ფორექსის შაბლონის ინსტალაცია სავაჭრო ტერმინალში

არ გამიგია, არ წამიკითხავს და არც ვიცი, რომ ფორექსზე ვინმე სუფთა სავალუტო გრაფიკით ვაჭრობდეს. ფორექსზე ვაჭრობისთვის აუცილებელია ტრეიდერის მოთხოვნებისადმი მორგებული გარკვეული სტრატეგია, ხოლო ფორექსის ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიისთვის სავაჭრო ტერმინალის სავალუტო წყვილის გრაფიკზე დაიტანება სხვადასხვა გრაფიკული ფიგურები და ინდიკატორები.მათ ერთობლიობას ეწოდება ფორექსის სტრატეგიის შაბლონი.

ინტერნეტ სივრცეში მრავლად მოიპოვება სტრატეგიები და იმისათვის, მომხმარებელს გაუადვილდეს მისი გაცნობა და აღქმა, სტრატეგიის ავტორები სტრატეგიას თან აყოლებენ შაბლონს, რომელშიც უკვე ჩატვირთულია ესა თუ ის ინდიკატორი, ან სხვა გრაფიკული გამოსახულება შესაბამისი სტრატეგიისთვის საჭირო პარამეტრებით. რის შედეგადაც მომხმარებელს ამ შაბლონის თავის კომპიუტერში ჩამოტვირთვისა და სავაჭრო ტერმინალში დაყენების შესაძლებლობა ექმნება.

ინსტრუქცია განკუთვნილია სავაჭრო ტერმინალის Meta Treader 4-ისთვის.

შექმნილი შაბლონის დამახსოვრება

  • 1) ინდიკატორებისა და გრაფიკული ინსტრუმენტების გამოყენებით შექმენით ნებისმიერი სირთულის შაბლონი.

    1) ინდიკატორებისა და გრაფიკული ინსტრუმენტების გამოყენებით შექმენით ნებისმიერი სირთულის შაბლონი.
  • 2) დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს,რათა ეკრანზე გამოვიდეს დიალოგური ფანჯარა.

    2) დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს,რათა ეკრანზე გამოვიდეს დიალოგური ფანჯარა.
  • 3) დიალოგურ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Template.

    3) დიალოგურ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Template.
  • 4) დააჭირეთ ჩანართს Template, რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი დიალოგური ფანჯარა, მასში დააჭირეთ ჩანართს

    4) დააჭირეთ ჩანართს Template, რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი დიალოგური ფანჯარა, მასში დააჭირეთ ჩანართს
  • 5) გაიხსნება ჩვენს მიერ შექმნილი შაბლონის შენახვის ადგილმდებარეობის პარამეტრი. საწყისი პარამეტრებით შაბლონი ინახება სავაჭრო ტერმინალის შაბლონების კატალოგში მისამართზე: C/Program Files/ * თქვენი ფორექსის ბროკერის სავაჭრო ტერმინალის სახელი*/templates.

    5) გაიხსნება ჩვენს მიერ შექმნილი შაბლონის შენახვის ადგილმდებარეობის პარამეტრი. საწყისი პარამეტრებით შაბლონი ინახება სავაჭრო ტერმინალის შაბლონების კატალოგში მისამართზე: C/Program Files/ * თქვენი ფორექსის ბროკერის სავაჭრო ტერმინალის სახელი*/templates.
  • 6) შენახვის ადგილმდებარეობის პარამეტრების ქვედა ველში ავტომატურად ჯდება სახელი template_name.

    6) შენახვის ადგილმდებარეობის პარამეტრების ქვედა ველში ავტომატურად ჯდება სახელი template_name.
  • 7) ავტომატური, სისტემური სახელი template_name შეგიძლიათ და უნდა შეცვალოთ თქვენთვის სასურველი სახელით, მაგალითად new-shablon და იმავე ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭიროთ ღილაკს Save და შეინახოთ ეს შაბლონი.

    7) ავტომატური, სისტემური სახელი template_name შეგიძლიათ და უნდა შეცვალოთ თქვენთვის სასურველი სახელით, მაგალითად new-shablon და იმავე ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭიროთ ღილაკს Save და შეინახოთ ეს შაბლონი.

ფორექსის შაბლონის კომპიუტერზე ჩამოტვირთვა და ტერმინალში დაყენება.

ვთქვათ, რომელიმე საიტზე მოგვეწონა სტრატეგია და გვსურს მისი ტესტირება online რეჟიმში. როგორც წესი, სტრატეგიების აღწერისას, სტატიის თავში ან ბოლოში, ავტორი გადმოსაწერად ათავსებს სტრატეგიის შაბლონს. მაგალითისთვის ავიღოოთ ჩვენი საიტი GeoForex.info.

  • 1) თითქმის ყველა სტრატეგიის აღწერის ბოლოს არის ბმული, რომელიც გთავაზობთ ამ სტრატეგიის შაბლონის გადმოწერას.

     1) თითქმის ყველა სტრატეგიის აღწერის ბოლოს არის ლინკი, რომელიც გთავაზობთ ამ სტრატეგიის შაბლონის გადმოწერას.
  • 2) დააჭირეთ მას და გამოვა ფაილის გადმოწერის დიალოგური ფანჯარა.

    2) დააჭირეთ მას და გამოვა ფაილის გადმოწერის დიალოგური ფანჯარა.
  • 3) შეინახეთ იგი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე კომპიუტერში.

    3) შეინახეთ იგი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე კომპიუტერში.
  • 4) როგორც წესი შაბლონები არის დაარქივებულ ფორმატში (ZIP ან RAR არქივები).

    4) როგორც წესი შაბლონები არის დაარქივებულ ფორმატში (ZIP ან RAR არქივები).
  • 5) მაუსუს მარჯვენა ღილაკის დაჭერით გამოიყვანეთ დიალოგური ფანჯარა.

    5) მაუსუს მარჯვენა ღილაკის დაჭერით გამოიყვანეთ დიალოგური ფანჯარა.
  • 6) დიალოგურ ფანჯარაში დააჭირეთ პუნქტს Open.

    6) დიალოგურ ფანჯარაში დააჭირეთ პუნქტს Open.
  • 7) განაარქივეთ ფაილი.

    7) განაარქივეთ ფაილი.
  • 8) ფაილი განთავსდება (განარქივდება) იმავე სახელწოდების კატალოგში.

    8) ფაილი განთავსდება (განარქივდება) იმავე სახელწოდების კატალოგში.
  • 9) კატალოგის გახსნის შემდეგ ჩვენ დავინახავთ შაბლონის ფაილს.

    9) კატალოგის გახსნის შემდეგ ჩვენ დავინახავთ შაბლონის ფაილს.
  • 10) მაუსისი მარვენა ღილაკით გამოიტანოთ დიალოგური ფანჯარა.

    10) მაუსისი მარვენა ღილაკით გამოიტანოთ დიალოგური ფანჯარა.
  • 11) დააკოპირეთ ან ამოჭერით შაბლონის ფაილი.

    11) დააკოპირეთ ან ამოჭერით შაბლონის ფაილი.
  • 12) გადადით იმ დისკზე სადაც დაინსტალირებულია სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4. როგორც წესი პროგრამები ინსტალირდება C დისკზე. გახსენით დისკი.

    12) გადადით იმ დისკზე სადაც დაინსტალირებულია სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4. როგორც წესი პროგრამები ინსტალირდება C დისკზე. გახსენით დისკი.
  • 13) გახსენით პროგრამების სისტემური კატალოგი Program Files.

    13) გახსენით პროგრამების სისტემური კატალოგი Program Files.
  • 14) გახსენით თქვენი ბროკერის სავაჭრო ტერმინალის კატალოგი.

    14) გახსენით თქვენი ბროკერის სავაჭრო ტერმინალის კატალოგი.
  • 15) ტერმინალის კატალოგში გახსენით კატალოგი Templates.

    15) ტერმინალის კატალოგში გახსენით კატალოგი Templates.
  • 16) კატალოგში Templates ჩაწერეთ დაკოპირებული შაბლონის ფაილი.

    16) კატალოგში Templates ჩაწერეთ დაკოპირებული შაბლონის ფაილი.
  • 17) გახსენით სავაჭრო ტერმინალი.

    17) გახსენით სავაჭრო ტერმინალი.
  • 18) მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოიყვანეთ დიალოგური ფანჯარა.

    18) მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოიყვანეთ დიალოგური ფანჯარა.
  • 19) გადადით ჩანართზე Template.

    19) გადადით ჩანართზე Template.
  • 20) ჩანართზე Template-ს მაუსის გადასვლის შემდეგ გამოვა ახალი დიალოგური ფანჯარა. ამ ფანჯარაში გამოვა ჩანართი Load Template, დააჭირეთ მას.

    20) ჩანართზე Template-ს მაუსის გადასვლის შემდეგ გამოვა ახალი დიალოგური ფანჯარა. ამ ფანჯარაში გამოვა ჩანართი Load Template, დააჭირეთ მას.
  • 21) გამოვა დიალოგური ფანჯარა საწყისი პარამეტრებით კატალოგი მისამართით: C/Program Files/ * თქვენი ფორექსის ბროკერის სავაჭრო ტერმინალის სახელი*/templates.

    21) გამოვა დიალოგური ფანჯარა საწყისი პარამეტრებით კატალოგი მისამართით: C/Program Files/ * თქვენი ფორექსის ბროკერის სავაჭრო ტერმინალის სახელი*/templates.
  • 22) ამ ფაჯარაში აირჩიეთ ახლად ჩაწერილი ან ნებისმიერი სხვა შაბლონის ფაილი და ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Open.

    22) ამ ფაჯარაში აირჩიეთ ახლად ჩაწერილი ან ნებისმიერი სხვა შაბლონის ფაილი და ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Open.
  • 23) ეკრანზე დავინახავთ, რომ გრაფიკი შეიცვალა და გამოჩნდა ჩვენს მიერ ჩატვირთული ფაილი.

    23) ეკრანზე დავინახავთ, რომ გრაფიკი შეიცვალა და გამოჩნდა ჩვენს მიერ ჩატვირთული ფაილი.
  • 24) ზოგიერთ შემთხვევაში ახლად ჩატვირთული შაბლონის ფაილი გრაფიკზე არაკორექტულად ჩანს. ამის გამოსასწორებლად მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოიყვანეთ დიალოგური ფანჯარა. სადაც გამოჩნდება ღილაკი Refresh, რომელზე დაჭერის შემდეგ გრაფიკი განახლდება, შაბლონი გასწორდება და კორექტულად გამოჩნდება.

    24) ზოგიერთ შემთხვევაში ახლად ჩატვირთული შაბლონის ფაილი გრაფიკზე არაკორექტულად ჩანს. ამის გამოსასწორებლად მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოიყვანეთ დიალოგური ფანჯარა. სადაც გამოჩნდება ღილაკი Refresh, რომელზე დაჭერის შემდეგ გრაფიკი განახლდება, შაბლონი გასწორდება და კორექტულად გამოჩნდება.

გასათვალისწინებელია, რომ:

კვირის დასაწყისში ორშაბათს, როდესაც სავაჭრო ტერმინალი ამუშავდება, შესაძლებელია გრაფიკული ანალიზის მიხედვით შექმნილი შაბლონის ზოგიერთი სატრენდო ხაზი, ან ფიბონაჩის ინდიკატორის და გრაფიკული ნიშნულები ასცდეს დანიშნულების წერტილებს. ეს არ ეხება მხოლოდ ინდიკატორებით შექმნილ შაბლონებს. ამიტომ, გრფიკულ შაბლონებთან მუშაობისას საჭიროა შაბლონის შექმნის შემდეგ შექმნათ გრაფიკის სურათი სხვადასხვა ტაიმფრეიმებისათვის სასურველი D1, H4, H1 და ორშაბათობით ამ სურათების მიხედვით გაასწოროთ ეს ნიშნულები. აგრეთვე სურათები საჭიროა, იმისთვის, რომ გაუგზავნოთ თქვენი ილუსტრირებული მოსაზრება მიმდინარე სიტუაციის შესახებ თქვენს ტრეიდ-პარტნიორს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top