ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“ და მისი მოდიფიკაციები საკმაოდ პოპულარულია და ამავე დროს მარტივი ალგორითმით, რაც მთავარია საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.
- სავალუტო წყვილი: ნებისმიერი, მათ შორის კროს კურსებიც;
- ტაიმ ფრეიმი: H1;
გარფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო (Exponential MovingAverages): EMA 9 (სურათზე და შაბლონში ლურჯი ფერის) და EМА 30 (სურათზე და შაბლონში წითელი ფერის). ორიცე გამოყენებული close-ის მიმართ (ფასების დახურვის მიმართ);
- ინდიკატორი Momentum პერიოდით 14 და ჰორიზონტალური ხაზით 100-იან დონეზე, გამოყენებული close-ის მიმართ (ფასების დახურვის მიმართ);
- გრაფიკზე ვავლებთ სატრენდო ხაზს ტომ დემარკის (TD) მეთოდის მიხედვით (სამი მაქსიმუმის, ან სამი მინიმუმის შემაერთებელი ხაზი), თუმცა დასაშვებია ჩვეულებრივი სატრენდო ხაზის გამოყენებაც;
უნდა აღინიშნოს, რომ ტრენდული ხაზი ძალიან კარგ ფილტრს წარმოადგენს ამ სტრატეგიაში.
ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“ – ალგორითმი
ყიდვა:
- 9 ЕМА გადაკვეთს 30 ЕМА- ქვემოდან ზემოთ;
- ინდიკატორი Momentum იმყოფება თავისი 100-იანი დონის ზემოთ;
- ფასი გაარღვევს დაღმავალი მიმართულების სატრენდო ხაზს ქვემოდან ზემოთ;
ორდერი იხსნება, ახალი ერთსაათიანი სანთლის გახსნის მომენტში. ეს საჭიროა რათა დავრწმუნდეთ – მცოცავი საშუალოების გადაკვეთასა და სატრენდო ხაზის რეალურ გარღვევაში.
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- 9 ЕМА გადაკვეთს 30 ЕМА- ზემოდან ქვემოთ;
- ინდიკატორი Momentum იმყოფება თავისი 100-იანი დონის ქვემოთ;
- ფასი გაარღვევს აღმავალი მიმართულების სატრენდო ხაზს ქვემოდან ზემოთ;
ორდერი იხსნება, ახალი ერთსაათიანი სანთლის გახსნის მომენტში.
გაყიდვის მაგალითი:
შენიშვნა: დასაშვებია, რომ მცოცავი საშუალოების გადაკვეთა მოხდეს სატრენდო ხაზის გარღვევის შემდეგ.
- სტოპ ლოსი დგება ბაზარზე შესვლის ადგილიდან 40 პუნქტის დაშორებით.
- ტეიკ პროფიტი დამოკიდებულია სავალუტო წყვილის ვოლატილობასა და ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. მიახლოებით 80 – 150 პუნქტი.
- ორდერის გახსნის შემდეგ მიზანშეწონილია ორდერს დავადევნოთ ტრეილინგ სტოპი 5-10 პუნქტიანი ბიჯით.
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით