ფორექსის სტრატეგია "ბალანსის მრუდი"

ფორექსის სტრატეგია "ბალანსის მრუდი" მარტივი საშუალოვადიანი სავაჭრო მეთოდია. გამოყენებულია მხოლოდ ერთი ინდიკატორი.

  • ტაიმ ფრეიმი: H4;
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (25), close;

გარიგების დადების ზოგადი პირობები:

 

  • ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ Buy Stop და Sell Stop გადადებული ორდერებით;
  • სასიგნალო სანთელია - "დახურული სანთელი", ანუ სანთელი/ბარი, რომელსაც აქვს უკვე უცვლელი ფასი და რომელიც დაიხურა ინდიკატორის მრუდის ზემოთ ან ქვემოთ;

ყიდვა:

  • 4 საათიანმა სანთელმა გადაკვეთა EMA (25) ქვემოდან ზემოთ და დაიხურა EMA (25)-ის ზემოთ;
  • გადადებულ Buy Stop ორდერს ვაყენებთ ამ გადამკვეთი და დახურული სანთლის მაქსიმუმის ერთი პუნქტით ზემოთ;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბალანსის მრუდი" 

გაყიდვა:

  • 4 საათიანმა სანთელმა გადაკვეთა EMA (25) ზემოდან ქვემოთ და დაიხურა EMA (25)-ის ქვემოთ;
  • გადადებულ Sell Stop ორდერს ვაყენებთ ამ გადამკვეთი და დახურული სანთლის მინიმუმის ერთი პუნქტით ქვემოთ;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბალანსის მრუდი" 

სტოპ ლოსი:

  • გაყიდვის შემთხვევაში - ვაყენებთ გადამკვეთი და დახურული სანთლის მაქსიმუმის ერთი პუნქტით ზემოთ, მაგრამ მიმდინარე ფასისგან არანაკლებ 30 პუნქტის დაშორებით;
  • ყიდვის შემთხვევაში - ვაყენებთ გადამკვეთი და დახურული სანთლის მინიმუმის ერთი პუნქტით ქვემოთ, მაგრამ მიმდინარე ფასისგან არანაკლებ 30 პუნქტის დაშორებით;

თუ, მომდევნო 4 საათიანი სანთელი არ დაიხურა სტოპ ლოსით და შესაბამისად დადებით ზონაშია, მაშინ სტოპ ლოსი უნდა გადავაჩოჩოთ ახალი დახურული 4 საათიანი სანთლის მაქსიმუმთან ან მინიმუმთან (ორდერის მიმართულებიდან გამომდინარე).

+ 50 პუნქტი პროფიტის მიღწევისა და ამის შემდეგი პირველი H4 სანთლის დახურვის შემდეგ პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში და დავადევნებთ ტრეილინგს 50 პუნქტიანი ბიჯით.

მნიშვნელოვანი დამატება:

თუ ფასმა მკვეთრად გაარღვია EMA (25) და დაიხურა მრუდისგან საკმაოდ დიდი დაშორებით, მაშინ არ არის რეკომენდებული პოზიციის გახსნა, ვინაიდან ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი მოსალოდნელია უკუსვლითი კორექცია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ კორექციის დასრულებას და შემდეგ გავხსნათ ორდერი ზემოთ აღწერილი პირობების შესაბამისად.

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top