ფორექსის სტრატეგია “ორი ხაზი” ეფუძნება 2 მცოცავი საშუალოს კომბინირებულ სიგნალს. ალგორითმის მიხედვით სტრატეგია საკმაოდ მარტივი და შედეგიანია.
- ტაიმ ფრეიმი: H1;
- სავალუტო წყვილი: ნებისმიერი; (ტესტირების შედეგად კარგი შედეგები აჩვენა წყვილმა – EUR/USD და GBPUSD);
გრაფიკზე განვალაგოთ შემდეგი ინდიკატორები:
- სწრაფი მცოცავო საშუალო პერიოდით 3 და ძვრა 0 – LWMA (ხაზური-აწონილი მცოცავი საშუალო), Low – მინიმალური ფასებით – ავღნიშნოთ წითელი ფერით;
- ნელი მცოცავი საშუალო პერიოდით 17, ძვრა 2, გაშუალებული SMMA (გასწორებული მცოცავი საშუალო იგება ფასებით: (high + low + close)/3 – ავღნიშნოთ ლურჯი ფერით;
ფორექსის სტრატეგია “ორი ხაზი” – ალგორითმი
ყიდვა:
- დაველოდოთ მომენტს, როდესაც სანთელი იხურება ნელი მცოცავი საშუალოს მაღლა – გრაფიკზე ლურჯი ხაზი;
- სწრაფმა მცოცავმა საშუალომ ჯერ ვერ მოასწრო ნელი მცოცავი საშუალოს გადაკვეთა ქვემოდან ზემოთ. თუ ეს პირობა შესრულდა, ვაყენებთ ყიდვისთვის 2 გადადებულ ორდერს დახურული სანთლის High (უმაღლეს) ფასზე;
ყიდვის მაგალითი
- სტოპ ლოსებს ვაყენებთ იმ სანთლის მინიმუმზე, რომელმაც გადაკვეთა მცოცავი საშუალო, ან ფიქსირებულ ნიშნულზე – 100 პუნტის მანძილზე სავალუტო წყვილისთვის – EUR/USD;
- პირველი ორდერის თეიქ პროფიტს ვდებთ უკვე დაყენებული სტოპ ლოსის რაოდენობის ტოლ მანძილზე.
- მეორე ორდერის თეიქ პროფიტს არ ვაყენებთ საერთოდ.
სავაჭრო პოზიციას ვხურავთ შემდეგი პირობებით:
- პოზიციები დაიხურება, თუ 1 საათიანი სანთელი დაიხურა წითელი ფერის სწრაფი საშუალო მცოცავის დაბლა ან სტოპ ლოსით, პირველი ორდერი თეიქ პროფიტით.
- თუ 1 საათიანი სანთელი დაიხურა ერთ-ერთი მცოცავი საშუალოს დაბლა, ვაუქმებთ გაუაქტიურებელ ორდერებს.
- + 30 პუნქტის მოგების შემდეგ ორდერები გადაგვყავს უზარალობის დონეზე და ვაყენებთ თრეილინგ სტოპზე დახურული, ბოლო მე-6 სანთლის ჩრდილის მანძილზე.
გაყიდვისთვის უკუპირობებია
გაყიდვის მაგალითი
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით