სტრატეგიის “80-20” ავტორია საერთაშორისო დონის ტრეიდერების წრეში ცნობილ სპეკულანტი ლინდა რაშკე (პრინციპში ყველა, ვინც ფორექსზე ვვაჭრობთ – სპეკულანტები ვართ).
ფინანსური ბაზრის კანონზომიერებების გამოკვლევამ აჩვენა, რომ თუ ფასი იხურება თავის დღიური დიაპაზონის ქვედა ან ზედა 10%-20 %-ში, არსებობს 80%-90% ალბათობა იმისა, რომ მეორე დღის დილით ის გააგრძელებს სვლას იგივე მიმართულებით (ანუ სანთლის დახურვის მიმართულებით), მაგრამ საბოლოო ჯამში, ფასი მოცემული სანთლის დაბლა, ან მაღლა დაიხურება მხოლოდ 50% შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 50% შემთხვევაში მოსალოდნელია ტრენდის შემობრუნება, ან კორექციული მოძრაობა მაინც სწორედ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ ვაჭრობაში.
ფორექსის სტრატეგია “80-20” – ყიდვა
- 1. გუშინდელი სანთელი თავის დღიური დიაპაზონის ზედა 20%-ში იყო გახსნილი და დაიხურა თავის დღიური დიაპაზონის ქვედა 20%- ში. ე.ი. თუ დღიურ სანთელს გავყოფთ 5 ნაწილად, გამოდის რომ გუშინდელი დღიური სანთლის გახსნის ფასი იმყოფება ზედა 1/5 ნაწილში, ხოლო დახურვის ფასი კი დღიური სანთლის ქვედა 1/5 ნაწილში;
- 2. გაიხსნა დღევანდელი დღიური სანთელი და ფასიც წავიდა იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც დაიხურა გუშინდელი სანთელი და გასცდა მას დაახლოვებით 10-15 პუნქტით, თუმცა შემდეგ შემოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა საპირისპირო მიმართულებით;
- 3. ამ მომენტში, როდესაც ფასი უკვე იმყოფება გუშინდელი მინიმუმის დაბლა, გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ დავაყენოთ გადადებული Buy Stop ყიდვის ორდერი გუშინდელი მინიმუმის ფასზე.
- 4. ყიდვის პოზიციის გახსნის შემდეგ სტოპ-ლოსს ვაყენებთ, უკვე დღევანდელი მინიმუმის ფასიდან 3-5 პუნქტით ქვემოთ;
- 5. ორდერის ამუშავების შემდეგ, მოგების ფიქსაციისთვის უნდა გამოვიყენოთ ტრეილიგ სტოპი. მის პარამეტრს განვსაზღვრავთ სავალუტო წყვილის ვოლატილობის მიხედვით.
მაგალითდ, თუ დღიური სანთლის სიგრძე 100-200 პუნქტია, მაშინ ტრეილინგ სტოპს ვაყენებთ 50-70-100 პუნქტის დაშორებით. თუ სანთელი 50-70 პუნქტია, მაშინ თრეილინგ სტოპს ვაყენებთ 25-30 პუნქტის დაშორებით;
- 6. ტექ პროფიტის დაყენება შეიძლება მანძილზე, რომელიც თავდაპირველი სტოპ- ლოსის მინიმუმ 2-3 ჯერ მეტი იქნება. ან მოგება დავაფიქსიროთ ფიბონაჩის მნიშვნელოვან დონეებზე (38,2%, 61,8%), რომელიც აგებულია გუშინდელის სანთლის მიხედვით;
- 7. როგორც კი ჩავთვლით საჭიროდ, შეგვიძლიათ პოზიცია გადაიყვანოთ უზარალო დონეზე;
გაყიდვისთვის უკუპირობებია
სტრატეგიის უფრო ეფექტური გამოყენებისათვის, საჭიროა დაკვირვება ვაწარმოოთ 3-4 სავალუტო წყვილზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში სავაჭრო სიგნალების რაოდენობა უფრო მეტია, შესაბამისად მოგებაც გაიზრდება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით