ფორექსის სტრატეგია "გამრღვევი ფრაქტალი"

ფორექსის სტრატეგია "გამრღვევი ფრაქტალი" ეფუძნება ორი ინდიკატორის: მცოცავი საშუალოს და ფრაქტალის კომბინირებულ სიგნალს

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: H1;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • Moving Average, მეთოდი Smoothed, Close, პერიოდი 135;
  • ბილ უილიამსის ფრაქტალები;

ყიდვა:

  • ფასი იმყოფება მცოცავი საშუალოს ზემოთ;
  • მცოცავი საშუალოს ზემოთ, ზედა ფრაქტალის წარმოქმნის შემდეგ, ვაყენებთ ყიდვის გადადებულ Buy Stop ორდერს ფრაქტალის დონეზე;
  • თუ ორდერი არ გააქტიურდება და გრაფიკზე წარმოიქმნა ახალი ფრაქტალი, ვაუქმებთ გადადებულ ორდერს და ვაყენებთ ახალს ბოლო ფრაქტალის მიხედვით, იგივე პარამეტრებით;

 

  • ტეიკ პროფიტი: 115 პუნქტი. 30 პუნქტიანი დადებითი რეზულტატის მიღებისთანავე ორდერი გადაგვყავს უზარალობაში და დავადევნებთ ტრეილინგს;
  • სტოპ ლოსი: 65 პუნქტი;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "გამრღვევი ფრაქტალი" 

გაყიდვა:

  • ფასი იმყოფება მცოცავი საშუალოს ქვემოთ;
  • მცოცავი საშუალოს ქვემოთ, ქვემო ფრაქტალის წარმოქმნის შემდეგ, ვაყენებთ გაყიდვის გადადებულ Sell Stop ორდერს ფრაქტალის დონეზე;
  • თუ ორდერი არ გააქტიურდება და გრაფიკზე წარმოიქმნა ახალი ფრაქტალი, ვაუქმებთ გადადებულ ორდერს და ვაყენებთ ახალს ბოლო ფრაქტალის მიხედვით, იგივე პარამეტრებით;
  • ტეიკ პროფიტი: 120 პუნქტი. 80 პუნქტიანი დადებითი რეზულტატის მიღებისთანავე ორდერი გადაგვყავს უზარალობაში და დავადევნებთ ტრეილინგს;
  • სტოპ ლოსი: 35 პუნქტი;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "გამრღვევი ფრაქტალი" 

დამატებითი პირობება:

ორდერები უნდა დავდოთ მხოლოდ 05:00 საათიდან 11:00 საათამდე GMT დროით. სხვა პერიოდში ამ სტრატეგიით არ ვვაჭრობთ და თუ ორდერები მანამდე არ გააქტიურდა - ვაუქმებთ მათ.

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • მარიამი

    საკმაოდ საინტერესო ნიუანსია

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    მარიამ - ყველა სტრატეგია იქმნება პრაქტიკოსი ან თეორეტიკოსი ტრეიდერის მიერ ბაზარზე და ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვებისა და მისივე (ტრეიდერის) ლოგიკის მიხედვით, შემდეგ ხდება მისი არაერთხელ ტესტური "პრაგონი" და ავტორი აყალიბებს შესაბამის პარამეტრებს. ამ სტრატეგიის "პრაგონმა" ეს ალგორითმი შექმნა და ამიტომაც სტრატეგიის ავტორმა ესე გადმოგვცა ალგორითმი. თუმცა - ფორექსზე არაფერია დოგმატური. თქვენ შეგიძლიათ თქვენებური დაკვირვება ჩაატაროთ და სულ სხვა პარამეტრები მოგეწონოთ და შემოგვთავაზოთ ამ სტრატეგიისთვის. ჩემი მხრიდან ერთსაც დავამატებ - აღმასვლის იმპულსს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება ვიდრე დაღმასვლას. მიზიდულობის კანონი საფინანსო ბაზრებზეც მოქმედებს

    Short URL:
  • მარიამ

    გამარჯობა, რატომ არის ასეთი განსხვავება ყიდვისა და გაყიდვის ორდერების პარამეტრებს (სტოპ ლოსსა და უზარალობას) შორის

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top