პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD / 11.04-15.04.2022

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ვულფის ტალღა და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.


ტრენდული პრიორიტეტები:

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN: აღმავალი პინბარი კორექციული დაშვებით;

აღმავალი პინბარი

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: პრიორიტეტის გარეშე;

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: აღმავალი პინბარი;

აღმავალი პინბარი D1

MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)

  • H4: აღმავალი დივერგენცია (მოკლევადიანი პრიორიტეტი);

აღმავალი დივერგენცია h4

 

  • D1: –;
  • W1: აღმავალი დივერგენცია;
აღმავალი დივერგენცია w1

  • MN: –;
ვულფის ტალღები:
  • H4: ვულფის ტალღამ ზედმიწევნით სრულყოფილად იმუშავა, თუმცა გარკვეული პოტენციალი კვლავ გააჩნია;
ვულფის ტალღა H4

  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:

(მონაცემები თბილისის დროით)

ორშაბათი, 11 აპრილი

  • 10:00 – ინგლისის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები;
ოთხშაბათი, 13 აპრილი

  • 18:30 – ამერიკის შეერთებული შტატები: ნედლი ნავთობის მარაგი
ვინაიდან პარასკევს, 15 აპრილს კათოლიკურ ქვეყნებში აღნიშნავენ ვნების პარასკევს და შესაბამისად დასვენების დღეა, ჩემი რჩევა იქნება მომგებიანი პოზიციების დახურვა ან უზარალობეში გადაყვანა.

Geoforex.info პრიორიტეტი:

განწყობილი ვარ ჩრდილოეთი მიმართულებისკენ (რუსეთისკენ არა, უბრალოდ გრაფიკის ჩრდილოეთ მიმართულებისკენ), ამიტომ ძირითადად მომავალ კვირაში ვეძებ უფრო აღმავალ ტრენდში შესვლის წერტილებს.

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

(* სტატიაში მოცემული კვლევა არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ვაჭრობის წაქეზება ან შუამდგომლობა. შეფასებები, სიახლეები, კვლევები, ანალიზები, ფასები და სხვა ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ, როგორც ზოგადი კომენტარი ბაზრის შესახებ და არა როგორც საინვესტიციო რჩევა.)

კვირის დახურვის ზემოთ:

  • ფასი იმყოფება შავი მსხვილი აღმავალი ფიბონაჩის 76%-ზე მნიშვნელოვან ისტორიულ ასხლეტის დონეზე. ასხლეტას ველოდები ან აქ, ან იქ. ამ “იქ”-ს დავწერ ქვემოთ;
  • დაღმავალი ნარინჯისფერი არხის ზედა საზღვარი + დაღმავალი წითელი წყვეტილი არხის ზედა საზღვარი + დაღმავალი ფიბონაჩის 23%;
  • დაღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23% + დაღმავალი მწვანე ფიბინაჩის 38% (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა, თუ ფასმა ვერ გაარღვია იგი, მაშინ ველოდები კვლავ დაღმავალ კორექციას.);
  • ფასური დონე 1.1000;
  • ფასური დონე 1.1100 + დაღმავალი მწვანე ფიბონაჩის 76% (ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა).

კვირის დახურვის ქვემოთ:

  • გრძელვადიანი წითელი მსხვილი სატრენდო ხაზი + ფასური დონე 1.0800 (უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური და ისტორიული მხარდაჭერის დონეა, თუ მომავალ კვირაში აღმავალ ტრენდს ექნება არსებობის უფლება, მაშინ მიმაჩნია, რომ ასხლეტა ამ არეალში უნდა მოხდეს);

თუ მთლად დავიღუპეთ და ვერ ავსხლტით მაშინ:

  • დაღმავალი ნარინჯისფერი არხის ქვედა საზღვარი;
  • დაღმავალი მუქი მწვანე არხის ქვედა საზღვარი + დაღმავალი წითელი არხის ქვედა საზღვარი;
  • დაღმავალი გრძელვადიანი მსხვილი ყავისფერი არხის ქვედა საზღვარი. ამის იქით უკვე დერბენტი, დარიალი და მოსკოვია, და ნამდვილად მკერდით უნდა დავიცვათ ევროს ვარდნა, თან ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნოთ ბერლინსა და პარიზში;

H1

h1

H4
h4
D1
d1
W1
w1
MN
mn

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …