მარჯინალური ვაჭრობა (Margin Trading) – არის საფინანსო ბაზრებზე ოპერაციების განხოციელება საკრედიტო (მარჯინალური) მხარის გამოყენებით.
საკრედიტო მხარი უპროცენტო კრედიტის მიღების საშუალებას იძლევა, რომლის დროსაც გირაოს სახით წარმოდგენილია კლიენტის საკუთარი ფულადი სახსრები.
საკრედიტო მხარის საშუალებით ტრეიდერის საბრუნავი კაპიტალი იზრდება რამდენიმე ათეულ და ასეულჯერ, რაც თავის მხრივ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ საგრძნობი მოგება სპეკულაციური ოპერაციების განხორციელების გზით.
მარჯინალური ვაჭრობის სქემა შემდეგნაირად გამოიყურება – კლიენტს, ბროკერთან გახსნილ დეპოზიტურ ანგარიშზე შეაქვს თანხა და ირჩევს საკრედიტო მხარის სიდიდეს, რომელიც, როგორც წესი ვარირებს 1-დან 1000-მდე. აღნიშნული მაჩვენებელი ტექსტუალურად იწერება შემდეგი სახით – 1:1, 1:50, ან 1:1000, ბოლო რიცხვი ახასიათებს საკრედიტო მხარს. ოპერაციების განხორციელების დროს დეპოზიტის თანხა იზრდება საკრედიტო მხარის ზომით.
მაგალითად, 100 აშშ დოლარიანი დეპოზიტი, საკრედიტო მხარით 1:1000, სავაჭრო ოპერაციის განხორციელების პროცესში გახდება 100 000 აშშ დოლარი.
მაგრამ კლიენტს შეუძლია განკარგოს მხოლოდ საკუთარი 100 აშშ დოლარი, ხოლო მიღებული კრედიტით შეუძლია მხოლოდ სავაჭრო ოპერაციის განხორციელება.
იმისათვის, რომ ფორექსის საბროკერო კომპანიებმა შესაძლო დანაკარგებისაგან თავი დაიზღვიონ, იყენებენ უზრუნველყოფის გირაოს თანხის სპეციალურ დონეებს, რომლის მიღწევის შემდეგაც ხდება სავაჭრო ოპერაციის იძულებით დახურვა. ასეთი დონეებია Margin Call (მარჯინ ქოლი) და Stop Out (სტოპ აუტი).
- Margin Call – როგორც სახელწოდებიდან ჩანს, აქვს გამაფრთხილებელი ფუნქცია, ამ დონის მიღწევს შემდეგ ბროკერს მიეწოდება სიგნალი საკრედიტო თანხის შესაძლო დაკარვის შესახებ. ამ შემთხვევაში ბროკერს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია დახუროს პოზიცია, ან ღიად დატოვოს იგი, გააჩნია ბაზარზე არსებულ სიტუაციას. როგორც წესი ეს დონე ვარირებს 25-30 პროცენტის ფარგლებში.
- Stop Out – ზემოთ ხსენებული დონისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ზარალიანი პოზიცია ავტომატურად იხურება. დახურვა ხდება იძულების წესით და გამონაკლისების გარეშე. მისი დონე ვარირებს 10-20 პროცენტის ფარგლებში.
ამიტომ, დიდი ზომის საკრედიტო მხარითა და ლოტით ვაჭრობის დროს აუცილებლად ადევნეთ თვალი საგირავნო სახსრებს. ვაჭრობა რეკომენდებულია მცირე ლოტებით და ტრენდის შემობრუნების პირველივე სიგნალების მიღების შემთხვევაში საჭიროა პოზიციის ჰეჯირება, ან წამგებიანი ორდერების დახურვა.
მარჯინალური ფულადი სახსრების გაზრდა, სავაჭრო რისკის ზრდის პირდაპირპროპორციულია. იგი ამცირებს პოზიციისა და დეპოზიტის მდგრადობას, კორექციისა და ფასური რყევების შემთხვევაში. ამიტომ 1:100-ზე უფრო მეტი ზომის საკრედიტო მხარის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ შიდა დღიური ვაჭრობის დროს – მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე. ვაჭრობას სჭირდება მუდმივი კონტროლი ტრეიდერის მხრიდან.
ზარალის მინიმიზაციისათვის გამოყენებული უნდა იქნას სტოპ ორდერები – სტოპ ლოსი, ტეიკ პროფიტი, ან ტრეილინგ სტოპი. თუ, Stop Out-ის შემთხვევაში ტრეიდერის დანაკარგი იქნება, მთლიანი დეპოზიტის 80 %-ზე მეტი, სტოპ ორდერების დაყენებით შესაძლებელი ხდება შესაძლო ზარალის წინასწარ დაგეგმვა და შემოფარგვლა. სტოპ ორდერების განთავსებით, ტრეიდერი თავად აფიქსირებს, თავისთვის მისაღებ ზარალის რაოდენობის მაჩვენებელს. სხვადასხვა თეორიის მიხედვით ზარალის დონე უნდა ვარირებდეს 2-5-10 პროცენტის ფარგლებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით