სარჩევი
ZigZag – წარმოადგენს ტრენდული ხაზების ერთობლიობას, რომელიც ფასთა გრაფიკზე, ერთმანეთთან აერთიანებს მნიშვნელოვან მაქსიმუმებს და მინიმუმებს.
საანალიზო გრაფიკზე ინდიკატორი ფილტრავს იმ ცვლილებებს, რომელთა სიდიდე ნაკლებია პარამეტრებში მითითებულ სიდიდეზე. ამგვარად ზიგზაგი გვიჩვენებს მხოლოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ზიგზაგი ძირითადად გამოიყენება გრაფიკის აღქმის გაადვილებისათვის, რადგან იგი გვიჩვენებს ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს და უკუსვლებს. ასევე მისი მეშვეობით, გრაფიკზე შესაძლებელია ელიოტის ტალღებისა და სხვადასხვა ფიგურების გამოვლენა.
ZigZag მუშაობის პრინციპი
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ინდიკატორის ბოლო მონაკვეთმა შესაძლებელია ცვლილება განიცადოს საანალიზო მონაცემების ცვლილების შესაბამისად. ეს არის იმ მცირერიცხოვან ინდიკატორებს შორის ერთ-ერთი, რომელშიც ფასიანი ქაღალდის ფასის ცვლილება იწვევს წინა მნიშვნელობის ცვლილებას.
ფასის ბოლო ცვლილების შესაბამისად, საკუთარი მონაცემების კორექტირების ამგვარი თვისების გამო, ზიგზაგი კარგი ინსტრუმენტია უკვე მომხდარი ფასთა ცვლილების ანალიზისათვის. ამიტომ ზიგზაგის საფუძველზე არ არის რეკომენდებული სავაჭრო სტრატეგიების შექმნა. იგი უფრო ანალიზისთვის გამოდგება, ვიდრე პროგნოზირებისათვის.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით