ფორექსის სტრატეგია “ტკბილი ეტლი” (Sweet Chariot), (ზოგიერთი ლიტერატურაში იგი მოხსენებულია სახელწოდებით “ეტლის ტექნიკა”) შესაძლებლობას იძლევა, როდესაც ბაზარზე ფასი თანდათან იზრდება (აღმავალი ტრენდი), მაგრამ ამავდროულად ხდება დიდი უკუსვლები/კორექციები. სტრატეგია აგრეთვე ეფექტურია, როდესაც ხდება ფასის კონსოლიდაცია, მაგრამ ძირითადი ტრენდი აუცილებლად აღმავალი უნდა იყოს.
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
- ტაიმ ფრეიმი: D1, W1 (თუმცა შესაძლებელია H4 და H1);
გრაფიკზე ვაყენებთ მხოლოდ ერთ ინდიკატორს:
- მცოცავი საშუალო SMA (40) გამოყენებული close. (ანუ 40 -დღიანი მცოცავი საშუალო);
ფორექსის სტრატეგია “ტკბილი ეტლი” (Sweet Chariot) – ალგორითმი
- ბაზარზე უნდა იყოს აღმავალი ტრენდი;
- ფასმა ინდა განახორციელოს კორექცია, გაარღვიოს მცოცავი საშუალო ზემოდან ქვემოთ, ხოლო შემდეგ ისევ უნდა გაარღვიოს მცოცავი საშუალო ქვემოდან ზემოთ;
- როდესაც ფასი იმყოფება ფლეტში (მკვეთრი რყევების გარეშე) და ასრულებს რხევით მოძრაობას მცოცავი საშუალოს ირგვლივ, სავაჭრო პოზიციები არ იხსნება;
- პირველივე სანთელზე, რომელმაც გაარღვია მცოცავი საშუალო ქვემოდან ზემოთ, რომლის ტანის მინიმუმ 80% მაინც იმყოფება მცოცავი საშუალოს ზემოთ, აგრეთვე არ წარმოადგენს დაღმავალ პინბარს, ანუ სანთელს მოკლე ტანით და ჩრდილოეთისკენ მიმართული გრძელი კუდით და დაიხურა ფასური დიაპაზონის ზედა ნაწილში, მაშინ:
- ამ სანთლის დახურვის ზემოთ 5-10 პუნქტის დაცილებით ვდებთ buy stop გადადებულ ორდერს. ამ სანთელს ეწოდება “შესვლის სანთელი”;
- სტოპ ლოსი: “შესვლის სანთლის” წინა სანთლის მინიმუმზე ან თავად “შესვლის სანთლის” მინიმუმზე, იმ შემთხვევაში თუ “შესვლის სანთლის” მინიმუმის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა სანთლის მინიმუმის ფასი;
- ტეიკ პროფიტი: მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა რეკომენდებულია ორდერის პირველის ნაწილის დახურვა წინა კორექციის საწყის ფასზე, ხოლო ორდერის მეორე ნაწილის დადევნება ტრეილინგ სტოპით, რომლის სიდიდე დამოკიდებულია სავალუტო წყვილზე და მიმდინარე საბაზრო სიტუაციაზე;
სტრატეგიის ავტორის სპეციფიკაციით – გაყიდვის პოზიციები ამ სტრატეგიაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ შესაძლებელია გაყიდვის პოზიციების გახსნაც, თუ იგივე წესებით ვიმოქმედებთ, ოღონდ სარკისებური პროექციით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით