პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

პროგნოზი ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს.

გასული კვირის პროგნოზების სიგნალების სისწორეში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ შაბლონის, სტატიის სურათების და ტერმინალის გრაფიკის შედარებით.

ტრენდული პრიორიტეტები გასული კვირის სანთლების ფორმის მიხედვით:

  • MN: -- ;
  • W1: დაღმავალი პინბარი ;
  • პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

  • D1: "ამობრუნებული ურო";
  • პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

MACD (12,26,9) დივერგენციები (სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის ფანჯარაში):

  • H1: --;
  • H4: --;
  • D1: --;
  • W1: დაღმავალი დივერგენცია;
  • MN: --;

ვულფის ტალღები:

  • H1: --;
  • H4: --;
  • D1: არაკლასიკური დაღმავალი ვულფის ტალღა.
  • პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

  • W1: დაღმავალი ვულფის ტალღა;
  • პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

  • MN: --;

გრაფიკული ფიგურები:

  • H1: --;
  • H4: სამმაგი მწვერვალი;
  • პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

  • D1: -- ;
  • W1: --;
  • MN: სამმაგი ფსკერი (მუშაობს);
  • პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    Geoforex.info პრიორიტეტი:

    1) w1 გრაფიკზე გვაქვს დაღმავალი პინბარი, რომელიც მინიმუმ მოკლევადიანი კორექციის სახით მაინც მოგვცემს დაღმავალ მოძრაობას. სანთელს დაღმავალი სანთლის შეფერილობაც რომ ჰქონდეს დაღმავალი ტენდენციაზე მსჯელობა უფრო თამამად იქნებოდა შესაძლებელი, რადგან ბოლო ბერიოდში ევრო/დოლარი-ს სავალუტო წყვილზე დაღმავალი პინბარები უმრავლესად ტყდება და მხოლოდ მოკლევადიან კორექციებს გვაძლევს;

    2) w1 გრაფიკზე აგრეთვე გვაქვს დაღმავალი ვულფის ტალღა. ფასი ეს-ესაა შესულია "სვით ზონაში" + კვირის MACD-ი გვიჩვენებს დაღმავალ დივერგენციას + როგორც ზემოთ ავღნიშნე გვაქვს კვირის დაღმავალი პინბარი. მაშასადამე კონცენტრირებულია 3 სიგნალი. რა თქმა უნდა ფასმა შესაძლებელია "სვით ზონაში" ჯერ კიდევ დიდხანს ისეირნოს და ვულფის ამუშავების შემთხვევაში მინიმალურ სამიზნეზე ფასურ დონესთან 1.1540 ბოლომდე არ ჩამოვიდეს, მაგრამ მიმაჩნია რომ აშკარად კარგი სიგნალია. თუმცა ამჟამინდელი ტექნიკური ვითარება დამოკიდებულია ფუნდამენტალურ ვითარებაზე, რომლის შესახებაც ქვემოთ მექნება საუბარი;

    3) d1 გრაფიკზე გვაქვს "შემობრუნებული ურო", რომელიც გვაძლევს აღმავალი მოკლევადიანი კორექციის მოლოდინს;

    4) d1 გრაფიკზე კვლავ ვტოვებ დაღმავალი ვულფის ტალღის კომბინაციას. გასაგები მომენტია, რომ ფასი გაცდა "სვით ზონას" და პრინციპში კლასიკური კონსტრუქცია დაირღვა, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სანამ ვულფის ტალღის მთლიანი კონსტრუქცია არ დაირღვევა, მანამდე ტალღის მიერ შექმნილი ტენდენციის გამორიცხვა არარაციონალურია. ანუ იმისათვის, რომ ეს კონსტრუქცია მთლიანად მოვხსნა გრაფიკიდან, ჯერ ველოდები მის მთლიანად დაშლას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვრიცხავ დაღმავალ საშუალოვადიან ტენდენციას;

    5) როგორც გასული კვირის პროგნოზში ვნახეთ ფასური დონე 1.2300 საკმაოდ მძლავრ წინააღმდეგობის დონედ მოგვევლინა, რომელმაც თავი მოუყარა ფასურ მაქსიმუმებს და h4 გრაფიკზე მოგვცა გრაფიკული ფიგურის "სამმაგი მწვერვალი"-ს ვიზუალიზაცია;

    6) w1 გრაფიკზე კვლავ დაღმავალი დივერგენციაა. ცნობილი ფაქტია რომ დაბალ ტაიმფრეიმებზე დივერგენციის გარდატეხა შედარებით იოლად ხდება, მაგრამ w1 და mn გრაფიკებზე დივერგენციის გარდატეხას ძლიერი იმპულსი ჭირდება, და თუ არ იმპულსი არ გვაქვს და დივერგენცია არ გადატყდა, მაშინ მათი შესარულება საშუალო ან გრძელვადიანი პერსპექტივაა, რაც სიგნალის სიძლიერეზე მიგვითითებს;

