ოფციონი – არის კონტრაქტი, რომელიც საშუალებას იძლევა ვიყიდოთ ან გავყიდოთ აქტივის გარკვეული სახეობა. ფორექსის ბაზარზე ესეთი აქტივებია – ვალუტა, ძვირფასი ლითონები და ენერგომატარებლები.
ამასთან ერთად ოფციონით ვაჭრობისას განისაზღვრება ფასი და ოპერაციის განხორციელების თარიღი, ან პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია, რომ განხორციელდეს ეს ოპერაცია.
ოფციონის მფლობელს უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული, დადოს კონტრაქტი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას გარიგებაზე.
ფორექსზე ოფციონური ვაჭრობის სახით ძირითადად გამოიყენება ბინარული ოფციონები, რომელის შესახებაც ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
აღნიშნული ინსტრუმენტი განკუთვნილია ოპერაციების ჩასატარებლად სავალუტო წყვილებზე, როგორც ვარიანტი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინდექსებზეც. ამასთან ერთად, რისკების ხარისხის ლიმიტირების და შესაძლო მოგების განსაზღვრის უნიკალური შესაძლებლობაც არსებობს.
ოფციონებით ვაჭრობა საკმაოდ მარტივია და დამწყებ ტრეიდერებსაც არ გაუჭირდებათ. ვაჭრობა ხორციელდება ოფციონებით ვაჭრობის სპეციფიკაციის მქონე საბროკერო კომპანიების მეშვეობით, რომელთა ჩამონათვალსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტზე.
ოფციონური ვაჭრობის უპირატესობები:
- მაღლი შემოსავლიანობა – როგორც წესი მოგება გაცილებით უფრო მაღლია, ვიდრე ფულის სხვაგვარ პროექტებში ალტერნატიული ინვესტირებისას;
- გამოყენების სიმარტივე – ტრეიდერს არ სჭირდება კორექციის სიდიდის გათვალისწინება, რთული ანალიზისა და გამოთვლების ჩატარება. საკმარისია განისაზღვროს ძირითადი ტრენდი და შევისყიდოთ ოფციონი;
- მინიმალური რისკი – შეგიძლიათ განსაზღვროთ რისკის ხარისხი ან თანხა, რომლის დაკარვაზე ხართ თანახმა წარუმატებელი გარიგების შემთხვევაში, ასევე გეძლევათ საშუალება წინასწარ განსაზღვროთ მოგების რაოდენობა;
ოფციონური ვაჭრობის პროცესი:
ოფციონური ვაჭრობის პროცესი მარტივია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- ძირითადი პარამეტრების მითითება – ამ ეტაპზე საჭიროა ავირჩიოთ სავაჭრო ინსტრუმენტი, ანუ სავალუტო წყვილი, შემდეგ უნდა მივუთითოთ ოფციონის ფასი, როგორც წესი იგი 1-დან 1000-მდე დიაპაზონში ვარირებს.
- ფასი – გვიჩვენებს სიდიდეს, რომლის დაკარგვაზეც ვართ თანახმა წარუმატებელი გარიგების შემთხვევაში. თუ ვყიდულობთ 10 აშშ დოლარის ღირებულების ოფციონს, მაშინ წარუმატებლობის შემთხვევაში სწორედ ეს თანხა ჩამოგვეჭრება ანგარიშიდან. ამ თანხასვე დაერიცხება მოგება, რაც უფრო დიდია თანხა მით უფრო მეტი მოგება დაერიცხება მას.
- მოქმედების ვადა – როცა დასრულდება ოფციონი, სწორედ ამ მომენტში ფასი უნდა ემთხვეოდეს ჩვენს მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. მაგალითად, თუ ვთამაშობთ კლებაზე, მაშასადამე სავალუტო წყვილის კურსი უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე კონტრაქტის დადებისას;
- მიმართულების ან კონტრაქტის სახეობის არჩევა – ვალუტის კურსის ზრდაზე, კლებაზე, ან უცვლელობაზე. ამ ეტაპზე ძირითად მომენტს წარმოადგენს ტრენდის მოძრაობის პროგნოზირება. საჭიროა განვსაზღვროთ – რა მიმართულებით წავა ფასი დროის მოცემულ შუალედში. ამისათვის ვიყენებთ ეკონომიკურ კალენდარს და ვაფასებთ მოცემული ინსტრუმენტის პროგნოზს;
- მოგების განსაზღვრა – ტერმინალში ამ ღილაკის დაჭერისას დავინახავთ, თუ რა მოგებას მივიღებთ იმ შემთხვევაში – თუ გამოვიცნობთ ფასს, წაგება ჩვენთვის უკვე ისედაც ცნობილია, ვინაიდან იგი რეგულირდება თავად კონტრაქტის ღირებულებით. ამის შემდეგ ვადასტურებთ ოფციონის ყიდვის ოპერაციას;
ოპერაციის განხორციელების შემდეგ ტერმინალში ყოველთვის შევძლებთ ვნახოთ სრული ინფორმაცია დადებული გარიგების შესახებ და ისღა დაგვრჩება, რომ მხოლოდ შედეგს დაველოდოთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით