ინდიკატორი Stochastic (ალტერნატიული ხედვა)

ინდიკატორი Stochastic (ალტერნატიული ხედვა)

ინდიკატორი Stochastic – განკუთვნილია საბაზრო სიტუაციისათვის, როდესაც ბაზარზე არის სუსტი ტრენდი. მისი მუშაობის პრინციპია – უკვე გასული რაიმე ინტერვალის დახურვის ფასებისა და ფასების ცვლილების საზღვრების ანალიზი და შედარება.

ინდიკატორი Stochastic განსაზვრავს:

თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად ბაზარი, კონკრეტულად კი – გაჯერებული გაყიდვის, თუ გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაში.

ოსცილატორის მუშაობა ეფუძნება იმ თეორიას, რომ ბაზარზე არსებული აღმავალი ტრენდის დროს, ბაზრის დახურვა ხდება პირველი ფასური დიაპაზონის საზღვართან (წინააღმდეგობის დონესთან), თუ დახურვა მოხდა მხარდაჭერის დონესთან, მაშინ, როგორც წესი ბაზარზე დაღმავალი ტრენდია.

ინდიკატორის სწორი მუშაობისათვის საჭიროა მას დავუყენოთ საკონტროლო დონეები, როგორც წესი ესენია მინიმალური – 20-იანი დონე და მაქსიმალური 80-იანი დონე. ინდიკატორის მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია განვსაზღვროთ თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ბაზარი. თუ Stochastic Oscillator დაეშვა თავისი 20-იანი დონის ქვემოთ, მაშასადამე ბაზარი გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობაშია, თუ Stochastic Oscillator-ს მაჩვენებელი (მრუდი) იმყოფება თავისი 80-იანი დონის ზემოთ, მაშასადამე ბაზარი ბაზარი იმყოფება გაჯერებული ყიდვების მდგომარეობაში.

ინდიკატორი Stochastic გრაფიკზე წარმოდგენილია ორო მრუდით:

ინდიკატორი Stochastic

  • წითელი წყვეტილი მრუდი (ჩვენ შემთხვევაში) გვიჩვენებს მცოცავ საშუალოს;
  • ლურჯი მრუდი – Stochastic-ის მთავარი მრუდია;
  • ყიდვა ხორციელდება მაშინ, როდესაც Stochastic იმყოფება გაჯერებული გაყიდვების ზონაში, ვინაიდან პერსპექტივაში მოსალოდნელია ფასის ზრდა;
  • გაყიდვა ხორციელდება მაშინ, როდესაც Stochastic იმყოფება გაჯერებული ყიდვების ზონაში, ვინაიდან პერსპექტივაში მოსალოდნელია ფასის კლება;
  • როგორც წესი პოზიცია იხურება მაშინ, როდესაც ინდიკატორი გამოდის ზემოთაღნიშნული რომელიმე ზონიდან (გააჩნია ღია პოზიციის მიმართულებას).

ოსცილატორი Stochastic არის საკმაოდ მარტივი ინდიკატორი. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება ძირითად საბაზრო კანონებს, ამიტომ გარიგებები, რომლებშიც მონაწილეობს ეს ინდიკატორი გამოირჩევა დადებითი რეზულტატების საკმაოდ მაღალი პროცენტით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ …