ერთი ფორექს ლოტის ღირებულება

ერთი ფორექს ლოტის ღირებულება

იმისათვის, რომ სწორად გავთვალოთ სავაჭრო პოზიციის მოცულობა, საჭიროა ვიცოდეთ, რა ღირს ერთი ფორექს ლოტი ამა თუ იმ ვალუტისთვის.

ერთი ლოტის სიდიდე სტანდარტულია და უდრის, სავალუტო წყვილში საბაზო ვალუტის 100 000 ერთეულს.

მაგრამ ანგარიშების ძირითადი მასა იხსნება აშშ დოლარებში, ამიტომ საჭიროა არც თუ ისეთი რთული გამოთვლების ჩატარება, იმისათვის, რომ მოცულობა გადავიყვანოთ ანგარიშის ვალუტაში.

დაანგარიშება ხდება სავალუტო წყვულების კოტირებების საფუძველზე, მარტივად რომ ვთქვათ – ჩვეულებრივი გამრავლებით. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თუ წყვილში საბაზო ვალუტა არის აშშ დოლარი, მაშინ ერთი ლოტი უდრის 100 000 აშშ დოლარს.

მაგალითად, გამოვთვალოთ ერთი ლოტის ღირებულება სავალუტო წყვილისთვის GBP/USD, სადაც ერთი ბრიტანული ფუნტის – Bid 1,5482 Ask 1,5484. დაანგარიშებისთვის ავიღოთ უფრო მაღალი ფასი, ანუ Ask 1,5484.

1 ლოტი GBP/USD არის 100 000 х 1,5484 = 154 840 აშშ დოლარი.

ამ შემთხვევაში საქმე ძალიან მარტივადაა, მაგრამ, როდესაც წყვილში აშშ დოლარი არ მონაწილეობს, მაშინ ერთი ლოტის გამოთვლა ოდნავ რთულდება – ლოტს ვითვლით ისე, რომ ვიყენებთ დოლარის კურსს საბაზო ვალუტასთნ მიმართებაში.

მაგალითად, გამოვითვალოთ წყვილისთვის EUR/CAD. ვნახოთ ევროს კურსი დოლართან მიმართებაში. 1 ლოტი EUR/USD არის Ask 1.2483 х 100 000 = 124 830 აშშ დოლარი.

მაშასადამე, EUR/CAD სავალუტო წყვილის ერთი ლოტის საყიდელად ჩვენ დაგვჭირდება 124 830 აშშ დოლარი.

როგორც თავად ხედავთ, ლოტის გამოთვლებში არაფერია რთული და უბრალოდ მარტივი არითმეტიკაა. მთავარია ორიენტირება მოვახდინოთ სავალუტო წყვილის საბაზო ვალუტაზე და საკუთარი დეპოზიტის ვალუტაზე, ხოლო შემდეგ გამოვიყენოთ მიმდინარე კოტირება.

გარდა ამისა, ერთი ფორექს ლოტის გამოთვლის დროს საჭიროა გაითვალისწინოთ ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორებიცაა:
  • 1. ლოტის წილადური ნაწილები – ვაჭრობა შესაძლებელია, არა მხოლოდ მთლიანი ლოტებით, არამედ წილადებითაც, მაგალითად 0,1 ლოტით. ამ შემთხვბევაში გარიგების მოცულობა მცირდება 10 ჯერ;

ასევე არსებობს მიკრო ლოტები. მათ გამოიყენებენ ცენტურ ანგარიშზე ვაჭრობის დროს. ამ შემთხვევაში ლოტის ზომა, სტანდარტული ლოტის ზომაზე 100 ჯერ ნაკლებია.

  • 2. საკრედიტო მხარი – შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვნად გაზარდოთ საკუთარი კაპიტალი. მაგალითად, იმისათვის, რომ იყიდოთ EUR/USD ერთი ლოტი, 1:100 საკრედიტო მხარის პირობებში, საჭიროა არა 124 830 აშშ დოლარი (როგორც ზემოთ მაგალითშია აღწერილი), არამედ მხოლოდ 1 248 აშშ დოლარი;
  • 3. გირავნობის თანხა – მას შემდეგ, რაც გახსნით სავაჭრო პოზიციას, დეპოზიტის თანხის ნაწილი გადავა საგირავნო უზრუნველყოფისათვის. ხოლო დეპოზიტის დანარჩენი თანხა იქნება თავისუფალი და შეძლებთ გახსნათ სხვა, რამდენიმე დამატებითი ორდერიც (გააჩნია თავისუფალი თანხის რაოდენობას). რეზულტატში კი, შესაძლებელია სავაჭრო მოცულობების გაზრდა რამდენჯერმე. რა თქმა უნდა ესეთი ქმედება ზრდის ვაჭრობის რისკს, ფასის უეცარი, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის შედეგად, შესაძლებელია გარიგება იძულების წესით დახუროს ბროკერმა, დეპოზიტზე არასაკმარისი თანხის გამო;

ერთი ლოტის ღირებულების ცოდნა საჭირო, მაგრამ არა პირველხარისხოვანი ცნებაა. მთავარია სწორად განსაზღვროთ ორდერის მოცულობა ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს დეპოზიტის თანხის რაოდენობას, ძალიან არ დატვირთოს იგი და გაუძლოს გაუთვალისწინებულ რყევებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

ბევრი ადამიანისათვის ტრეიდინგი საიდუმლოებებით მოცული სფეროა, ზოგიერთის წარმოდგენებით, კი იმისათვის, რომ ფორექსის ბირჟაზე იმუშაო/ითამაშო საკმარისია …