ფორექსის სტრატეგია "SMA 108"

ფორექსის სტრატეგია SMA 108 ეფუძვნება ფორექსის 2 ინდიკატორის სიგნალს: ფასის მიერ დამატებითი დონეების მქონე მცოცავი საშუალოს გადაკვეთას, რომელიც მოგების ფიქსაციისთვის გამოიყენება და დამატებითი მცოცავი არხის ფუნქციას ასრულებს, აგრეთვე შესაბამის პირობებში სესიური ექსტრემუმების გარღვევას.

  • სავალუტო წყვილი: EUR/ USD (სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია სხვა სავალუტო წვილებისათვისაც პარამეტრების და დონეების სხვა მნიშვნელობებით);
  • თაიმ-რეიმი: H1;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA(108) , Open. დადებითი დონეებით: 140, 240, 350 და უარყოფითი დონეებით: -140, -240, -350;
  • ინდიკატორი i-ParamonWorkTime.

    ინდიკატორი გვაჩვენებს სავაჭრო სესიებს. იგი გვესაჭიროება გრაფიკზე იმ ინტერვალის გამოსახვისთვის, რომელზეც მოვძებნით მცოცავი საშუალოს გარღვევას და ვიპოვით ექსტრემუმებს გადადებული ორდერების დაყენებისთვის. ინდიკატორი ავტომატურ რეჟიმში გრაფიკზე ნაცრისფრად გამოსახავს მართკუთხედს GTM დროით 18.00 საათიდან 9.00 საათამდე ინტერვალში, ანუ მონიშნავს აზიის და წყნარი ოკეანიის სავაჭრო სესიის დროის ინტერვალს/პერიოდს.

ყიდვა:

  • აზიის სავაჭრო სესიაზე ფასმა გაარღვია SMA(108) ქვემოდან ზემოთ;
  • თუ საკონტროლო სავაჭრო სესიებზე ფასი არღვევს SMA(108)-ს ქვემოდან ზემოთ და შემდეგ თუნდაც დაბრუნდა საპირისპირო მხარეს, ანუ ჩამოვიდა SMA(108)-თან ქვემოთ, მაინც ვდებთ 3 გადადებულ Buy Stop ორდერს თანაბარ ლოტით, აზიის + წყნარი ოკეანიის სესიის მაქსიმუმის მაღლა, სურვილის შემთხვევაში 5-10 პუნქტის დაშორებით (ლუფტით);
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ წარმოქმნილი ნაცრიფერი ზოლის მინიმუმის დაბლა (ანუ ამავე დღის აზიის და წყნარი ოკეანიის სესიის მინიმუმის დაბლა);
  • ტეიკ პროფიტს არ ვაყენებთ, მაგრამ თუ ფასი ჩვენი მიმართულებით წავიდა, მაშინ მოგებას ვაფიქსირებთ მცოცავი საშუალოს დონეებზე 140, 240, 350. თანაც პირველი ორდერის ტეიკ პროფიტს ვაფიქსირებთ 140 დონეზე, მეორე ტეიკ პროფიტს 240 დონეზე, ხოლო მესამე ტეიკ-პროფიტს 350 დონეზე;
  • როგორც კი დაიხურება პირველი ორდერი, დანარჩენი ორი გადაგვყავს უზარალობის დონეზე. ასევე ვმოქმედებთ, როდესაც ფასი მიაღწევს 70 პუნქტიან პროფიტს. მოკლედ რომ ვთქვათ ველოდებით რომელი უფრო ადრე იქნება - SMA(108)-ის 140-იანი დონე, თუ 70 პუნქტიანი მოგება;
  • თუ ფასი კვლავ SMA(108)-ს დაუბრუნდება, (მნიშვნელობა არ აქვს ორდერები მომგებიან თუ უზარალობის დონეზე არიან) - ვხურავთ ორდერებს მიმდინარე ფასით. თუ პოზიცია მინუსშია, მაშინ დახურვა ხდება მხოლოდ სტოპ-ლოსით;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია SMA 108 

გაყიდვა:

  • აზიის სავაჭრო სესიაზე ფასმა გაარღვია SMA(108) ზემოდან ქვემოთ ;
  • თუ საკონტროლო სავაჭრო სესიებზე ფასი არღვევს SMA(108)-ს ზემოდან ქვემოთ და შემდეგ თუნდაც დაბრუნდა საპირისპირო მხარეს, ანუ ავიდა SMA(108)-თან ზემოთ, მაინც ვდებთ 3 გადადებულ Sell Stop ორდერს თანაბარ ლოტით, აზიის + წყნარი ოკეანიის სესიის მინიმუმის ქვემოთ, სურვილის შემთხვევაში 5-10 პუნქტის დაშორებით (ლუფტით);
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ წარმოქმნილი ნაცრიფერი ზოლის მაქსიმუმის ზემოთ (ანუ ამავე დღის აზიის და წყნარი ოკეანიის სესიის მაქსიმუმის ზემოთ);
  • ტეიკ პროფიტს არ ვაყენებთ, მაგრამ თუ ფასი ჩვენი მიმართულებით წავიდა, მაშინ მოგებას ვაფიქსირებთ მცოცავი საშუალოს დონეებზე 140, 240, 350. თანაც პირველი ორდერის ტეიკ პროფიტს ვაფიქსირებთ 140 დონეზე, მეორე ტეიკ პროფიტს 240 დონეზე, ხოლო მესამე ტეიკ-პროფიტს 350 დონეზე;
  • როგორც კი დაიხურება პირველი ორდერი, დანარჩენი ორი გადაგვყავს უზარალობის დონეზე. ასევე ვმოქმედებთ, როდესაც ფასი მიაღწევს 70 პუნქტიან პროფიტს. მოკლედ რომ ვთქვათ ველოდებით რომელი უფრო ადრე იქნება - SMA(108)-ის 140-იანი დონე, თუ 70 პუნქტიანი მოგება;
  • თუ ფასი კვლავ SMA(108)-ს დაუბრუნდება, (მნიშვნელობა არ აქვს ორდერები მომგებიან თუ უზარალობის დონეზე არიან) - ვხურავთ ორდერებს მიმდინარე ფასით. თუ პოზიცია მინუსშია, მაშინ დახურვა ხდება მხოლოდ სტოპ-ლოსით;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია SMA 108 

დამატებითი პირობები:

  • ორდერებს არ ვდებთ, თუ ფასი SMA(108)-ის გაარღვევის შემდეგ გადის 80-90 პუნქტს გარღვევის მიმართულებით;
  • დღის განმავლობაში გაუაქტიურებელ ორდერებს ვაუქმებთ მომდევნო ნაცრისფერი ზოლის წარმოქმნამდე, ანუ მეორე დღის 18.00 საათამდე (GTM დროით);
  • სანამ არ დაიხურება ყველა პოზიცია - ახალს არ ვხსნით, თუნდაც გვქონდეს ბაზარზე შესვლის სიგნალი. ყოველ შემთხვევაში, ახალი პოზიციების გახსნისას, ძველი პოზიციები უზარალობის დონეზე მაინც უნდა იმყოფებოდნენ;

ინდივიდუალური რჩევა:

ამ სტრატეგიით ვაჭრობისას აუცილებელია მანი მენეჯმენტის შემუშავება-გათვალისწინება: თუ პირველი ორდერის სავარაუდო მოგება 2-3-ჯერ მეტია ვიდრე სტოპ ლოსი, მაშინ ალბათ ხელსაყრელია პოზიციის გახსნა, თუ არა - მაშინ ჯობია თავი შევიკავოთ. ვინაიდან ისტორიულ მონაცემებზე ჩანს, რომ ზოგჯერ სტოპ ლოსი ძალიან დიდი გამოდის, ხოლო პროფიტი მასზე რამდენჯერმე ნაკლებია. იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგიის მიხედვით ერთდროულად სამ ორდერს ვხსნით, მაშინ გამოდის რომ დეპოზიტს საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ.

თუმცა ყოველივე ზემოთ თქმული თქვენს გემოვნებაზე და თქვენს მიერ სწორედ შერჩეულ ინდივიდუალურ მანი მენეჯმენტზეა დამოკიდებული.

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • jano

    გმადლობ ლევან.

    Short URL:
  • მამუკა

    გამარჯობათ ბატონო ლევან. კარგი სტრატეგია ჩანს. ზუსტად დღეს არის ამ სტრატეგიის მაგალითი eurusd 9 საათიანმა სანთელმა გადაკვეთა და შედეგები ვნახოთ. მემგონი სწორად გავიგე ამ სტრატეგიის არსი. მადლობთ ამდენი ინფორმაციისთვის.

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    jano - ".....თუ საკონტროლო სავაჭრო სესიებზე ფასი არღვევს SMA(108)-ს ზემოდან ქვემოთ და შემდეგ თუნდაც დაბრუნდა საპირისპირო მხარეს.......", საუბარია მხოლოდ გადაკვეთაზე

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    jano - სტრატეგია კარგია, ეჭვი მაქვს რომ კარგად მუშაობს სხვა წყვილებზეც. მუშაობის გამოცდილება მაქვს ამ სტრატეგიით ადრეულ წლებში. სამწუხაროდ ევრო/დოლარის გარდა სხვა წყვილზე არ დამიტესტავს. ამიტომ ესე უცებ რაიმე ღირებულს თქვენთვის საინტერესო წყვილზე ვერაფერს გეტყვით.

    Short URL:
  • jano

    ლევან, ამ სტრატეგიაში საუბარია ფასის მიერ 108-ის გადაკვეთა და არა მის ზემოთ (ქვემოთ) სანთლის დახურვაზე ხო?

    Short URL:
  • jano

    გამარჯობა ლევან. GBP/JPY-თვის რა პარამეტრებს გვირჩევდი?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top