სარჩევი
iPanel Trend Indicator – არის მარტივი ინდიკატორი, რომელიც საკმაოდ ზუსტად ავლენს ტრენდის მიმართულებას, ანუ მიმდინარე ფასის მოძრაობის მიმართულებას.
ზოგიერთი ტრეიდერის აზრით, ასეთი ტიპის ინდიკატორები საკმაოდ ქმედით ინსტრუმენტებს წარმოადგენენ ფორექსზე ვაჭრობის დროს. რადგან ფასის მოძრაობის მიმართულების სწორი განსაზღვრა, არცერთ ჭკუათმყოფელ ტრეიდერს არ მისცემს საშუალებას გახსნას ორდერი ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით და შესაბამისად დააზარალოს დეპოზიტი.
iPanel Trend Indicator ინდიკატორის კონფიგურაცია მარტივია და ვიზუალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელი.
სავალუტო წყვილის გრაფიკზე ინდიკატორის განთავსების შემდეგ, სავაჭრო ტერმინალის ფანჯარაში გამოჩნდება ორიდან ერთ-ერთი წარწერა: UP – აღმავალი ტრენდი, ან DOWN – დაღმავალი ტრენდი.
- UP – წარწერა გამოისახება მწვანე ფერით, რომლის დროსაც ტრეიდერისთვის რეკომენდებულია ყიდვის ორდერების გახსნა.
- DOWN – წარწერა გამოისახება წითელი ფერით, რომლის დროსაც ტრეიდერისთვის რეკომენდებულია გაყიდვის ორდერების გახსნა.
გრაფიკზე ასევე გამოისახება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს დომინირებული ტრენდის ძალას. მას გააჩნია ორი პარამეტრი: STRONG (ძლიერი) და WEAK (სუსტი). ამ პარამეტრების გათვალისწინება მიზანშეწონილია ხანგრძლივ ვადიანი ორდერების გახსნის დროს. ძლიერი მოძრაობის მაჩვენებლის ცვლილება სუსტი მოძრაობის მაჩვენებელზე, მიუთითებს ტრენდის შემობრუნების ალბათობაზე, ამიტომ ამ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
iPanel Trend Indicator მუშაობის მაგალითი
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით