ფორექსის სტრატეგია “Battle of the Bands” თავდაპირველად შექმნილი იყო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობისათვის, თუმცა შემდეგ წარმატებით იქნა გამოყენებული ფორექსის ბაზარზეც. სტრატეგიის ალგორითმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ფასის იმპულსური მოძრაობა.
- ტაიმ ფრეიმი: H1;
- სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- მარტივი მცოცავი საშუალო SMA (32) (გამოყენებული high, სურათზე ლურჯი ფერის მრუდი) და მარტივი მცოცავი საშუალო SMA (32) (გამოყენებული Low, სურათზე წითელი ფერის მრუდი) — გრაფიკზე ერთობლივად ქმნიან მცოცავი საშუალოების არხს;
- ინდიკატორი Parabolic SAR (ბიჯი 0.02, მაქსიმუმი 0.2);
- მარტივი მცოცავი საშუალო SMA (100) (სურათზე მწვანე ფერის მრუდი) და SMA (200) (სურათზე იასამნისფერი მრუდი), გამოყენებული Close — დამხმარე ინტიკატორებია, რეკომენდირებულია, თუმცა არ არის აუცილებელი გრაფიკზე მათი განთავსება;
ფორექსის სტრატეგია “Battle of the Bands” – ალგორითმი
ყიდვა:
- ფასი დაიხურა SMA (32) High მცოცავი საშუალოს ზემოთ, ანუ მცოცავი საშუალოების არხის ზემოთ;
- ფასი აგრეთვე იმყოფება SMA (100) და SMA (200) მცოცავი საშუალოების ზემოთ. რეკომენდებული პირობაა, თუმცა არა აუცილებელი;
- სანთლის დახურვის ფასი უნდა იყოს უფრო მაღლა ვიდრე მისი გახსნის ფასი, ანუ აღმავალი სანთელი;
- ფასმა უნდა გაჭრას Parabolic SAR ქვემოდან ზემოთ, ანუ ინდიკატორის წერტილები უნდა ჩამოხტნენ ზემოდან ქვემოთ, ზუსტად ამ სანთელზე, ანუ ფასის ქვემოთ;
- იმ შემთხვევაში თუ სანთელი ჩამოყალიბდა, როგორც დოდჟი ან პინბარი, მაშინ ასეთ სიგნალს ვუკეთებთ იგნორირებას. თუ სანთლის დახურვის ფასი უფრო დაბლაა ვიდრე სანთლის გახსნის ფასი (ანუ დაღმავალი სანთელია) – უნდა დაველოდოთ შემდგომ სანთელს და დავრწმუნდეთ, რომ ზემოთ აღწერილი პირობები შესრულდა;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- ფასი დაიხურა SMA (32) Low მცოცავი საშუალოს ქვემოთ, ანუ მცოცავი საშუალოების არხის ქვემოთ;
- ფასი აგრეთვე იმყოფება SMA (100) და SMA (200) მცოცავი საშუალოების ქვემოთ. რეკომენდებული პირობაა, თუმცა არა აუცილებელი;
- სანთლის დახურვის ფასი უნდა იყოს უფრო დაბლა ვიდრე მისი გახსნის ფასი, ანუ დაღმავალი სანთელი;
- ფასმა უნდა გაჭრას Parabolic SAR ზემოდან ქვემოთ, ანუ ინდიკატორის წერტილები უნდა ახტნენ ქვემოდან ზემოთ, ზუსტად ამ სანთელზე, ანუ ფასის ზემოთ;
- იმ შემთხვევაში თუ სანთელი ჩამოყალიბდა, როგორც დოდჟი ან პინბარი, მაშინ ასეთ სიგნალს ვუკეთებთ იგნორირებას. თუ სანთლის დახურვის ფასი უფრო მაღლაა ვიდრე სანთლის გახსნის ფასი (ანუ აღმავალი სანთელი) – უნდა დაველოდოთ შემდგომ სანთელს და დავრწმუნდეთ, რომ ზემოთ აღწერილი პირობები შესრულდა;
- სტოპ ლოსი – ყიდვისთვის: დგება უახლოესი ლოკალური მინიმუმისა და SMA (32) Low მცოცავი საშუალოს ქვემოთ;
- სტოპ ლოსი – გაყიდვისთვის: დგება უახლოესი ლოკალური მაქსიმუმისა და SMA (32) High მცოცავი საშუალოს ზემოთ;
- ტეიკ პროფიტი ყიდვა/გაყიდვისთვის: როდესაც ფასი დაიწყებს მოძრაობას სასურველი მიმართულებით და დაიხურება მომდევნო პროფიტიანი სანთელი, მოგების 50%-ს ვხურავთ და პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში. ამის შემდეგ უზარალობის სტოპ ლოსს ვაჩოჩებთ Parabolic SAR ინდიკატორის ყოველ ახლად წარმოქმნილ წერტილთან;
გაყიდვის მაგალითი:
შენიშვნა: ჩემი აზრით მცოცავი საშუალოები SMA (100) და SMA (200) აბნევენ ტრეიდერს და გირჩევდით საერთოდ მოაცილოთ ეს ინდიკატორები სავაჭრო გრაფიკიდან.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით