პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-08.08-12.08

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.


ტრენდული პრიორიტეტები:

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: ბზრიალა (ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ტენდენცია);

პროგნოზი EUR/USD

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1:–;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD

ვულფის ტალღები:
  • H1: აღმავალი ვულფის ტალღა;

პროგნოზი EUR/USD

  • H4: დაღმავალი ვულფის ტალღა;

პროგნოზი EUR/USD

  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
  • H1: სამკუთხედი;

პროგნოზი EUR/USD

  • H4: სამკუთხედი;

პროგნოზი EUR/USD

  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:

(მონაცემები თბილისის დროით)

ოთხშაბათი 10 აგვისტო

  • 16:30 – სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსი (აშშ);
  • 16:30 – სამომხმარებლო ფასების ინდექსი (აშშ);
  • 18:30 – ნედლი ნავთობის მარაგი (აშშ);

ხუთშაბათი 11 აგვისტო

  • 16:30 – უმუშევრობის შემწეობის მისაღებად პირველადი განაცხადების რაოდენობა (აშშ);
  • 16:30 – მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI) (აშშ);
Geoforex.info პრიორიტეტი:
  • სამი კვირაა, რაც რაიმე პრინციპული ცვლილება არ მომხდარა. სავაჭრო დიაპაზონი შევიწროვდა 1.0160 -დან 1.0240 შუალედში (შუალედური წინააღმდეგობის დონეები);
  • მარკეტმეიკერებს სავაჭრო დიაპაზონი კვლავ 1.0100 – 1.0300 ფარგლებშია, დანარჩენი გარე, ან დიაპაზონის საზღვრამდე არ მისული მოძრაობა ბაზრის ჩვეულებრივი “ხმაურია”;
  • კვლავ, სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% -ს ზემოთ, საშუალოვადიან ყიდვებზე არ შევდივარ, ისიც ძალიან მყარი დამატებითი სიგნალის წარმოქმნის შემთხვევაში;
  • კვლავ, სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს ფასურ დონეს 1.0100, საშუალოვადიან გაყიდვებზე არ შევდივარ, ისიც ძალიან მყარი დამატებითი სიგნალის წარმოქმნის შემთხვევაში;
  • გრაფიკზე მყარი გაურკვევლობაა გამოხატული, თუნდაც: დახურული კვირის სანთლით (ბზრიალა), H1 და H4 თაიმ-ფრეიმებზე გრაფიკული ფიგურის “სამკუთხედი”-ს წარმოქმნით და რაც მთავარია H4-ზე დაღმავალი ვულფის ტალღით და H1- ზე აღმავალი ვულფის ტალღით, რომლებიც ვიზუალურად ანგელოზებივით გამოიყურებიან და ფასთა მოძრაობისას ტენდენციით ერთმანეთს გადაფარავენ. ანუ ფასის მოძრაობის დიაპაზონს ვულფის ტალღების სივრცეში მოველი და ამ შუალედში ვივაჭრებ, კვლავ მოკლე მონაკვეთებზე;
  • მომავალ კვირაში რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე არ ქვეყნდება, რომელმაც შესაძლებელია რაიმე გარღვევა გამოიწვიოს. ფინანსები ისევ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

კვირის დახურვის ზემოთ:

  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 38%;
  • ფასური დონე 1.0240;
  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი ფასური დონე 1.0300. (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% + ფასური დონე 1.0360;
  • ნულოვანი დონე 1.0400;
  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 76%;

კვირის დახურვის ქვემოთ:

  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.0160;
  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი დონე 1.0100;
  • გრძელვადიანი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76%  + აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 61% (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 76%;

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4

პროგნოზი EUR/USD

D1

პროგნოზი EUR/USD

W1

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …