პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-09.01-13.01-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები ძირითადად D1 გრაფიკზე, იშვიათად H4 და W1 გრაფიკებზე (გათვალისწინებულია ფასის მხოლოდ მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average 200 – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: ამობრუნებული ურო;

პროგნოზი EUR/USD
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: აღმავალი შთანთქმა;

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • პარასევის დღის აღმავალი შთანთქმის სანთელი მიუთითებს ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონის 1.0735 კვლავ ტესტირების მცდელობას + D1 გრაფიკზე ფასი იმპულსურად აისხლიტა Moving Average 42 -დან;
  • კვირის სანთელი “ამობრუნებული ურო” მიგვითითებს იმაზე, რომ აღმავალი ტრენდის ზედა ზღვრული ლიმიტი შესაძლოა მიღწეულია და შესაძლებელია დაღმავალი ტენდენციის ჩამოყალიბება.
  • ჩემი სავაჭრო დიაპაზონი 1.0735 – 1.0480;
  • დიაპაზონის ზედა ზღვარის 1.0735-ის რეალური და არა ცრუ გარღვევის შემთხვევაში მიზნები: 1) 1.0770; 2) 1.0800;
  • დიაპაზონის ქვედა ზღვარის 1.0480-ის რეალური გარღვევის შემთხვევაში მიზნები: 1) 1.0400; 2) 1.0300 აქ ფასს დახდება მძლავრი მხარდაჭერა Moving Average 200-ის სახით;
  • ვინაიდან ფასი გასული წლის ნოემბრიდან დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38%-თან “ბუქსაობს”, ამიტომ მეც ფასთან ერთად, ფიბონაჩის ამ დონესთან “ვიბუქსავებ” სავაჭრო დიაპაზონის გათვალისწინებით;

მესმის, რომ პროგნოზების დროს სიტყვები: “შესაძლოა, შესაძლებელია, უნდა ველოდოთ… და ა.შ.” მკითხველისთვის გარკვეულწილად გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს გავრცელებული ხერხია, რათა პროგნოზის გამცემმა თავიდან აიცილოს პირადი პასუხისმგებლობა.

პრინციპში მე კი ვიცი რა დატვირთვაც აქვს კონკრეტულად ჩემთვის ამ სიტყვებს,  მაგრამ დატვირთვასთან ერთად ჩემს რისკსაც ჩემს თავზე ვიღებ. ასჯერ რომ გამართლდეს ჩემი პროგნოზი, ხოლო ასმეერთეჯერ არასწორი გამოდგეს (რაც საფინანსო ბაზრებზე ჩვეულებრივი მოვლენაა). ვინმე მაინც იტყვის: აი! ხედაააავთ!  “ამ კაცს შეცდომაში შევყავართ”, “გვაბოლებს”, “ტიპმა სწორად ვერ გაარტყა” და ა.შ.

ამიტომ, მე ჩემს სავალ გზას აღვწერ, ხოლო გადაწყვეტილება თითოეული ტრეიდერის მისაღებია კონკრეტულ შემთხვევაში.

თანაც ვიცი, რომ ვინც ეცნობა ჩემს ფრთხილ პროგნოზებს და საერთოდ საიტს, მანაც პრინციპში იცის ამ სიტყვების უკან რაც დგას. რაღაც თავის მოსაზრებებს და ვაჭრობის მეთოდს ამატებს, ან ჩემ “გადაჭარბებულ წიაღსვლებს” 🙂 აკლებს, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და საკმაოდ მომგებიანადაც ვაჭრობს.

D1 Analytics

პროგნოზი EUR/USD

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პროგნოზი EUR/USD – პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • ნულოვანი დონე 1.0700;
  • წინააღმდეგობის დონე 1.0735;
  • წინააღმდეგობის დონე 1.0770;
  • ნულოვანი დონე 1.0800;
  • ნულოვანი დონე 1.0900 + დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 50%;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38%;
  • მხარდაჭერის დონე 1.0480 + აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23%;
  • ნულოვანი დონე 1.0400;
  • ნულოვანი დონე 1.0300 + Moving Average 200;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1

პროგნოზი EUR/USD

W1

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …