ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA” ძალიან მარტივი სტრატეგიაა, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ერთ ინდიკატორი მცოცავ საშუალო (Moving Average).
- თაიმფრეიმი: ნებისმიერი (რჩევა 15 წუთიანი თაიმ-ფრეიმის ქვემოთ არ ივაჭროთ);
- სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორს:
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს ინდიკატორი დახურვის ფასით, პერიოდი 8 (EMA(8), close);
ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA” – ალგორითმი
გაყიდვა:
ვუცდით სანთელს რომელიც ინდიკატორს გადაკვეთს ზემოდან ქვემოთ და დაიხურება ინდიკატორის ქვემოთ. ამის შემდეგ ვაკვირდებით მომდევნო სანთლებს. თუ მომდევნო 5-15 სანთელი (პირველი გადამკვეთი სანთლის ჩათვლით) ასევე დაიხურა იდიკატორის ქვემოთ, მაშინ ვაკვირდებით იმ სანთელს რომელიც ბრუნდება ინდიკატორთან. ამ სანთლის ინდიკატორთან მიახლოების ან გადაკვეთისას ვხსნით გაყიდვის ორდერს.
გრაფიკზე ნაცისფერი მართკუთხედები – ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიმდინარეობს ათვლა ინდიკატორის პირველი გადაკვეთიდან მის უკუ გადაკვეთა-შეხებამდე. დანარჩენი, მგონი ისედაც გასაგებია.
გაყიდვის მაგალითი
ყიდვის მაგალითი
- სტოპ-ლოსი: 40-70 პუნქტი
- თეიკ-პროფიტი: სტოპ-ლოსს მინუს 10 პუნქტი
- ღია სავაჭრო პოზიცია გადაგვაქვს უზარალობის დონეზე, როგორც კი ფასს პროფიტამდე 5 პუნქტი აკლია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით