლის კომბინაცია”, რომელიც ტენდენციას სამხრეთისკენ უბიძგებს. ამასთნ ერთად, მე-2 სანთლის დახურვა და მე-3 სათლის გახსნა ქმნიან კარგ წინააღმდეგობის დონეს ფასზე 1.0320. ფიბონაჩის ინსტრუმენტის, სახელწოდებით “ფიბონაჩის გაფართოება” (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და უაღრესად კარგი ინსტრუმენტია) მიხედვთ, სამხრეთული კორექცია ჩვენთვის უკვე ცნობილ მხარდაჭერის დონეს – ფასზე 1.0160 ებჯინება;
- ასევე, კვირა დაიხურა პიმბარით თუ არა, წაგრძელებული კუდის მქონე, პინბარის მსგავსი სანთლით, მაშასადამე ამ კონტექსტშიც გვაქვს სამხრეთის მოძრაობის მოლოდინი;
- პირადად ვერ ვხედავ აღმასვლის სიგნალებს, ამიტომ კვლავ მიჭირავს სავაჭრო დიაპაზონად 1.0160 და დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50%;
- ნულოვანი დონეების თვალსაზრისით კვლავ განვიხილავ დიაპაზონს 1.0200 – 1.0300;
- ანუ მომავალ კვირას ვივაჭრებ ზემოთაღნიშნულ დიაპაზონებში, შესაძლებელია მათ ქვემოთაც, მაგრამ ზემოთ ჯერ არა, ვინაიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ტენდენციის სიგნალებს ვერ ვხედავ;
- თუმცა, როგორც ერთი ჭკვიანი პოლიტიკოსი ამბობდა, აღარ მახსოვს ჩერჩილს თუ სტალინს მიაწერენ ამ სიტყვებს: “… არჩევნებს იგებს ის, ვინც ხმებს ითვლისო…”, მე ამ სიტყვების პერეფრაზს გავაკეთებდი საფინანსო ბაზრებთან მიმართებაში “… საფინანსო ბაზრებს ფლობს ის, ვინც ფუნდამენტალურ სიახლეებს აქვეყნებს…”. 10 აგვისტოს ისეთი ნეგატიური ფუნდამენტალური სიახლეები გამოქვეყნდა აშშ-ში, რომელმაც დოლარის 167 პუნქტიანი მყისიერი ვარდნა გამოიწვია. გაიგე ეხლა შენ მართალი იყო ეგ მაჩვენებლები, თუ ტყუილი. მოუნდათ ნეგატივი და გამოაქვეყნეს 🙂 , ასე რომ მომავალი კვირაც დახუნძლულია ბევრი ფუნდამენტალური სიახლეებით და ამიტომაც სიურპრიზებიც მოსალოდნელია.
(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)
კვირის დახურვის ზემოთ:
- ფასური დონიდან 1.0240 ასხლეტა;
- აღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50%
- ფასური დონე 1.0360 + დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა)
- ნულოვანი დონე 1.0400;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 76%;
კვირის დახურვის ქვემოთ:
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 38% + აღმავალი ყავისფერი არხის ქვედა საზღვარი + ნულოვანი დონე 1.0200 (მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეა);
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 50% + მხარდაჭერის დონე 1.0160 (მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეა);
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 61%;
- გრძელვადიანი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76% + აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 76% (უმნიშვნელოვაბესი მხარდაჭერის დონეა);
H1 (1)
H1 (2)
H4
D1
W1
MN
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით