Stop Loss და Take Profit დაყენების წესები

Stop Loss და Take Profit დაყენების წესები

ათასჯერ გავმეორდები, რომ ფორექსზე ვაჭრობა სარისკო საქმეა და ტრეიდერის ძირითადი ამოცანაა შეამციროს შესაძლო ფინანსური დანაკარგები. ამის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია (წესია) სავაჭრო პოზიციის გახსნისთანავე, ან შემდეგ, სპეციალური ორდერების (ბრძანებების, იგივე სტოპ ორდერების) – Stop Loss და Take Profit დაყენება.

ეს ბრძანებები საშუალებას იძლევა დაიხურის ღია ორდერი, ფასის მიერ გარკვეული დონის მიღწევისთანავე. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა ჩართულია თუ არა ტრეიდერის სავაჭრო ტერმინალი.

ორდერის გახსნის შემდეგ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სტოპ ორდერების დაყენების ადგილი, თანაც ისე, რომ მიღწეული იქნას მაქსიმალური მოგება, ან ბაზრიდან გასვლა მინიმალური ზარალით.

Stop Loss ორდერი

ბევრი დამწყები და არა მარტო დამწყები ტრეიდერები იგნორირებას უკეთებს ამ ბრძანებას, იმ მოტივით, რომ ორდერი შესაძლებელია დაიხუროს სტოპ ლოსით, ხოლო შემდეგ ფასი ისევ შემობრუნდეს სასურველი მიმართულებით. პრინციპში, რაციონალიზმს სრულიად მოკლებული მოსაზრება არ არის, მაგრამ სტოპ ლოსის დაუყენებლობის გამო, დეპოზიტის სრულად, ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში, მათი აზრი იცვლება და კითხვა სტოპ ლოსის დაყენება-არდაყენების შესახებ, დღის წესრიგიდან იხსნება.

აღნიშნული ბრძანების დაყენების ერთ-ერთი მეთოდია, მათი განთავსება გრაფიკზე არსებული მინიმუმისა და მაქსიმუმის წერტილებზე.

თუ ბაზარზე დომინირებს აღმავალი ტრენდი და ვხსნით ყიდვის ორდერს, მაშინ ვაანალიზებთ მინიმუმის წერტილებს და სტოპ ლოსს ვაყენებთ ერთ-ერთ მათგანზე. დაღმავალი ტრენდისთვის ვაკეთებთ ანალოგიურად, ოღონდ ამ შემთხვევაში ვეძებთ მაქსიმუმის წერტილებს.

სიტუაციის უკეთ აღქმისათვის შესაძლებელია ავაგოთ ფასური არხი, რომლის მეშვეობითაც კარგად დავინახავთ ფასთა რყევის დინამიკას.

Stop Loss და Take Profit დაყენების წესები

თუ არხის მაქსიმალური სიგანე დაახლოვებით 30 პუნქტს შეადგენს, მაშინ სწორედ ეს ნიშნული იქნება ჩვენი სტოპ ლოსის განთავსების დონე.

სტოპ ლოსის განთავსების მეორე ვარიანტია, მისი დაყენება ისევ და ისევ ფასური არხის ზედა ან ქვედა საზღვრის, ან სულაც ტრენდული ხაზის გამოყენებით. მაგალითად, თუ გახსნილი გვაქვს ყიდვის ორდერი, მაშინ სტოპ ლოსის განთავსება შესაძლებელია მხარდაჭერის, ანუ ფასური არხის ქვედა საზღვრის, ან ტრენდული ხაზის ქვემოთ დაახლოვებით 10-15 პუნქტის დაშორებით.

სტოპ ლოსის განთავსების მესამე ვარიანტია მისი ზომის განსაზღვრა სავაჭრო ვალუტის სახეობიდან (ვოლატილობიდან) გამომდინარე: მაგალითად, GBP = 30-35 პუნქტი, EUR = 25-30 პუნქტი, CHF = 30-35 პუნქტი.

გამოთვლის მეთოდიკა საკმაოდ მარტივია, მისი გამოყენებისას გათვალისწინებულია ისეთი ცნება, როგორიცაა სავალუტო წყვილის ვოლატილობა. საფუძვლად უნდა ავიღოთ ვოლატილობის დღიური მაჩვენებელი, ხოლო სტოპ ლოსი უნდა დადგეს ამ მაჩვენებლის 30 %-ზე. მაგალითად, თუ EUR/JPY სავალუტო წყვილისთვის საშუალო დღიური ვოლატილობა არის 60 პუნქტი, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს დაახლოვებით 20 პუნქტის მანძილზე.

ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ვატიანტი კარგი გამოსაყენებელია 4 საათიანი ტაიმ ფრეიმებისათვის.

მოგების ფიქსაცია – იმის შემდეგ, რაც ფასი სასურველი/პროგნოზირებული მიმართულებით წავა, რეკომენდებულია მოგების ფიქსირება სტოპ ლოსის თანდათანობით გადატანით, მიჩოჩებით ორდერის გახსნის ფასურ დონესთან (იგივე ტრეილინგ სტოპი). ასეთ შემთხვევაში ახალი სტოპ ლოსის დონე იქნება შემდგომი ლოკალური მინიმუმი ან მასიმუმი (ორდერის მიმართულებიდან გამომდინარე).
Take Profit ორდერი
ტეიკ პროფიტ ორდერის მთავარი დანიშნულებაა დახუროს მომგებიანი პოზიცია მითითებულ დონეზე. ორდერი განსაკუთრებით ეფექტურია სიტუაციებში, როდესაც ფასი არ ჩერდება რაიმე დონეზე და მხოლოდ ეხება მას, ხოლო ტრეიდერი ფიზიკურად ვერ ასწრებს დროულ რეაგირებას და მოგების დაფიქსირებას.

ტეიკ პროფიტის დაყენების მთავარი პრინციპი არის ის რომ, იგი აუცილებლად უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე იმავე ორდერის სტოპ ლოსი. რეზულტატად კი მივიღებთ, რომ განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების, თუნდაც დადებითი და უარყოფითი ერთნაირი რაოდენობრივი შედეგების დროსაც კი, მაინც ვიქნებით მოგებაში.

ტეიკ პროფიტის განთავსება სასურველია იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოა ტრენდის შემობრუნება. მისი დაანგარიშებისთვის შესაძლებელია იგივე ფასური არხის გამოყენება. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საპირისპირო მიდგომა, ვიდრე სტოპ ლოსის დაყენებისას. აღმავალი ტრენდის დროს, ტეიკ პროფიტი უნდა დადგეს ფასის საორიენტაციო მაქსიმუმზე – შემდეგ კორექციამდე.

ტეიკ პროფიტის დაყენება შესაძლებელია აგრეთვე საშუალო დღიური ვოლატილობის გათვალისწინებითაც, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია ტრენდის მოძრაობის ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

ტეიკ პროფუტის ალტერნატივად შესაძლებელია ტრეილინგ სტოპის გამოყენება. ასეთი ვარიანტი შესაძლებლობას იძლევა ორდერი (სტოპ ლოსი) გადავიყვანოთ უზარალობის დონეზე, მითითებული პარამეტრების შესაბამისად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

ბევრი ადამიანისათვის ტრეიდინგი საიდუმლოებებით მოცული სფეროა, ზოგიერთის წარმოდგენებით, კი იმისათვის, რომ ფორექსის ბირჟაზე იმუშაო/ითამაშო საკმარისია …