ფორექსის სტრატეგია "ვაჭრობა დიაპაზონის შუიდან"

ფორექსის სტრატეგია “ვაჭრობა დიაპაზონის შუიდან”

ფორექსის სტრატეგია – “ვაჭრობა დიაპაზონის შუიდან” ძალზე მარტივია.

ფორექსის სტრატეგია “ვაჭრობა დიაპაზონის შუიდან” – ალგორითმი
  • ყიდვის ორდერი დაიდება იმ შემთხვევაში, თუ ფასი (იაპონური სანთელი ან ბარი) ბოლო დასრულებული მოძრაობის შუა დიაპაზონზე ზემოთაა, ანუ ფიბონაჩის კორექციული მოძრაობის 50%-ზე ზემოთ.

ხოლო,

  • გაყიდვის ორდერი დაიდება იმ შემთხვევაში, თუ ფასი (იაპონური სანთელი ან ბარი) ბოლო დასრულებული მოძრაობის შუა დიაპაზონზე ქვემოთაა, ანუ ფიბონაჩის კორექციული მოძრაობის 50%-ზე ქვემოთ.

გაყიდვის და ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ვაჭრობა დიაპაზონის შუიდან"

სტრატეგია რთული გამოსაყენებელია დროის დიაპაზონში, რომელიც აღემატება რამდენიმე დღეს. იგი უფრო მისაღებია შიდა დღიური ვაჭრობისთვის. აგრეთვე იმ ვითარებაში, როდესაც საჭიროა სავაჭრო პოზიციის შენარჩუნება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში გრაფიკის ტექნიკური ანალიზი უნდა განხორციელდეს დღიური ან კვირეული დროის ინტერვალის მიხედვით.

ბაზრის ფასის თანამიმდევრულად გამოხატული 1 ან 2 ტრენდის ფიბონაჩის ინდიკატორის მიხედვით 50%-იანი ზღვარის განსაზღვრა არ წარმოადგენს სირთულეს. რთულია დამადასტურებელი სიგნალის მიღება.

სამწუხაროდ, დამადასტურებელი სიგნალის მიღების მარტივი რეცეპტი არ არსებობს, ვინაიდან 50%-იან სასაზღვრო ზოლთან არაფერი ცალსახად არ მიგვითითებს იმაზე, თუ რა მოხდება ბაზარზე. თავად ბაზარი კი გამოიყურება ისე, თითქოს მზად არის იმოძრაოს ნებისმიერი მიმართულებით.

შესვლა უნდა ვაწარმოოთ ფიბონაჩის ნებისმიერ დონესთან ან ბაზარზე არსებული ლოკალურ მინიმუმებთან ან მაქსიმუმებთან – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოგების აღება გვსურს და რაოდენ გამართლებულია რისკი.

გრაფიკზე გამოსახულია ყიდვის ორდერები აღმავალი ტრენდის დროს ჩამოყალიბებული ფასთა დიაპაზონის შუის ზემოთ და გაყიდვის ორდერები იმავე დონის ქვემოთ დაღმავალი ტრენდის დროს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %”

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი …