Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” მოძრაობების ჯამს.

თუ მიმდინარე დახურვის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე უკანა დახურვის ფასი, მაშინ W_A/D იზრდება მიმდინარე ფასის დახურვისა და ჭეშმარიტი მინიმუმის სხვაობის სიდიდით. W_A/D იკლებს მიმდინარე ფასის დახურვისა და ჭეშმარიტი მაქსიმუმის სხვაობის სიდიდით.

ტერმინი “დაგროვება” გამოიყენება ბაზრის დახასიათებისათვის, რომელიც კონტროლირდება მყიდველების მიერ, ხოლო “განაწილება” ნიშნავს, რომ ბაზარი კონტროლირდება გამყიდველების მიერ.

ინდიკატორის მაჩვენებელსა და ფასს შორის განსხვავება არის სიგნალი. როგორც ინდიკატორების უმრავლესობა, ინდიკატორი WAD თანხვედრილია ფასთან. სხვა სიტყვებით, რომ თქვათ, როდესაც წარმოიქმნება განსხვავება, მაშინ ფასი, როგორც წესი ინდიკატორის შესაბამისად იცვლის მიმართულებას.

Williams Accumulation/Distribution მუშაობის მაგალითი

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution სპეციფიკაცია
  • როდესაც ფასი მიაღწევს ახალ მაქსიმუმს, ხოლო ინდიკატორს არ შეუძლია მიაღწიოს ახალ მაქსიმუმს, ნიშნავს, რომ ხდება ბაზრის ინსტრუმენტის განაწილება. ანუ სახეზეა გაყიდვის სიგნალი.
  • თუ ფასი მიაღწევს ახალ მინიმუმს, ხოლო ინდიკატორს არ შეუძლია მიაღწიოს ახალ მინიმუმს, ნიშნავს, რომ ხდება ბაზრის ინსტრუმენტის დაგროვება. ანუ სახეზეა ყიდვის სიგნალი.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Parabolic Sar

Parabolic SAR, Stop & Revers; პარაბოლური სისტემა SAR; Параболическая Система SAR

Parabolic SAR, პარაბოლური სისტემა SAR – ტექნიკური ინდიკატორი შემუშავებულია ტრენდული ბაზრების ანალიზისათვის. ინდიკატორი უნდა დავიტანოთ …