    7) mn გრაფიკზე კარგად მუშაობს გრაფიკული ფიგურა "სამმაგი ფსკერი", რაც კორექციისთ - გრძელვადიან, ხოლო კორექციის გარეშე - საშუალოვადიანი პერსპექტივის დროსა და გრაფიკულ სივრცეში განფენილი მოვლენა იქნება, თავის მიზნობრი მაქსიმუმამდე მას 700-800 პუნქტიღა დარჩა;

    ფუნდამენტალური ანალიზის თვალსაზრისით ვხედავთ, რომ არა მარტო ევრო/დოლარ-ზე, არამედ სხვა ვალუტების გრაფიკებზეც დოლარი/იენა, დოლარი/ფრანკი და ა.შ. ჩანს - ბაზარი მზადაა დოლარის საწინააღმდეგო ზრდისთვის. გრაფიკები თითქოსდა გვეუბნებიან რომ, ბოლო დღეების შეჩერებაა, ერთგვარი ამოსუნთქვაა, კორექციაა აღმავალი მოძრამობის გაგრძელების დაწყებამდე. მაგრამ ფუნდამენტალურ ანალიზში როგორც ყოველთვის არსებობს ინტრიგა. 25 იანვარს, ხუთშაბათს, ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომაა, რომელზეც განიხილება დაასრულებს თუ არა ევრობანკი - ბაზრის ლიკვიდურობის ინვერსირების პროგრამას. როგორც ცნობილია ეს პროგრამა უკვე ორჯერ შემცირდა, თუმცა შემცირებული ვარიანტიც საკმაოდ მასშტაბურია. პროგრამის შემცირების ალბათობა 50/50-ზეა. დამატებითი ინტრიგა იმაშიცაა თუ როგორი რეაქცია ექნება ბაზარს შემცირების ან არშემცირების გადაწყვეტილებაზე. არ გამოვრიცხავ როგორც ძლიერ ვარდნას ასევე ძლიერ ზრდას, ანუ ზრდის გლობალური ტენდენციის გაგრძელებას. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ევრობანკის გადაწყვეტილებებზე EUR/USD სავალუტო წყვილის კურსის მოძრაობის დიაპაზონი 350-400 პუნქტის დიაპაზონშია (4 - ნიშნა კოტირებებისათვის). ყველა შემთხვევაში 1.2100 – 1.2300 დიაპაზონიდან ფასის გასვლას ველოდები მომავალი კვირის დასასრულში.

    კვირის დახურვის ზემოთ:

    კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი ანუ 0%-იანი და ასიანი ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩემთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.

    • ფასური დონე 1.2300 + გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი იასამნისფერი არხის ზედა საზღვარი;
    • აღმავალი ლურჯი არხის ზედა საზღვარი;
    • გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი ნარინჯისფერი ფიბონაჩის 38%;
    • გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი იასამნისფერი ფიბონაჩის 61%;
    • გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი ნაცრისფერი არხის ზედა საზღვარი;

    H1(1)

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    H1(2)

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    H4 (1)

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    H4 (2)

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    D1

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    W1

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    MN

    პროგნოზი EUR/USD 22.01-26.01 (2018)

    კვირის დახურვის ქვემოთ:

    კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი ანუ 0%-იანი და ასიანი ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩემთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.

    • გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% + აღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38%;
    • გრძელვადიანი აღმავალი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 50% + აღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 50%;
    • აღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 61% + აღმავალი მწვანე არხის ქვედა საზღვარი;
    • აღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 76%;
    • ფასური დონე 1.1915 + აღმავალი ნარინჯისფერი არხის ქვედა საზღვარი;
    • აღმავალი შავი ფიბონაჩის 23%;
    • გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი იასამნისფერი ფიბონაჩის 38%;
    • გრძელვადიანი დაღმავალი მსხვილი ნარინჯისფერი ფიბონაჩის 23%;
    • აღმავალი შავი ფიბონაჩის ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.1600;

    პროგნოზის შაბლონის გადმოწერა

    კომენტირების ფორმა

    გააკეთეთ კომენტარი

    ქართული კლავიატურა
    0
    • No comments found

    სტატისტიკა

    Яндекс.Метрика
     
     
     
     

    SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

    sll

     

    გაფრთხილება რისკების შესახებ

    საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

    Top